მაკა ხარაზიშვილი
15.08.2015

მთავრობაში პირდაპირ უცხოურ საინვესტიციო ნაკადებზე აღარ ღელავენ. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანა მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მიიღებს. აღნიშნული საინვესტიციო მაჩვენებელი "რეზონანსმა" ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დათვალა. ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოსთვის საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით ლარზე ზეწოლის შემცირებასაც ელოდება.

თეა ბეჟიტაშვილი
15.08.2015

 შემოდგომიდან პარლამენტი "მომხარებელთა უფებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, რომელიც რამდენიმე სიახლეს შეიცავს.

ლიკა ამირაშვილი
15.08.2015

რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები "თეთრი ბაირაღები" გააკრიტიკა. ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

მაკა ხარაზიშვილი
15.08.2015

 საქართველში გაძვირებული ცხოვრების ფონზე საარსებო მინიმუმი შემცირდა. ივლისში ივნისთან შედარებით ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარით შემცირდა, ხოლო საშუალო ოჯახის - 11 ლარით. ეს მაშინ, როდესაც "ბიგ მაკის" ინდექსით საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა.

ელზა წიკლაური
15.08.2015

 საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ შემცირდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის ივლისთან შედარებით, წელს უცხოეთიდან დაახლოებით 32%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა.

მარი მგალობლიშვილი
15.08.2015

 "მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "იუნაიტედში" განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს.

თეა ბეჟიტაშვილი
15.08.2015

 ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა და ორგანიზმი მოდუნებულია, ფიზიკურად ვცდილობთ ნაკლებად დავიტვირთოთ და საკვებსაც არასრულად ვიღებთ. ამერიკელი მეცნიერების თქმით, ფიზიკური აქტივობა ცხელ დღეებშიც საჭიროა, მათ შორის 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, თუმცა, ყველაფერს თავისი ნორმა აქვს.

იაგო ნაცვლიშვილი
14.08.2015

 ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "კაბელების საქმეზე" რამდენიმე თვის წინათ გათავისუფლებული პირების უწყებაში აღდგენას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ თავის დროზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ახლა კი სამინისტროში მათი აღდგენა შეცდომის გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

თეა ბეჟიტაშვილი
14.08.2015

 გუშინ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. ეს ქვეყნებია ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი. მოსალოდნელი იყო, რომ სიაში საქართველოც იქნებოდა, თუმცა მედვედევს საქართველო არ უხსენებია.

ლიკა ამირაშვილი
14.08.2015

 დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში აღდგენასთან დაკავშირებით ბატონ ღარიბაშვილს უსიამოვნოდ გაუკვირდებოდა, აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი.

ვახტანგ შამუგია
14.08.2015

 2015 წლის უეფას სუპერთასის თბილისში გამართულმა ფინალურმა მატჩმა დიდი ვნებთაღელვა გამოიწვია. მას 52 000-მდე მაყურებელი დაესწრო, რითაც ერთგვარი რეკორდიც კი დამყარდა, რადგანაც აქამდე გამართულ არცერთ ფინალურ თამაშს ამდენი მაყურებელი არ ჰყოლია. თუმცა ამ თამაშს დიდი გამოხმაურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანსა და არაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც მოჰყვა.

ელზა წიკლაური
14.08.2015

 "კავკასუს ონლაინის" ქონებას, შესაძლოა, ყადაღა დაედოს. კომპანიის დამფუძნებელი მამია სანადირაძე ამ თხოვნით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, "კავკასუსის" გასხვისებას არ დაუშვებს და კომპანიის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. "კომპანიასთან დაკავშირებით დღემდე სასამართლო დავა მიმდინარეობს, მათ შორის ლონდონშიც, რომელიც დროში იწელება. ამ დავის ფონზე კი ცდილობენ, რომ ქონება გაასხვისონ, მაგრამ ეს მათთვის მარტივი არ იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" სანადირაძემ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×