მარი მგალობლიშვილი
26.10.2015

 საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო"ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშა. კვირკველიას "რუბინმა" "ენფილდზე" შეხვედრა ფრედ - 1:1 დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თაკო მათეშვილი
24.10.2015

 განცხადებებსა და იმის მოლოდინს, რომ სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოიტანს, იურისტები აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სირთულის საქმეები ასე მოკლე დროში არ სრულდება. მათი თქმით, განაჩენი მინიმუმ 2015 წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს, მაქსიმუმ კი 2016 წლის თებერვალში.

ელზა პაპოშვილი
24.10.2015

 თავისუფალი დემოკრატები" საზოგადოებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმართ მიმდინარე მოვლენებზე სიმშვიდის შემარჩუნებას და მასობრივი გამოსვლებისგან თავის შეკავებას სთხოვენ. ისინი ტელეკომპანიის დასაცავად მასობრივი გამოსვლების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებს ემიჯნებიან და მოქალაქეებსაც იგივეს მოუწოდებენ.

ეკატერინე ბასილაია
24.10.2015

 "ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური გაყრა საბოლოოდ გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი უკვე ორ დღეა, უმრავლესობას და გუშინ უკვე პრემიერსა და პარლამეტის თავმჯდომარესაც მოუწოდებს მასთან შეხვედრისაკენ, უმრავლესობა, ჯერჯერობით მაინც, კატეგორიული წინააღმდეგია. მიზეზად კი სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ - იმას, რომ მარგველაშვილი უკვე დიდი ხანია მათი გუნდის წევრი არ არის, რომ მან ყველას იმედი გაუცრუა, რომ ისედაც ბევრი არაფერი ეკითხება მას და თან ქვეყანაშიც "არაფერი ხდება ისეთი".

თიკო ოსმანოვა
24.10.2015

 რუსეთი 2006-2007 წლებში ქვეყნიდან ქართველების მასობრივად გაძევებისთვის 70 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლის გიორგი მატიუშკინის განცხადებით, აღნიშნული თანხის ოდენობის კომპენსაცია "ქართული მხარის სურვილია". თანაც, მისი მტკიცებით, რუსეთმა ამ დრომდე ვერ მიიღო მასალები 2006-2007 წლებში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ.

ლიკა ამირაშვილი
24.10.2015

 თითქმის ორწელიწადნახევრის განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეში ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. საქმე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლას ეხება. გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იურისტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს.

ვახტანგ შამუგია
24.10.2015

"სირიის ტერიტორიაზე მყოფი რუსული კონტინგენტი იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, ავიაიერიშები ხორციელდება მხოლოდ მათ პოზიციებზე. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს გამორიცხულია, თუმცა სირიის არმიას, რომელიც დიდი დანაკარგების ფასად ებრძვის ტერორისტებს, ჩვენ თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო მასალებით აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას.

მაკა ხარაზიშვილი
24.10.2015

 რუსული გაზის შემოსვლასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. ეს საკითხი ისეთივე აქტუალური გახდა აზერბაიჯანში, როგორც საქართველოში. "სოკარ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს გაზის მოთხოვნილებას თითქმის აკმაყოფილებს. ენერგეტიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ზამთარში, თბოსადგურების სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, გაზის მოხმარება გაიზრდება, ამიტომ ქვეყანამ ალტერნატიულ წყაროებზეც უნდა იმუშაოს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მთავრობის მიერ უსაფრთხოების საკითხის განხილვას ისევ დაჟინებით ითხოვს.

ნათია ლომიძე
24.10.2015

 ბოლო რამდენიმე წელია თბილისელები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და სპორტული დარბაზები დიდი სისწრაფით ივსება. რთული სათქმელია ვარჯიშით დაინტერესებული ადამიანები მართლაც სპორტული აზარტით არიან შეპყრობილნი თუ ფიტნეს დარბაზებში სიარული, უბრალოდ, ბოლო პერიოდის მოდაა.

მარი ჩიტაია
24.10.2015

დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება შემცირებულია. არსებული მონაცემით, ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე დამსაქმებლის მიერ მითითებული სახელფასო თანხა 600-700 ლარს არ აღემატება, როცა ორიოდე თვის წინ ეს მაჩვენებელი 1000 ლარს აღწევდა.

მარიკა გოგოხია
24.10.2015

 სურსათის უვნებლობაზე საკვების კონტროლი ადეკვატური ჯერაც ვერ გახდა. ქვეყნის მასშტაბით ხარისხის პრობლემაა ყველგან - დაწყებული ბაზრებით და ჰიპერმარკეტებით დამთავრებული. დარღვევა ამჯერად "კარფურში" ბავშვთა კვების პროდუქტში აღმოაჩინეს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კვების უსაფრთხოება ბაზრებისა და მცირე სუპერმარკეტების მასშტაბს სცილდება.

მამუკა ნაცვალაძე
24.10.2015

 ამ უქმეებზე ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასის ფინალისტები გაირკვევა. ორივე ნახევარფინალს "თვიქნემი" უმასპინძლებს. დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას შეერკინება, ხვალ კი 25 ოქტომბერს, ერთი საათით გვიან, არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×