თიკო ოსმანოვა 05.10.2015
ევროსაბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული რეზოლუციის ფონზე, პოლიტოლოგები საგარეო ფლანგზე ხელისუფლების სერიოზულ მარცხზე საუბრობენ და "ოცნებას" ამ კუთხით გააქტიერობისაკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ქვეყანა სავალალო შედეგს მიიღებს.
|
სალომე სარიშვილი 05.10.2015
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ გამოწერილ სახელფასო დანამატსა და პრემიებთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა. მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (შვაშ) მიწოდებული არაზუსტი ხარჯთაღრიცხვით იყო განპირობებული, რის გამოც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოხდა.
|
თიკო ოსმანოვა 05.10.2015
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა, თუმცა ისე არა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება ვერ მოახერხოს. მისივე თქმით, "ოცნების" ხარჯზე "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არ იზრდება და "გაბრაზებული ამომრჩეველი" ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძისა და თარხან მოურავის პარტიებისკენ იხრება.
|
მარი მგალობლიშვილი 05.10.2015
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ის ქართულ ფეხბურთს 4 წელი უხელმძღვანელებს. ხმის მიმცემი 33 დელეგატიდან 18-მა მხარი მას დაუჭირა, 15-მა რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა ვერ მოაგროვა.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2015
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აცახდებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება "რუსთავი 2"-თან მიმართებაში სწორედ იმ მეთოდებს იყენებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება მიმართავდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.10.2015
 სახალხო დამცველმა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში, ასევე ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელ 5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 05.10.2015
ავტოავარიის შედაგად დაზარალებულ პაციენტს თელავის საავადმყოფოდან უშვებენ. პაციენტი რუსეთის მოქალაქე სერგო კალამაშვილია, რომელიც ავარიაში 5 აგვისტოს მოყვა და რუსული მედიის ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საუბარი. მისი საავადმყოფოდან გაშვების მიზეზი დაზღვევის არქონა და თანხის გადაუხდელობაა. საქმეში ჩართულია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, რომ სერგო კალამაშვილი სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანონ.
|
ლიკა ამირაშვილი 05.10.2015
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც 15 სექტემბრამდე 6 წლის არ ხდებიან და შესაბამისად სკოლაში ვერ შედიან, განათლების სამინისტრომ სასკოლო მზაობის პროგრამა შეიმუშავა. სასკოლოდ მოსამზადებელი ჯგუფები, გარდა ბაგა-ბაღებში, ასევე სკოლებშიც განთავსდება, ამისთვის კი თბლისის 50 სკოლა შეირჩა.
|
ვახტანგ შამუგია 05.10.2015
2 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდაცვლილი ბესლან მალანძია იყო, რომელიც გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. "პოლკოვნიკს" გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
|
ელზა პაპოშვილი 03.10.2015
"რესპუბლიკური" პარტიისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასა და საკუთარ მოქალაქეებს ვერ არწმუნებს იმაში, რომ ის "რუსთავი 2"-თან მიმდინარე პროცესებში არ ერევა. "რეზონანსთან" ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციური ტელეარხის გაუთავებელი კრიტიკის გამო საზოგადოების თვალში ნაკლებად დასაჯერებელი ხდება, რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად მოქმედებს.
|
ლიკა ამირაშვილი 03.10.2015
ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი გუშინდელი აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლისას სხვადასხვა შეძახილებით აცილებდნენ. პარალელურად შეხლა-შემოხლა იყო პარლამენტის შენობაშიც - საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები სხდომათა დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
|
ვახტანგ შამუგია 03.10.2015
უკვე მეოთხე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ისინი "ისლამური სახელმწიფოსა" და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციებს ბომბავენ. მოსკოვის ეს ქმედებები დასავლური ქვეყნების ლიდერების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც, მათი ცნობით, რუსული ავმარიშების შედეგად "ისლამისტური სახელმწიფოზე" მეტად ჯერჯერობით მეამბოხეთა სხვა დაჯგუფებების ზარალდებიან, რომელთაც დასავლეთი უჭერს მხარს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|