გვანცა ღვედაშვილი 17.10.2015
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა 200 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, რაც პარლამენტს ავალდებულებს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება განიხილოს.
|
თაკო მათეშვილი 17.10.2015
წყლის წვეთი, რომლის გამოკვლევითაც მთელი წყალსაცავის მდგომარეობა ჩანს - სწორედ ამას ადარებენ პოლიტოლოგები საგარეჯოს და იქ გასამართ მაჟორიტარულ არჩევნებს და ამბობენ, რომ იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგს გვაჩვენებს.
|
ელზა პაპოშვილი 17.10.2015
ქიბარ ხალვაშის და და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშს თავის დროზე "რუსთავი-2"-ის ყიდვა მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა.
|
ლიკა ამირაშვილი 17.10.2015
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.
|
გიორგი ჯანელიძე 17.10.2015
სპეციალურად "რეზონანსისთვის" ათენიდან
კვირას, 4 ოქტომბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასიის" შენობაში. საზეიმო ღონისძიებაში ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, ბატონი იოსებ ნანობაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, ბერძნული და საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
მარი ჩიტაია 17.10.2015
თბილისის 169-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი პროკურატურას ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს. ფიქრია ჩახნაშვილი აცხადებს, რომ მან არ გაითვალისწინა სააგენტოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ, რასაც მისი თანამდებობიდან მოხსნა მოჰყვა.
|
მარი ჩიტაია 17.10.2015

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.
|
ელზა წიკლაური 17.10.2015
ფოთის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, მთავრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ანაკლიაშიც აპირებს. უკვე ცნობილია, რომ თიზ-ს 600 ჰექტარი მიწა ანაკლიის პორტის მიმდებარედ გამოეყოფა. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მთავრობისგან განსხვავებით კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ ეკონომისტები და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა ძველმა არ გაამართლა, ახლის შექმნა ნაადრევია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
|
მარი მგალობლიშვილი 17.10.2015
პეტერ ჩეხი ზაფხულში "ჩელსიდან" "არსენალში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, 33 წლის გოლკიპერმა სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
|
თამარ ლომიძე (ბიზნესპრესი) 16.10.2015
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ხარჯზე ექსპერიმენტებს აგრძელებს: ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს - უალკოჰოლო სასმელები ელექტრონული მარკირების წესს დაექვემდებარება. საფასურს ბიუჯეტი გადაიხდის.
|
თაკო მათეშვილი 16.10.2015
 არაა გამორიცხული, უახლოეს წლებში დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდეს და არაერთი ქვეყანა ვალდებული გახდეს, თუკი ეს პირები მათ ტერიტორიაზე შევლენ, ისინი სასამართლოს გადასცენ. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჰააგის სასამართლო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას აპირებს, მათ, როგორც ქვეყნების უმაღლეს მთავარსარდლებს, დამნაშავეებად მიიჩნევს.
|
სალომე სარიშვილი 16.10.2015
"დღეს ხელისუფლებისთვის ორი ძალა იბრძვის, ესაა: "ქართული ოცნება" და "თავისუფალი დემოკრატები", ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც წარსულია ამ ქვეყანაში, რომელსაც უბრალოდ ვერ ექნება საშუალება, საზოგადოების ადეკვატური მხარდაჭერა მოიპოვოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი.
|