თეა ბეჟიტაშვილი
23.09.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება და ხელისუფლებას მსგავსი ფაქტების ღიად დაგმობისკენ მოუწოდებს.

ლიკა ამირაშვილი
23.09.2015

 ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადავიდეს. აღნიშნულ ცვლილებაზე მსჯელობა გამოცდების ცენტრში უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლოს გადაწყდება - ეს მოხდება თუ არა, და როდის. ამ ეტაპისთვის ცვლილება მხოლოდ ტესტებს შეეხება, პასუხების ფურცელი კი იგივე იქნება. ანუ, საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ შეკითხვები იქნება ელექტრონულ ფორმატში, პასუხებს კი აბიტურიენტები ძველებურად, ფურცლებში ჩაწერენ.

ეკატერინე ბასილაია
23.09.2015

 ბოლო დღეებში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების სახლებთან მიმდინარე პიკეტირება თუ სხვადასხვა ნივთის სროლა აზრის გამოხატვის თავისუფლებაა თუ წნეხი მოსამართლეებზე - ეს კითხვა ბოლო ორი დღეა, მმართველ ძალასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის განხილვის საგანი გახდა. ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აქცია შეაფასა, როგორც აზრისა და პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პასუხი მოჰყვა და მან ხელისუფლების ეს დამოკიდებულება და ამგვარი განცხადება "ძალადობის წახალისებად" შეაფასა.

მარი მგალობლიშვილი
23.09.2015

 პარასკევს, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე", საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის კარიერაში უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს - არგენტინელ "პუმებთან" დაპირისპირება გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა მილტონ ჰეიგის გუნდი შეინარჩუნოს მსოფლიო საუკეთესო რვა გუნდში შესვლის შანსი.

იაგო ნაცვლიშვილი
23.09.2015

 ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან. არხის ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") სკანდალურ განცხადებას აკეთებს და კომპანიის სხვა მეწილეებსა და დირექტორს კომპანიის შეგნებულ გაკოტრებაში ადანაშაულებს, რათა შემდეგ არხი უცხოელ ინვესტორებს მიჰყიდონ.

მაკა ხარაზიშვილი
23.09.2015

 გუშინ, სავალუტო ბაზარზე მორიგი უცნაურობა გათამაშდა. კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული 40-მილიონიანი ინტერვენციის ათვისებაზე უარი განაცხადეს. ლარის კურსმა კი დიდი სისწრაფით დაიწყო გამყარება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ სავალუტო შემოდინება შემცირებულია, დოლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა.

მარი ჩიტაია
23.09.2015

 რეგიონებში სიმინდის მოსავალი განახევრდა, რაც ფასზე მეყსეულად აისახა. სამომხმარებლო ბაზრებსა და წისქვილებში 1 ფუთი სიმინდის ღირებულებამ 23 ლარს მიაღწია. ხალხს პრობლემა აქვს პროდუქტის მარაგთან დაკავშირებითაც და თითქმის განუწვეტლივ უწევს სიმინდის ყიდვა.

ელზა წიკლაური
23.09.2015

 საქართველოში, მიუხედავად ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდისა და არაერთი სოციალური პროგრამისა, სიღარიბის დაძლევა ვერაფრით ხერხდება. 2007 წელთან შედარებით, 2014 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 54,7%-ით გაიზარდა. სტატისტიკოსების თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობის გაღარიბება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წლევანდელმა ეკონომიკურმა მოვლენებმა - ლარის გაუფასურებამ, გაძვირებულმა პროდუქციამ და გაზრდილმა კომუნალურმა ტარიფებმა, შესაძლოა, სიტუაცია ისევ საწინააღმდეგოდ შეატრიალოს.

მარი მგალობლიშვილი
22.09.2015

 ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები პირად დაპირისპირებაში გადადის. წინა კვირას საქართველოს უმაღლეს და პირველი ლიგების 24 კლუბს სფფ-ის წევრობაზე უარი უთხრეს, რასაც "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას პრესკონფერენცია მოჰყვა.

ელზა პაპოშვილი
22.09.2015

არასამთავრობოებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა მომძლავრდა. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით მედია, სივრცეში, საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეიმჩნევა.

თეა ბეჟიტაშვილი
22.09.2015

 რუსული კვლევითი ორგანიზაცია "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

იაგო ნაცვლიშვილი
22.09.2015

 დღეიდან 12 ოპოზიციური პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აპირებენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 ხელმოწერა შეაგროვონ და შემდეგ უკვე საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით პარლამენტში საკონსტიტუციო წინადადება შეიტანონ. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×