თაკო მათეშვილი
01.10.2015

 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს საგარეო უწყებების პასიურობა - სწორედ ესაა "დამნაშავე" პოლიტოლოგების აზრით, იმაში, რომ საქართველოს საკითხმა საერთაშორისო დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაინაცვლა. ისინი ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური რადარებიდან გაქრა და ამბობენ, რომ ამის მიზეზი მრავალმხრივია.

ელზა პაპოშვილი
01.10.2015

 უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ევროსაბჭოში და არამარტო იქ თავის ნაცნობობას საქართველოს მთავრობის იმიჯის გაფუჭებისთვის იყენებს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რეალობისგან განსხვავებული წარმოდგენა შექმნას.

აკაკი გვიმრაძე
01.10.2015

 აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა ევროპის საბჭოს ორგანიზებით.

სალომე სარიშვილი
01.10.2015

 საქართველოს მთავრობასა და გლობალურ ფონდს შორის, რომელიც შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობს, ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ეტაპობრივად სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.

მარი ჩიტაია
01.10.2015

 "ქართული ოცნების" მმართველობის სამი წელი ქვეყანისა და მოსახლეობის უმეტესობისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ხელისუფლების დაპირების დიდი ნაწილი ვერ შესრულდა. ლარის დევალვაციამ მთავრობის გეგმას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც მან თავი ვერ აარიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი მიმართულებით (სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება) ქვეყანას საკმაო წინსვლა აქვს.

მარიამ აფციაური
01.10.2015

 ტურისტული კომპანიების ნაწილს ღვინის ტურზე მოთხოვნა შეუმცირდა. მიზეზად საგარეო ფაქტორებს, საქართველოსთვის ორ ძირითად ქვეყანაში რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკურ-პოლიტიკურ კრიზისს, ასევე ქვეყნის შიგნით და გარეთ ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ. ზოგიერთი კომპანია, პირიქით, ტენდენციის ზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღვინის ტურების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მატულობს.

მაკა ხარაზიშვილი
01.10.2015

საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენზე რუსეთის ინტერესი ისევ აქტუალური ხდება. ირანი სანქციების მოხსნას ელოდება და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს. ანტიირანული სანქციების გაუქმების შემდეგ რუსეთი შეეცდება ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის სომხეთ-საქართველოს გაზის ქსელი რევერსით, ანუ გაზის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით (სამხრეთიდან ჩრდილოეთით გასატარებლად) გამოიყენოს.

მაკა ხარაზიშვილი
01.10.2015

რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი სამომავალოდ მაინც სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებენ და ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანენ. ამჯერად ორ მთავარ ფაქტზე მახვილდება ყურადღება - ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 1%-ით გამკაცრება და 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. "რეზონანსი" ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ლევან ქისტაურს ესაუბრა.

აკაკი გვიმრაძე
01.10.2015

 პეკინი-თბილისი

პეკინში გამართული მედიათანამშრომლობის ფორუმის "ერთი სარტყელი - ერთი გზა" მთავარი თემა იყო ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივები და მედიის როლი ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში.

მარი მგალობლიშვილი
01.10.2015

 საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა გიორგი ლორიამ გასული სეზონი "ოფი"-ში გაატარა, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა. ქართველმა მეკარემ კარიერის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა და "კრილია სოვეტოვთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თაკო მათეშვილი
30.09.2015

 ქართული ასეული ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთო. ორი წლის წინ დაანონსებული სიახლე ძალაში შევიდა და შედეგად, საქართველო ალიანსის მეოთხე არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ერთი ქვედანაყოფი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ეყოლება. იგი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა იმ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ნატოს სარდლობა დაგეგმავს.

ელზა პაპოშვილი
30.09.2015

 სამხედროანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში სამხედრო შეიარაღება ფარულად გადააქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×