ლიკა ამირაშვილი
18.08.2015

საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთების საბაჟო კონტროლისათვის სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეხვედრა სექტემბრისთვის გადაიდო. პუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდეს საზღვრის უკონტროლო მონაკვეთზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების პირობები, დრო და დეტალები.

ლიკა ამირაშვილი
18.08.2015

 სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბელაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოდის. პარალელურად, პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ჯერ კიდევ ივლისში იუწყებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის მიწვევას იღებს და ნიუ იორკში ასევე სექტემბრის ბოლოს ჩადის. როგორ დაკომპლექტდება ორი დელეგაცია, დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება.

ელზა პაპოშვილი
18.08.2015

ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა "რეზონანსთან" ინტერვიუში, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება გააპროტესტა. როგორც მეტრეველი აცხადებს, ის ხშირად ესწრებოდა აღნიშნულ სასამართლო პროცესებს და მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებოდა.

მამუკა ნაცვალაძე
18.08.2015

 თბილისში მიმდინარე მერიის თასი 2015-ის გათამაშება, რომელშიც წლევანდელი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის ოთხი მონაწილე ასპარეზობდა, იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს სძლია 87:67 და გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო თასი დაისაკუთრა.

ელზა წიკლაური
18.08.2015

 იმპორტირებულ პროდუქციაზე დღეს არსებული ფასის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ეროვნული ვალუტა 2,20-2,25-ის ფარგლებში იმერყევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ, ბაზარზე პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება. ეროვნული ვალუტის კურსი 2,25-ის ნიშნულს უკვე რამდენიმე დღეა ასცდა, თუმცა იმპორტიორები იძულებულები არიან, რომ შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ფასები არ გაზარდონ. შემოდგომიდან კი არსებული ფასის შენარჩუნება პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
18.08.2015

 ერთ წელიწადში კომერციული ბანკების ვალი 162 მილიონ დოლარით გაიზარა. ზოგადად, მთლიანმა საგარეო ვალმა 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეკონომისტები ამ პროცესში საგანგაშოს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალს, კომერციული ბანკების ვალთან ერთად, სახიფათო ნიშნულამდე არ მიუღწევია.

მარი ჩიტაია
18.08.2015

 სავაჭრო ობიექტებში საზღვაო აქსესუარების გაყიდვით უკმაყოფილონი არიან. დედაქალაქში მდებარე ბუტიკებისა და ბაზრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზღვაო აქსესუარების რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის განახევრდა.

ელზა წიკლაური
18.08.2015

ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მარი ჩიტაია
18.08.2015

ხე-ტყის უკანონო ჭრა გახშირდა. გარემოსდამცველებს მიაჩნიათ, რომ ტყის სექტორზე სრულფასოვანი კონტროლი არ არის. არსებული მდგომარეობით, პრობლემაა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანის მოპოვების მხრივაც. იმის გამო, რომ ხელისუფლება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, უამრავ დარღვევაზე თვალის დახუჭვა უწევს, თუმცა გამოვლენილი ფაქტებითაც დასტურდება, თუ რამდენად მასშტაბურია საქართველოში უკანონო ჭრასთან დაკავშირებული პრობლემა.

სალომე სარიშვილი
17.08.2015

 ტაბაწყურის ტბის გარშემო შექმნილი დაპირისპირება ისევ არ წყდება. ადგილობრივთა ნაწილი კვლავ თევზჭერის აკრძალვას აპროტესტებს და კერძო მესაკუთრის - სომხეთის პარლამენტის დეპუტატ ვარდან აივაზიანის "კომპანიისათვის" ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მესაკუთრე მათ ტბაში თავისუფლად თევზაობის უფლებას არ აძლევს, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, თევზი მალულად დაიჭირონ. ამბობენ, რომ ამის გამო ხშირად პრობლემები სამართალდამცველებთან და ტბის დირექციასთან ექმნებათ.

იაგო ნაცვლიშვილი
17.08.2015

 ახლო მომავალში, შესაძლოა, ნავთობზე ფასი შემცირდეს. გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგის" ცნობით, ახლო მომავალში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 49 აშშ დოლარიდან 10-20 დოლარამდე შემცირდება. სააგენტო ამ ცნობას ცნობილ ამერიკელ ეკონომისტ გერი შილინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელზა პაპოშვილი
17.08.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და ასევე თეა წულუკიანის ხიდაშელთან დაპირისპირების თემაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ის სრულიად იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებაზე და თვლის, რომ მოსამართლე ყველანაირი პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×