მარი ჩიტაია
09.09.2015

ბანკებმა კლიენტების მისაზიდად ახალი აგრესიული ტაქტიკა შეარჩიეს. რამდენადაც საფინანსო ინსტიტუტებმა კრედიტებზე ხელმისაწვდომობა გაართულეს, საბანკო სექტორის სამიზნე განვადების სერვისი გახდა, თანაც საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. სპეციალისტთა აზრით, ბანკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის რეჟიმში გადადიან და თავის უშუალო ფუნქციას კარგავენ.

ეკატერინე ბასილაია
09.09.2015

  ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე იზრდება - ნოემბრის ვადამდელი არჩევნების წინ პრეზიდენტ ერდოღანს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე გადააქვს. მანამდე თურქეთის არმიამ იგივე მიზნით სირიის საზღვარი გადაკვეთა.

თიკო ოსმანოვა
09.09.2015

 ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.

მამუკა ნაცვალაძე
09.09.2015

 ათიოდე დღე რჩება მსოფლიო თასის დაწყებამდე, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. "ბორჯღალოსნები" გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში გადიან მზადების ბოლო ეტაპს. ამ დღეებში დაგეგმილია რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში, რომლის შემდგომაც 19 სექტემბერს ჩვენი ბიჭები ტონგას დაუპირისპირდებიან.

მამუკა ნაცვალაძე
08.09.2015

 დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ბუნებრივია, ორი წაგებული თამაშისა და რაც მთავარია, ამ თამაშებში ნაჩვენები ხარისხის შემდეგ რთულია დამაიმედებელ პროგნოზზე იფიქრო, თუმცა კოკოშკოვის გუნდს ფლეი-ოფში გასასვლელი რეალური შანსი მაინც დარჩა.

თიკო ოსმანოვა
08.09.2015

რუსეთის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ევროპაში ამერიკული არმიის სარდლის, ბენ ჰოტჯესის თქმით, ნატო უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ქართულ-ამერიკული წვრთნების ერთ-ერთი ამოცანა იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში.

თეა ბეჟიტაშვილი
08.09.2015

 აფხაზეთში ტურისტული სანატორიუმები და ისტორიული შენობები უმძიმეს მდგომარეობაშია. საქმე ეხება არა მხოლოდ 90-იანი წლების ომისას დაზიანებულ შენობებს, არამედ მათაც, რომლებიც ომს გადაურჩა. ამის მიზეზი კი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ისტორიულ შენობებს პრაქტიკულად აგურ-აგურ შლის და იქიდან წამოღებულ ნაწილებს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით - სამშენებლო მასალად იყენებს.

ელზა პაპოშვილი
08.09.2015

 "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ "რეზონანსთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურზე და "რესპუბლიკელებთან" მის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 1997-დან 2003 წლამდე მეჭიაური ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო და პარლამენტშიც სწორედ ამის წყალობით მოხვდა, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობაში" გადავიდა.

ვახტანგ შამუგია
08.09.2015

 "ისლამური სახელმწიფოს" მიერ საბრძოლო მოქმედებების თეატრის ძირითადი ნაწილის ერაყსა და სირია-თურქეთის საზღვრებთან გადატანამ, ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩასულმა ასიათასობით არალეგალურმა მიგრანტმა, ანკარასა და "ქურთ მუშათა პარტიას" შორის განახლებულმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ბაშარ ალ ასადი და მისდამი ლოიალური ძალები თითქოს ჩრდილში მოაქცია. თუკი ორი წლის წინ რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის სამოქალაქო ომში მხარდაჭერას გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობა აკრიტიკებდა, დღეს ეს საკითხი, ერთი შეხედვით, თითქოს ნაკლებად აქტუალური გახდა.

ელზა წიკლაური
08.09.2015

 სემეკმა რეგიონებსა და დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, "ენერგო პროს" შემთხვევაში 60 დღეში გაზარდა ტარიფი, "თელასის" კი-სულ რაღაც 40 დღეში. ეს მაშინ, როცა წინა პერიოდში მარეგულირებელი კომისია კანონით გათვალისწინებულ 150-დღიან პერიოდს არასდროს "არღვევდა". ენერგეტიკოსები სემეკის სწრაფ გადაწყვეტილებას "შეგნებულად" გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. მათივე აზრით, ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელზეც უნდა ზრუნავდეს, მათ უფლებებს მუდმივად უგულებელყოფს.

ელზა წიკლაური
08.09.2015

 ლარის დევალვაციის, გაძვირებული პროდუქტის, ენერგოტარიფებისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა და ინფლაციის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია, მაშინ ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ერთბაშად გაიზრდება. ეკონომისტების გათვლებით, ასეთ შემთხვევაში საშუალო ფენის 10-12% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს საშუალო ფენა მოსახლოების 1/4-ს ჩამოცდება და დაახლოებით 1/6 იქნება.

ნათია ლომიძე
08.09.2015

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოსა და აჭარაში ამ მხრივ მდგომარეობა სავალალოა. მიზეზი ხანგრძლივი გვალვაა, რამაც ბაღ-ვენახების გადახმობა და გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია. გლეხებს ზაფხულის უნალექობასთან გამკლავების ერთადერთ საშუალებად სარწყავი სისტემების მოწესრიგება მიაჩნიათ, რომლის ფინანსური სახსრები რეგიონში არ არსებობს. ამიტომ ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×