თეა ბეჟიტაშვილი
26.09.2015

 "პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები აშკარად დატყმის ქვეშ არიან და პრორუსული პარტიები ხელისუფლების ჩუმი თუ ხმამაღალი სიმპათიით სარგებლობენ. ამან შეიძლება რაღაცა ტიპის ნაბიჯები გადაგვადგმევინოს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია.

გვანცა ღვედაშვილი
26.09.2015

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ეროვნული პლატფორმის შესაძლებლობების გაძლიერების რეგიონული ღონისძიება" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროდელეგაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წარმომადგენლები.

ლიკა ამირაშვილი
26.09.2015

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების გასაზომად 9 ქალაქში 60-მდე სპეციალური ინდიკატორები განათავსა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა. ორი კვირის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, კონტეინერში განთავსდება და შესაბამისი პირობების დაცვით დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად გაიგზავნება.

ნათია ლომიძე
26.09.2015

 ზაფხულის პერიოდში თბილისის ქუჩებში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იჭიმება, რაც საცობების პრობლემას ზრდის და დისკომფორტს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს. აღდგენითი სამუშაოებისგან გამოწვეულ პრობლემას ვერ ხედავენ მერიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ყველაფერი სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოსახლეობის მხრიდან პანიკა უსაფუძვლოა.

მაკა ხარაზიშვილი
26.09.2015

დოლარში გაცემული სესხების მოცულობა მკვეთრად იზრდება. ლარის გაუფასურების ფონზე ბანკები კრედიტებს დოლარში ისევ უხხვად არიგებენ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკი კი არ ასრულებს სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წილის ზრდას ითვალისწინებს.

მარი ჩიტაია
26.09.2015

 რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2.3854 ლარი ღირს. სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული უკვე იპოვა, ნაწილი კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობს. ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავრობაც.

მარი ჩიტაია
26.09.2015

 ზამთრამდე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტულით ჩანაცვლების საჭიროება დადგება. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გლეხები მოსავლის სიმცირეზე საუბრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ არსებული მარაგი 2-3 თვესაც არ ეყოფათ.

თეა ბეჟიტაშვილი
26.09.2015

 როგორც კვლევები ამტკიცებს, დღის განმავლობაში ფეხით სულ მცირე გასეირნებაც კი უკეთესია, ვიდრე სრული პასიურობა. ფეხით სიარული ჯანმრთელობის საწინდარია. ჰიპოკრატე ფეხით სიარულს ადამიანისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა.

მარი მგალობლიშვილი
26.09.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და სიტუაციაც უფრო მეტად იძაბება. ჯერ იყო და 24 კლუბს უფლება არ მისცეს სფფ-ს წევრობაზე, აღმასკომმა ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა, ახლა კი სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე თანამდებობიდან მოხსნეს. როგორც ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი გათავისუფლება აღმასკომის ჩარევით მოხდა.

იაგო ნაცვლიშვილი
25.09.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობას" არც კონკურენტად მიიჩნევს და არც წინააღმდეგობის ობიექტად, თუმცა მასთან კოალიციის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს.

ელზა პაპოშვილი
25.09.2015

 თელავში ყოფილი პოლიციელი ბექა აბულაძე მოკლეს. 36 წლის მამაკაცს ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 16 ტყვია მოხვდა რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა. ხოლო მკვლელმა მიმალვა მოასწრო.

ეკატერინე ბასილაია
25.09.2015

 მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, სეპარატისტული აფხაზური კანონით უცხოელებზე უძრავი ქონების დაკანონება აკრძალულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში გადადის. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსლან ცალიკოვი აცხადებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×