თაკო მათეშვილი
02.10.2015

 სიტუაცია, როცა მსოფლიოში თამაშის წესებს ისევ რუსეთი ადგენს - ასე აფასებენ ექსპერტები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და დასძენენ, რომ სირიის დაბომბვის შედეგად მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის უნარი აქვს. აშშ-ს კი, მათი თქმით, პოზიციების დათმობა მოუწია.

მაკა ხარაზიშვილი
02.10.2015

 ეროვნული ბანკის მონაცემებით, მე-2 კვარტალში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ლარმა არათუ გამყარება დაიწყო, არამედ მესამე კვარტლის მიწურულს მისი მკვეთრი გაუფასურება მოხდა. ეკონომისტების განმარტებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები აგვისტოში ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა.

მაკა ხარაზიშვილი
02.10.2015

 ბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 53-58 თეთრიანი სხვაობით იყიდება (თვითღირებულება და საცალო ფასი). საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება მეტ-ნაკლებად არაბრენდირებულ სადგურებს ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორები კონკურენციის დაცვის პრინციპების დარღვევის გამო დააჯარიმა, ამ ბაზარზე ფასების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.

ნათია ლომიძე
02.10.2015

 "გაზიანი ავტომობილების" ტექნიკური შემოწმების გამო, ტაქსის მძღოლები ძალიან ღელავენ. მათთვის ახალი რეგულაციის შემოღება მოულოდნელი იყო. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ტექდათვალიერების ხელმისაწვდომი ტარიფები, მძღოლები აქციების მოწყობასაც არ მოერიდებიან.

ელზა წიკლაური
02.10.2015

 იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 2,8%-ით გაიზარდა, რაც სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მშპ-ის ზრდით ვუსწრებთ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, რუსეთს, ბელორუსს და ყაზახეთს. შედეგად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონის 9 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-4 ადგილზე იმყოფება.

სალომე სარიშვილი
02.10.2015

 13 ოქტომბრიდან თბილისში მეორე გლობალური დიასპორული კვირეული გაიხსნება, რომელიც 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი.

მამუკა ნაცვალაძე
02.10.2015

 დღეს, 2 ოქტომბერს, კარდიფში "მილენიუმ სთედიუმზე", თბილისის დროით 23:00 საათზე, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვერაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

თეა ბეჟიტაშვილი
01.10.2015

"შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა, იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე შიდსის 5250 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სულ 1044, მიმდინარე წელს კი 64 პაციენტი გარდაიცვალა, სამწუხაროდ შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმი, მაია ცინცაძე.

თიკო ოსმანოვა
01.10.2015

 რუსეთის სამხედრო კამპანია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში აქტიურ ფაზაში შედის - ავიადარტყმები სირიაში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები აფხაზეთში და დიდი ომის საფრთხე მთიან ყარაბაღში.

იაგო ნაცვლიშვილი
01.10.2015

 "საქართველოს შეერთება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან პირდაპირი განაცხადია იმის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე მზად არის ნატოს წევრობისთვის. ანუ მომავალში როდესაც დადგება პოლიტიკური საკითხი, მაშინ საქართველო უკვე მზად იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

ლიკა ამირაშვილი
01.10.2015

 ობამა-პუტინის უშედეგო შეხვედრის შემდეგ აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაიწყო. როგორც უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, სარადარო სისტემებს, რომელიც ნაღმმტყორცნების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, კიევი შემოდგომაზე მიიღებს.

თეა ბეჟიტაშვილი
01.10.2015

"1985 წლის შემდეგ მსგავსი ღონისძიება არ განხორციელებულა, ჩვენი სააგენტო თბილისში არსებულ უპატრონო-უსახლკარო ძაღლების რაოდენობას დაადგენს, მარტივად რომ ვთქვათ, ვითვლით ქუჩის ძაღლებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლერი ქვარაია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×