მამუკა ნაცვალაძე
26.08.2015

 სულ ათიოდე დღე რჩება ევრობასკეტ-2015-ის დაწყებამდე. ოთხ ჯგუფად გადანაწილებული 24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში იასპარეზებს. ჯგუფის მასპინძლობის პატივი ხორვატიას ერგო, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად გამოვლენ მასპინძლები - ხორვატები, ჰოლანდიელები, ბერძნები, მაკედონიელები და სლოვენიელები.

თიკო ოსმანოვა
26.08.2015

ბოლო წელიწად-ნახევარში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა და ამ სფეროში მომუშავე 119 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ 2014-2015 წლების მონაცემები. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სტატისტიკას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მინისტრს ამ მიმართულებით მეტი მუშაობისკენ მოუწოდებენ, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია.

მაკა ხარაზიშვილი
25.08.2015

 ლარი 16 წლის წინანდელ ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 2,3640 ლარი ღირს. ასეთი კურსი ბოლოს 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. თუმცა, ეროვნული ბანკის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ კურსის სწრაფად დასტაბილურება მოახერხა და რამდენიმე თვეში დოლარის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა. ეკონომისტების განცხადებით, საერთაშორისო პროცესები, მათ შორის რუსული რუბლის გაუფასურება ქართულ ლარზე უარყოფით გავლენას ახლაც ახდენს, თუმცა დღეს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დივერსიფიცირებულია და რუსეთზე ისე მჭიდროდ მიბმულიც აღარ არის. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა თანმიმდევრულ, შეთანხმებულ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, ქვეყანა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას თავიდან აიცილებდა. გარდა ამისა, ეკონომისტები მთავრობას ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ არარეზიდენტი ბანკების მიერ დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვის ფაქტებს, რომელიც ქვეყნის გარეთ გაედინება.

ელზა წიკლაური
25.08.2015

 ახალ წელს დედაქალაქის მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფით შეხვდება. სემეკმა "თელასს" დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც თითქმის 6 თეთრით მეტია არსებულ ღირებულებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ თბილისში დენის ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, სპეციალისტების გათვლებით, სავარაუდოდ, 3-4 თეთრით. ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა კი 18 დეკემბრამდე მოხდება.

ელზა წიკლაური
25.08.2015

 საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია, რამდენიმე მილიარდიანი ტრანში მიიღო და დეფოლტიც აიცილა, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რთულ ეკონომიკურ სიტუაციას პოლიტიკური არასტაბილურობა და ვადამდელი არჩევნები ემატება. ყველაფერი ეს კი საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართველ ემიგრანტებზე. ნაწილმა სამსახური უკვე დაკარგა, ნაწილს ხელფასი შეუმცირეს, ყველა ერთად კი ბერძნების ანალოგიურად, ვადამდელი არჩევნების მოლოდინში არიან, ამბობენ, რომ ყველაფერი სწორედ 20 სექტემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

მარი ჩიტაია
25.08.2015

უალკოჰოლო სასმელების მარკირების თანხას შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს. ეს ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელი არ გაძვირდება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ბიზნესმენებისთვის ფინანსთა მინისტრისგან გახდა ცნობილი და მაშინვე მორიგი უკმაყოფილების საბაბად იქცა.

თიკო ოსმანოვა
25.08.2015

უახლოეს მომავალში აფხაზეთის რკინიგზა მთლიანად მზად იქნება ფუნქციონირებისათვის. 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ რკინიგზის აღდგენა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. 2005 წელს რუსებმა რკინიგზა ფსოუდან სოხუმამდე აღადგინეს, 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომამდე ორიოდე თვით ადრე - რკინიგზის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი. ახლა კი ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე - საოკუპაციო ხაზამდე დარჩენილი რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობს.

ლიკა ამირაშვილი
25.08.2015

 ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ამის გარდა, რეგიონებში დენის ტარიფმა 4 თეთრით მოიმატა, ასევე დენის ტარიფის გაძვირება დედაქალაქშიცაა მოსალოდნელი. ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნული სოციალური ფონი, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას ერთმანეთთან აშორებს.

მარი მგალობლიშვილი
25.08.2015

 საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე ფედერაციის მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც გახოკიძემ განაცხადა, გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი და არ ასახელებს, თუ ვის უჭერს მხარს. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი კანდიდატებს სათითაოდ ახასიათებს და რჩევებსაც აძლევს.

მარიკა გოგოხია
25.08.2015

 (აფხაზეთიდან)

წელს აფხაზეთში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობაა. ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტურისტული სეზონი წარმატებას აღწევს. როგორც აფხაზეთში ამბობენ, 2007 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამდენი დამსვენებელი არ ახსოვთ.

მარი ჩიტაია
25.08.2015

 რეგიონში ერთადერთ ხილის გადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც არასტანდარტულ ვაშლს იბარებს. ადგილობრივები მთლიანად გადამყიდველების იმედად არიან. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ რეალიზაცია უჭირთ, ხილის წლევანდელი მოსავალი უხარისხოა და რაოდენობრივადაც ცოტაა.

ვახტანგ შამუგია
24.08.2015

 1-ლ სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ახალი სასწავლო წელი იწყება. აფხაზეთის უკანონო ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს გალში მაცხოვრებელი ქართველი მოსწავლეები სკოლაში ქართული ენის შესწავლას ვეღარ შესძლებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×