ელზა პაპოშვილი
16.10.2015

 "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას ვარაუდობენ. "თუ პრეზიდენტი პოლიტიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება და აქტიურ თამაშს წამოიწყებს, ვფიქრობ ეს მხოლოდ იმისთვის იქნება საჭირო, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, ეს სახელმწიფო ინსტიტუტი უფრო გააძლიეროს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

თიკო ოსმანოვა
16.10.2015

 ანკარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც. კავკასიის კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილის თქმით, "ისლამური სახელმწიფოსთვის" ნომერ პირველი ამოცანა საქართველო არ არის, თუმცა მათი ინტერესი კავკასიის მიმართ აშკარაა.

ლიკა ამირაშვილი
16.10.2015

 ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობა 1992 წლიდან დღემდე უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ევროკავშირი ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ევროს დებს, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმების განხორციელებისთვის იხარჯება. აღნიშნული თანხები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება, რომელსაც სახელმწიფო თავად ადგენს.

მარი ჩიტაია
16.10.2015

ჯართის ფასი კატასტროფულად დაეცა. ბოლო 2 კვირაა, ჩამბარებელ პუნქტებში 1 ტონა ჯართს 150-200 ლარად იბარებენ. ცოტა ადრე კი მისი ღირებულება 300 ლარს შეადგენდა. მეჯართეების ინფორმაციით, საქართველოში ეს დარგი თანდათან კვდება, რადგან ფინანსურად უკვე წამგებიანი ხდება.

მაკა ხარაზიშვილი
16.10.2015

 შიდა ქართლში ვაშლის კრეფის სეზონი უვაშლოდ დაიწყო. გაზაფხულზე გორის სოფლებში ბაღების ნაწილი სეტყვამ გაანადგურა, შიდა ქართლის სხვა რაიონებში კი მოსავალი, ფაქტობრივად, არ მოვიდა. გლეხები მცენარეთა მოვლის უხარისხო საშუალებების გამოც ჩივიან და ითხოვენ, რომ მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.

ელზა წიკლაური
16.10.2015

საქართველოში შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი 8,5 პუნქტს შეადგენს, რაც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით დაბალია, რუსეთსა და თურქეთთთან კი - მაღალი. რუსეთში ეს ინდექსი 6,6 პუნქტს შეადგენს, აზერბაიჯანში - 10-ს, სომხეთში - 11,2-ს, თურქეთში კი - 5,1-ს. ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც კვების საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შიმშილის ინდექსის კლების ინტენსივობა საკმაოდ დაბალია.

მაკა ხარაზიშვილი
16.10.2015

 რიკოთის უღელტეხილზე 56-კილომეტრიანი მაგისტრალი, შესაძლოა, ჩინელმა ინვესტორებმა ააშენონ. აბრეშუმის გზის ფორუმზე ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ახალი მაგისტრალი ფასიანი იქნება და იგი ჩინელებს, სავარაუდოდ, 50-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა.

მარიამ აფციაური
16.10.2015

 მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ "ოქროს ბუცი" კიდევ ერთხელ მოიგო. 2014-2015 წლების ოქროს ბუცის მფლობელმა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" სურს.

ლიკა ამირაშვილი
16.10.2015

 გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა პოპულაციის აღდგენის მიზნით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ სპეციალური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი უნიკალური სახეობის, ჯეირნის შემოყვანა და გამრავლება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ია აბულაშვილი
15.10.2015

"როგორ შეგიქმნათ რამდენიმე წამში წარმოდგენა იმ სამონასტრო ძეგლებზე, რომლებიც ქმნიან კომპლექსს და შეიცავენ ხელოვნების ღირშესანიშნაობებს! ამ ძველ კედლებს შორის, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამდენი ეპიზოდის, აყვავების, ზეიმის მომსწრებნი არიან" - ამ სიტყვებით წარსდგა ორი საუკუნი წინ ცნობილი ფრანგი მეცნიერი ბარონ დე ბაი პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე.

თიკო ოსმანოვა
15.10.2015

 ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ორ ეპიზოდში ითხოვს, სადაც ერთ-ერთში ქართველი შეიარაღებული ძალების შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. პროკურორის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში. რუსეთი ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, რასაც 113 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 18500 კი იძულებით გააძევეს საკუთარი სახლებიდან.

ელზა პაპოშვილი
15.10.2015

 "ეს ჭორი და დეზინფორმაცია მოდის საქართველოს ხელისუფლებისა და "ქართული ოცნებისგან". თანაც, ძალიან აშკარად და დაუფარავად. მათ უნდათ, რომ დღეს საქართველოში ორი ფერი იყოს - შავი და თეთრი. შავი იქნება "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო თეთრი, მათი აზრით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს. ჩვენი პარტია, როგორც სხვა ფერი, არ უნდათ, რომ არსებობდეს, რადგანაც ხალხს ახალი იმედი ჩაესახა," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ალასანიას პარტია იშლება, რადგან მისი ლიდერი და წევრების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" აპირებენ პირის შეკვრას და მათთან ერთად აქციებში მონაწილეობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×