მარი ჩიტაია
11.09.2015

 თურქეთის კურორტებზე მოთხოვნა არაერთგვაროვანია. ქართველი დამსვენებლების უმეტესობას თურქეთში შექმნილი მდგომარეობა არ აშინებს და დაგეგმილი დასვენების გადადებას არ ფიქრობს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც თურქეთმა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიმზიდველობა დაკარგა.

მაკა ხარაზიშვილი
11.09.2015

 მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა კი თვალდავალ ეცემა. სავალუტო სპეკულაციების შედეგი სახეზეა. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გადარჩენის ბერკეტები მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა სებ-ის პოლიტიკა ლარის კურსზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

მამუკა ნაცვალაძე
11.09.2015

 ერთ კვირაში სტარტს აიღებს 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშება რაგბიში, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს. ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო სარაგბო ფორუმში ზედიზედ მეოთხედ თამაშობენ. წინა გათამაშებებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო ამბიციურ მიზანს ისახავს ჩვენი ნაკრები - ორი მატჩის მოგება და მსოფლიო თასის მომავალ გათამაშებაში შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვედრაა პროგრამა მაქსიმუმიცა და მინიმუმიც.

მარიამ აფციაური
11.09.2015

საბურთალოზე, წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მომიჯნავე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დანგრევის, ტყე-პარკის განადგურებისა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის განკარგულება უკვე გაიცა. პეკინის ქუჩა #23-ის მცხოვრებნი ამ ფაქტს უკვე 2 თვეა, აპროტესტებენ და დღემდე აგრძელებენ. მათი თქმით, კომპანია "ელ ზუროს" ბაღის დემონტაჟის ნებართვა ივნისში უკვე ჰქონდა და მის უკან მთავრობის მაღალჩინოსნები არიან.

ეკატერინე ბასილაია
11.09.2015

 "ჩვენი პარტიის (ქართული ოცნება) მიმართ იყო კრიტიკული გადაძახილები "რესპუბლიკელების" მხრიდან, ასევე მათ მიმართაც არის კრიტიკა და ეს ყველამ იცით. "მრეწველების" მიმართაც ყოფილა პრეტენზიები", - შიდა კულუარულ უთანხმოებაზე, არჩევნებისთვის მზადებაზე და ამ პროცესში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს პარტია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე.

თიკო ოსმანოვა
10.09.2015

 "გააგრძელებს თუ არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუშაობას, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. რასაც გადაწყვეტენ, ისე იქნება. ვფიქრობ, მისი არსებობა აუცილებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

ეკატერინე ბასილაია
10.09.2015

  ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საკუთარი წინასაარჩევნო მუქარის შესრულებისათვის ემზადება - ოქტომბრისათვის მოსკოვიდან 300 ათას პირადობის დოკუმენტს - 250 ათას ე.წ. "აფხაზურ პასპორტსა" და 55 ათას "ბინადრობის ნებართვას" ელოდება და ბრძანებაც გაცემულია, რომ პირველ რიგში ე.წ. პასპორტიზაცია ძალიან დიდი დაკვირვებით აფხაზეთის აღმოსავლეთის სამ რაიონში - მათ შორის განსაკუთრებით გალში უნდა განხორციელდეს.

ელზა პაპოშვილი
10.09.2015

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა "რეზონანსთან" ინტერვიუში რუსეთში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლასა და კრემლში რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე საუბრობს. აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მისთვის მისაღებია, თუმცა თვლის, რომ ეს შეხვედრები და იქ გამართული საუბრების შინაარსი საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს.

ლიკა ამირაშვილი
10.09.2015

 რამდენიმე დღის წინ "13 ივნისს დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილმა მერიის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან სოციალურ ქსელში მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული სვანიძის ქუჩა მოუვლელია, ზოგიერთი სახლი კი არასწორადაა შეფასებული.

ელზა პაპოშვილი
10.09.2015

 ბოლო დროს არასრულწლოვნების იძულებით გათხოვების გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო წინადადებით შევიდა, რომ 16-18 წლის მოზარდების სამოქალაქო ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იყოს დასაშვები. ომბუდსმენის ინიციატივის მიხედვით, არასრულწლოვნის მშობლებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება ჩამოერთმევათ.

ლიკა ამირაშვილი
10.09.2015

 რამდენიმე დღის წინ ხულოს საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავდა. აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები ხულოს ხელისუფლებისაგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვენ.

თაკო მათეშვილი
10.09.2015

 შესაძლოა, მალე მასშტაბური ქუჩის აქციები ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და "გაერთიანებული დემოკრატების" მოთხოვნას საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე და რეფორმას კვლავ 2020 წლისათვის გადადებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×