გვანცა ღვედაშვილი 30.09.2015
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი ნაწილობრივ დაუჭირა დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პროექტს, რომელიც პარლამენტში 28 მაისს დარეგისტრირდა და მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ეხება.
|
სალომე სარიშვილი 30.09.2015
გუშინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიხსნა კავკასიის ქვეყნების მედიაკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები - ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ექსპერტები და ოფიციალური პირები იღებენ.
|
ელზა წიკლაური 30.09.2015
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა, ნაცვლად კორექტირებული 2%-ისა, უფრო მეტითაც გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3%-საც კი გადააჭარბებს. 3%-იან ნიშნულზე საუბრობს ეკონომიკის ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც. მთავრობის ოპტიმიზმს იზიარებენ ეკონომისტებიც, თუმცა თვლიან, რომ 3%-იანი ზრდა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან დაბალია.
|
მარი ჩიტაია 30.09.2015
გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იწყება, რომელსაც, სავარაუდოდ, სანქციები და დაჯარიმებაც მოჰყვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "გაზიანმა ავტომობილებმა" ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ. ახალმა რეგულაციამ მძღოლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
|
თიკო ოსმანოვა 30.09.2015
"რეცეპტული სისტემის ამოქმედების შემდეგ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ არ შეწყდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნარკოლოგი გელა ლეჟავა და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებს.
|
მარიამ აფციაური 30.09.2015
უნივერსიტეტში სტუდენტებს სასწავლო პროგრამის შედგენისას პრობლემა ექმნებათ. ისინი ხშირად სასურველი საგნისა და ლექტორის გარეშე რჩებიან, რადგან მისი არჩევა დასწრებაზეა. ვინც სისხარტეს გამოიჩენს, ის შეძლებს სრულყოფილად პროგრამის გავლას. სტუდენტები ამ მეთოდს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს სწავლის ხარისხზე უარყოფითად აისახება. სპეციალისტების ნაწილიც მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს უპირატესობის მინიჭება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კარგი სწავლით გამოირჩევიან.
|
ლიკა ამირაშვილი 30.09.2015
ტურიზმი, აგრარული, ხელოვნება და ინჟინერია - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პროფესიულ პროგრამაზე სწავლის მსურველები ანიჭებენ უპირატესობას.
|
ეკატერინე ბასილაია 30.09.2015
მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი დღეს აფეთქების ზღვარზეა და შესაძლოა ძალიან ცხელ დაპირისპირებაში გადავიდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია, დაღუპული და დაშავებულები არიან მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
|
თეა ბეჟიტაშვილი 30.09.2015
"ნახევარი ძალით ფარიკაობა," - ასე შეაფასეს თბილისში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის - შეხვედრა.
|
მარი მგალობლიშვილი 30.09.2015
საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა სამი კანდიდატიდან მხოლოდ ორმა მიიღო მონაწილეობა - ლევან კობიაშვილმა და მამუკა კვარაცხელიამ. რევაზ არველაძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განცხადა. თუ რა მიზეზით თქვა დებატებში მონაწილეობაზე უარი, ამ საკითხთან დაკავშირებით არველაძე კომენტარს არ აკეთებს.
|
ელზა წიკლაური 29.09.2015
საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
|
ელზა წიკლაური 29.09.2015
ავტომობილებზე "ევრო 4"-ის სტანდარტის დაწესება, მარჯვენასაჭიანების იმპორტის შეზღუდვა, მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ან მათ პარკინგზე სპეციალური გადასახადის დაწესება და ტექნიკური დათვალიერება - ეს ის საკითხებია, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, დედაქალაქს სატრანსპორტო ჩიხიდან გამოიყვანს. პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სხვა შემთხვევაში, თბილისი ავტოკოლაფსისგან თავის დაზღვევას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|