ვახტანგ შამუგია 19.08.2015
17 აგვისტოს, მოულოდნელად, სომხეთის, რუსეთის ფედერაციის სამხრეთი სამხედრო ოლქის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.08.2015
ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ცენტრის, "მემკვიდრეობის ფონდის" ანალიტიკოსმა, ლუკ კოფმა ამავე ორგანიზაციის ვებსაიტზე ცცც.რუკშეფპუ.წკპ-ზე გამოაქვეყნა სტატია "შესანიშნავი შესაძლებლობა შშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების განვითარებისთვის", სადაც ამბობს, რომ ევროპაში, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და ნატო-საქართველოს კავშირები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი აზრით, დროა, აშშ-მ საჯაროდ განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მაპი არ სჭირდება.
|
სალომე სარიშვილი 19.08.2015
"ბევრი ისევ მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს საქმე არაა, ამასთანავე ქვეყანაში კვლავ არსებობს სტიგმა, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი სირცხვილისა და სიბრალულის გრძნობას განიცდის. ასეთ შემთხვევაში ისინი ცდილობენ პრობლემას საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი ბაია პატარაია და დასძენს, რომ ასეთი თემისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.
|
ლიკა ამირაშვილი 19.08.2015
ისევე როგორც გასულ წელს, საკითხმა, ვინ უნდა წარმოადგინოს საქართველო გაეროს გენასამბლეაზე, თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ღვარძლიანი კომენტარები.
|
ვახტანგ შამუგია 19.08.2015
17 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს "საგანგებო შეთანხმებას", რომლის თანახმადაც, ამ ორი "ქვეყნის" მოქალაქეები ერთმანეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესძლებენ გადაადგილებას.
|
ელზა პაპოშვილი 19.08.2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი გაამართლა. ის მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებისა, ანუ ბერიანის სახლში ხანძრის გაჩენისა და ტარნსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემის ფაქტზე სცნო დამნაშავედ.
|
მარიამ აფციაური 19.08.2015
150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა, ფაქტობრივად, მატებად არ ჩაითვლება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოხუცები პენსიას ძირითადად ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ, ეს სეგმენტი კი მიზნობრივი ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა, გამოვა, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციის - 5%-ის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.08.2015
ქართული ატამი რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის. თუმცა ოპერატიული მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, წელს ატმის ფასმა რეკორდი მოხსნა. ამ ფაქტს, კახელი ფერმერები შემცირებული მოსავლითა და დიდი მოთხოვნით ხსნიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი კარგი ხარისხით.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.08.2015
რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე დღეებიღა რჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სარაგბო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმისთვის მზადების პროცესის დიდი ნაწილი უკან მოიტოვა. ახლა "ბორჯღალოსნები" თბილისში არიან და ერთი კვირით ისვენებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.08.2015
 ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არის.
|
მარი ჩიტაია 18.08.2015
გალიდან
აფხაზეთში კონფლიქტის ხაზს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მიზნით კვეთს. მათ შორის ბევრია იმერელი და გურული, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლუკმა-პურის საშოვნელად "სტუმრის სტატუსით" გადადის. შეიძლება ითქვას, რომ ცნება "იაფი მუშახელი" დასავლეთ საქართველოში უკვე არც არსებობს, რადგან სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება კატასტროფულადაა გაძვირებული.
|
ვახტანგ შამუგია 18.08.2015
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 17 აგვისტოს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტები მაკეევკა, გორლოვკა და ტელმანოვო ძლიერი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, რამდენიმემ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულ ობიექტებს შორის სკოლაც არის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|