თაკო მათეშვილი
23.10.2015

 გუშინდელი დღე მრავალმხრივი დაპირისპირებითა და ბრალდებით გამოირჩეოდა: პრემიერი "ნაციონალურ მოძრაობას" სკანდალური კადრების გავრცელებაში ადანაშაულებდა, პრეზიდენტი პრემიერს - დაუმორჩილებისკენ ხალხის წაქეზებაში, მინისტრები და პარლამენტარები პრეზიდენტს - სასამართლოზე ზეწოლაში, ოპოზიცია "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც" - ქვეყანაში სიტუაციის შეგნებულად არავაში და ა.შ.

ია აბულაშვილი
23.10.2015

 ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური თემა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ დაწყებული სასამართლო დავაა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება.

მამუკა ნაცვალაძე
23.10.2015

 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ფეხბურთში. აღნიშნულ გათამაშებას განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება საქართველოს ნაკრები, რომელმაც მიმდინარე წელს ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და გულშემატკივარსაც იმედი ჩაუსახა.

აკაკი გვიმრაძე
23.10.2015

 "საქართველომ აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და უნდა გააგრძელოს მყარად სვლა ამ მიმართულებით. თქვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს გზა იქნება ადვილი და მოკლე - ეს არის მიზანი, რომელიც დაისახა ქართველმა ხალხმა, ეს არის არჩევანი, რომლისკენაც ისწრაფვით", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა.

თიკო ოსმანოვა
23.10.2015

 განაჩენის გამოტანის თარიღი კი კვლავ უცნობია - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი ამჯერადაც აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოსა და ტელეკომპანიის შენობებთან შეკრებილები სიტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

ელზა წიკლაური
23.10.2015

 "კავკასუს ონლაინის" მყიდველთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, კომპანიასთან შერწყმის სურვილი რუსულ "ვიმპელკომსაც" გაუჩნდა. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რუსული კომპანია მარეგულირებელ კომისიაში განცხადების შეტანას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჯერჯერობით არც "კავკასუს ონლაინში" და არც "ვიმპელკომის" სათავო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ, მარეგულირებელში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" გარდა, განაცხადი არც ერთ კომპანიას არ შეუტანია.

მაკა ხარაზიშვილი
23.10.2015

მომავალი წლიდან ფინანსთა სამინისტრო შიდა ვალს შეამცირებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სამინისტროს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. დღეისათვის შიდა ვალის მოცულობა 2,2 მილიარდი ლარია. ამაში არ შედის ე.წ. "ისტორიული ვალები".

ია აბულაშვილი
23.10.2015

 როგორ დაიწყო საქართველოში ღვინის წარმოება და რა გზა განვლო ქართულმა მეღვინეობამ, ამის შესახებ რამდენიმე საინტერსო ამბავს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს.

აკაკი გვიმრაძე
23.10.2015

 2015 წელს ყაზახეთი აღნიშნავს ყაზახეთის სახელმწიფოს შექმნის 550-ე წლისთავს - ხუთნახევარი საუკუნის წინ პირველად წარმოიქმნა ყაზახური სახანო, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ყაზახური სახელმწიფოს შექმნას.

ნინო ქეთელაური
23.10.2015

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად მერიამ ერთ მილიონ ლარზე მეტი გამოყო - სულ 24 მიწისქვეშა გადასასვლელი განახლდება. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია "უძრავი ქონება-თბილისი" ასრულებს, რომელმაც მუშაობა 2015 წლის 24 აგვისტოს დაიწყო.

მარი ჩიტაია
23.10.2015

 რეგიონებში შეშა არ გაძვირებულა, მაგრამ მიუვალი ტყეკაფების გამო, ხალხს შეშის დამზადება წელსაც უჭირს. დღესდღეობით ძნელად მოიძებნება სოფელი, სადაც შეიძლება შეშის საკმარისი მარაგი ჰქონდეთ.

მაკა ხარაზიშვილი
23.10.2015

პარლამენტი საასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კოოპერატივია რეგისტრირებული, რეალურად მხოლოდ რამდენიმე საქმიანობს. ამიტომაც 2 წლის შემდეგ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის განვითარება ამ მხრივ არცთუ ეფექტურად მიდის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×