ლიკა ამირაშვილი
12.10.2015

 სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებში შესაძლებელია კადრების შემცირება დაიწყოს. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სამსახურებში კადრების ოპტიმიზაცია კარგი გამოსავალია, რადგან ბევრგან შტატები გაბერილია.

ელზა პაპოშვილი
12.10.2015

 ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მოქმედება შესაძლოა, უახლოეს დღეებში დროებით შეჩერდეს. ამის მიზეზია "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ერთობლივად ინიცირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ამ კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

სალომე სარიშვილი
12.10.2015

 საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს მისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ მოსაზრებების გაჩენა უცნაურად მიაჩნია და ამბობს, რომ საამისოდ საზოგადოებას საფუძველი არ ჰქონია. როგორც მან "მთელ კვირას" განუცხადა, წლებია უკვე ანალიტიკური საქმიანობითაა დაკავებული და მისი მკაფიო პროდასავლური მისწრაფებები "ევრაზიული კავშირის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზეც გამოჩნდა, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში რამდენიმე ღონისძიების სახით ჩატარდა.

ვახტანგ შამუგია
12.10.2015

 უკვე თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოში სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში მან ასობით დასახელების სამხედრო, სასოფლო-სამეურნეო თუ სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია შექმნა, რომელთა ნაწილიც უკვე წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგებში როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც.

ნინო ქეთელაური
12.10.2015

 როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ განაცხადა, სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საერთო ხედვა და სტრატეგია არ არსებობს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომ ერთობლივი სტრატეგია შემუშავდეს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პროლემები აღმოიფხვრას.

გვანცა ღვედაშვილი
12.10.2015

 დიღმის მასივის მოსახლეობის ნაწილმა და "დემოკრატიის ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია "ჰაუსარტის" მიერ ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპროტესტებდნენ.

სალომე სარიშვილი
12.10.2015

 10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს, საქართველოში საფუძველი ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა. ჰოსპისი იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ. დაწესებულების მშენებლობა სოფელ დიღომში უკვე დაიწყო და ამ პროცესში მონაწილეობა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ მიიღეს.

მარი მგალობლიშვილი
12.10.2015

 "ლივერპული" ოფიციალურად ჩაიბარა იურგენ კლოპმა. გერმანელი სპეციალისტი ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. თუმცა, გასულ სეზონსი კლოპმა დორტმუნდი დატოვა და ისვენებდა. ახლა გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისში გადაინაცვლა.

სალომე სარიშვილი
10.10.2015

 დღეიდან საქართველო-რუსეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი - მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურამდე - სრულად გაწმენდილი და შეკეთებულია. რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა ეს სამუშაო დაგეგმილზე 2 თვით ადრე დაასრულეს და უახლოეს დღეებში დატოვებენ აფხაზეთს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ოფიციალურ მოსკოვთან ყოველგვარ მოლაპარაკებას, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ დაახარჯეს რუსებმა ფული და ადამიანური რესურსი ამ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას.

თიკო ოსმანოვა
10.10.2015

 ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსულ "გაზპრომთან" ექსპრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი პოლიტიკური რისკის შემცველად მიიჩნევს, თუმცა, წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟი, მისი აზრით, უსაფუძვლოა. ზოგადად ამ მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ურჩევს, რომ დივერსიფიცირების საშუალებები დაიტოვონ.

ეკატერინე ბასილაია
10.10.2015

 "რატომ არ უნდა დაეჭირათ?! მორატორიუმი იყო გამოცხადებული - ეს არგუმენტი არ არის, ე.ი. საქართველოში კანონი უნდა მოერგოს იმას, როგორი განცხადება გაკეთდება დასავლეთში. დაკავება ისე უნდა მოხდეს, ვაიმე, არ შეგვეშინდეს, ამას როგორი პოლიტიკური სარჩული მიეცემა?!

გვანცა ღვედაშვილი
10.10.2015

 უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული კატეგორიის წამლების შეძენა მხოლოდ რეცეპტით შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სიახლის შემოღებამ გაამართლა, რადგანაც მნიშვნელოვნად შემცირდა "სააფთიაქო ნარკომანია", გაიზარდა მოქალაქეების ექიმთან ვიზიტების რაოდენობა და შემცირდა იმ თანხის ოდენობა, რასაც საქართველოს მოქალაქეები წამლებში იხდიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×