ვახტანგ შამუგია
29.08.2015

საქართველო ევროპელი და არა მხოლოდ ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. რეიტინგულმა საერთაშორისო მედია საშუალება "თაიმ აუტმა" ინტერნეტმომხმარებლების მეშვეობით შეადგინა ევროპაში არსებული პოპულარული ტურისტული ადგილების ათეული. თბილისმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მამუკა ნაცვალაძე
29.08.2015

 "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის სამზადისის ბოლო ეტაპს ინგლისში, სარის სპორტულ ცენტრში გადიან. შეკრებაზე გუნდი მთლიანად სარაგბო ელემენტების დახვეწაზე გადავიდა. ჩვენი ნაკრები დღეში რამდენიმე ვარჯიშს მართავს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მოთამაშეები კარგ ფორმაში არიან.

ეკატერინე ბასილაია
28.08.2015

  საქართველო ნატოს მაპი-ს გარეშე, მაგრამ მაინც ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბრის შემდეგ ნაბიჯი ახლა უკვე სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა - გუშინ კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა, რაც პოლიტიკოსებისა და სპეციალისტების თქმით, ქართული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განცდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია.

ვახტანგ შამუგია
28.08.2015

 ევროკავშირი მისდა უნებურად ახალი, ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - არალეგალური მიგრაცია არნახულ მასშტაბს იძენს. ყოველდღიურად კონტინენტის სამხრეთ სანაპიროებზე ათასობით სირიელი, ლიბიელი, ერაყელი, აფრიკელი, პაკისტანელი, ავღანელი თუ არაბი მიგრანტი ხვდება.

ელზა პაპოშვილი
28.08.2015

 ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის გაჩენის მიზეზად დაზარალებულები კრიმინალს არ გამორიცხავენ - ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა ცეცხლი განზრახ ვინმეს გარედან გაეჩინა.

ლიკა ამირაშვილი
28.08.2015

 წელს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 28 053 აბიტურიენტი გააგრძელებს. ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკური მიმართულებები - ეს ის პროფესიებია, რომლებიც ბოლო წლებია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

გვანცა ღვედაშვილი
28.08.2015

 სახალხო დამცველმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გადაუგზავნა.

თიკო ოსმანოვა
28.08.2015

 "რისკი ყველგან არის და ჩვენ თუ ამაზე ვიფიქრეთ, არ უნდა გავინძრეთ, არაფერი არ უნდა ვაკეთოთ - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების გაზრდისკენ იქნება მიმართული.

მარი ჩიტაია
28.08.2015

 უამინდობამ რეგიონებში სიმინდის მოსავალი გაანადგურა. განსაკუთრებით დიდი ზარალია სამეგრელოსა და გურიის მთიან ნაწილში, სადაც გვალვისგან ყანები მასიურად დაზიანდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ სიმინდის მოსავალი რეგიონებში 35-40%-ით შემცირდება.

ელზა წიკლაური
28.08.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები ისმის. ნაცმოძრაობაში კვლავ ამტკიცებენ, რომ პროგრამას ფული არ ყოფნის და წლის ბოლოს ბენეფიციარებს ჯანდაცვაზე ხარჯის გაწევა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. სერგეენკოს უწყებაში კი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს და თუ მომავალში საყოველთა ჯანდაცვას ფული დააკლდა, პრობლემა არც დამატება გახდება.

მარი ჩიტაია
28.08.2015

კომერციული ბანკების მოგება ისევ მნიშვნელოვნად იზრდება. 2015 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკების მოგება 31%-ით გაიზარდა. საბანკო სფეროს ექსპერტების შეფასებით, ლარის მერყეობამ საბანკო სექტორს დიდი მოგება მოუტანა. მართალია, საბოლოო შედეგის განსაზღვრისას გავლენა რამდენიმე სხვა ფაქტორმაც მოახდინა, თუმცა სავალუტო კურსს ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ია აბულაშვილი
28.08.2015

 როგორ შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი - ნატო ამის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ ამ სტატიაში გვინდა მკითხველს შევახსენოთ რამდენიმე ეპიზოდი საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიიდან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×