მაკა ხარაზიშვილი
27.10.2015

 მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა 1-ლი იანვრიდან ახალი კანონით იცხოვრებს. ბიზნესისთვის შეღავათები და სოციალური დახმარებების ჩამონათვალი ერთობ შთამბეჭდავია. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისიას შესრულებულად აცხადებს.

ელზა წიკლაური
27.10.2015

 შრომის პროცესის მონიტორებმა 70 კომპანია შეამოწმეს და დარღვევა 70-შივე აღმოაჩინეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ყველას გაფრთხილება მიეცა. კომპანიების ხელმეორე შემოწმება უკვე ნოემბრიდან დაიწყება.

მარი ჩიტაია
27.10.2015

აფხაზეთის გავლით რუსეთში ქართული პროდუქტი შეუჩერებლად გადის. თხილთან ერთად, დიდია ხილზე მოთხოვნა, განსაკუთრებით კი რუსეთში ფეიხოა და ხურმა გააქვთ. წინა წლებში ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგან აფხაზები ქართველების დახმარებით ყიდულობდნენ. ბოლო დროს კი ხილის შესყიდვით თვითონაც დაკავდნენ.

ლიკა ამირაშვილი
26.10.2015

 "თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა კადრების გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
26.10.2015

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ხელისუფლების დასამხობად, მის ხელში ჩასაგდებად, შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, ამის მიზეზი მათ მიერ ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მედით გავრცელებული ცნობები გახდა.

თიკო ოსმანოვა
26.10.2015

 შაბათს საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ერთის მხრივ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი ტესტია, მეორეს მხრივ კი აქ დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მმართველი გუნდის დღევანდელი რეიტინგის უფრო ზუსტად განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.

ეკატერინე ბასილაია
26.10.2015

 რომელი დეპუტატები ვერ მოხვდებიან და რატომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 2016 წლისათვის და რა ფორმულით მოხდება სიის გაცხრილვა? როგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სპორტსმენი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე თუ ხელოვნების მუშაკი უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით, საერთო ჯამში, პარტიული სიიდან უკეთეს შემთხვევაში ნახევარი შეინარჩუნებს ადგილს და ვერ მოხვდებიან ისინი, "ვინც ინგლისური არ იცის და ვინც კანონწარმოებაში არ მინაწილეობს".

თაკო მათეშვილი
26.10.2015

 თუკი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს, პოლიტოლოგები დედაქალაქში არეულობის დაწყებას ვარაუდობენ და ამბობენ, რომ არც ისაა გამორიცხული, ტელეარხის ეზოდან პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლოს, რამაც საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც კი მიგვიყვანოს. შსს კი განსაკუთრებულ ზომებს უკვე იღებს - "რუსთავი 2"-ის ოფისთან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად სათვალთვალო კამერები მონტაჟდება.

გვანცა ღვედაშვილი
26.10.2015

 "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს სხვადასხვა წინადადებით, რომლებსაც იურისტები მოსამართლეზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეწოლად მიიჩნევენ.

მამუკა ნაცვალაძე
26.10.2015

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა მუსიკის მორიგ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი გასული საუკუნის 80-იან წლებში დააფუძნა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ, რომელიც დღემდე ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული ფორუმის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია.

ნინო ქეთელაური
26.10.2015

 სოციალურ ქსელში მიმართვა გავრცელდა, რომლის ადრესატები არიან პრეზიდენტი, პარლამენტი, კულტურის სამინისტრო, საპატრიარქო და საპარლამენტო პარტიები. მიმართვის ავტორები ითხოვენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, აღინიშნებოდეს ეროვნული სამოსის დღე.

ია აბულაშვილი
26.10.2015

"რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მოხსენების დროს, მე კავკასია შევადარე ხალხთა მოზაიკას. მათ შორის არის გაქრობის პირას მისული ნაკლებად ცნობილი ხალხი. მე გთავაზობთ ზოგიერთ გეოგრაფიულ ცნობას ამ ხალხის ადგილსამყოფელის, მათი ტერიტორიის შესახებ. შემდეგ კი გაგიღვიძებთ ინტერესს მათი ისტორიისა და ეთნოგრაფიისადმი, როდესაც თქვენ უკვე შეგექმნებათ წარმოდგენა აფხაზეთის და აფხაზების შესახებ", - ამ სიტყვებით წარდგა ორი საუკუნის წინ ცნობილი ფრანგი მეცნიერი ბარონ დე ბაი პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×