მამუკა ნაცვალაძე 18.11.2015
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში ადგილობრივ "ქემალ ფაშაზე" ალბანეთის ნაკრებთან მორიგი ამხანაგური სპარინგი გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, ვერ შესძლო უპირატესობის შენარჩუნება და ბოლო ხუთ წუთში გაშვებული ორი ბურთის წყალობით მხოლოდ ფრეს დასჯერდა 2:2.
|
თაკო მათეშვილი 17.11.2015
შურისძიება ტერაქტებისათვის - საფრანგეთი "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქს ბომბავს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ომის დაანონსების შემდგომ სირიის ქალაქმა რაქამ საჰაერო ძალების 10 თვითმფრინავიდან 20 ჭურვი მიიღო.
|
თიკო ოსმანოვა 17.11.2015
პარიზში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც, რის გამოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, თუმცა ექსპერტები საქართველოზე ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას ნაკლებად ვარაუდობენ. ა/ო "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე ბესო ალადაშვილის თქმით, "ისლამური სახელმწიფოსთვის" საქართველო მე-4-5 ხარისხოვანია.
|
სალომე სარიშვილი 17.11.2015
"სახელმწიფოს მოუწევს, დიდი ყურადღება დაუთმოს ანტიტერორისტული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას. მართლია, მას ეს არ სურს, თუმცა ამის გაკეთება საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ყველა შემთხვევაში მოუწევს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექპერტი ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ ამ კუთხით ქვეყნის უსაფრთხოება სახარბიელო ვერ არის.
|
ლიკა ამირაშვილი 17.11.2015
სავალდებულო სამხედრო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს - ამ საკითხზე პარლამენტში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ნაწილი ეთანხმება და თვლის, რომ ქვეყანას მხოლოდ პროფესიული ჯარი სჭირდება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.11.2015
74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 18 საკრედიტო კავშირი, 1000-ზე მეტი ლომბარდი და ასეულობით მცირე სესხის გამცემი დაწესებულება - ეს არის უკონტროლო ფინანსური ბაზრის ნაწილი, რომლის მონაწილეები დღეში რამდენჯერმე ურეკავენ, "ესემესებს" უგზავნიან ადამიანებს და სესხს სთავაზობენ. არ არსებობს უახლესი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ე.წ. ჭარბვალიანობის კოეფიციენტი. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ბუმერანგივით დაატყდეს ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას.
|
ელზა წიკლაური 17.11.2015
საქართველოში ბევრია ადგილი, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი აღარაფერია; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია; ტერიტორიები, სადაც ტყის ზოლი მთლიანად დეგრადირებულია. მარტო ბორჯომ-ხარაგაული ტყეში ბოლო 15 წელიწადში მერქნული რესურსი 2 მლნ კბ/მ-ითაა შემცირებული, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. სპეციალისტების თქმით, დეგრადირებული ტყის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
|
ნატა გიორგაძე 17.11.2015
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეთი პრობლემის წინაშე არაერთი მძღოლი აღმოჩნდა. ადიდებული მდინარისა და სამშენებლო სამუშაოების გამო, ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტა, მძღოლებს კი ქუთაისამდე ჩასასვლელად თერჯოლიდან შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდათ. გზის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად დაზიანებული იყო, რომ მძღოლები თავბედს იწყევლიდნენ.
|
მარი ჩიტაია 17.11.2015
ქართული წარმოების ფეხსაცმლის ექსპორტი შარშან, 2013 წელთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ნაწარმის მიმართ ინტერესი აშკარად არსებობს, ქართველ მეწარმეებს უცხოურ ბაზრებზე ფეხის მოკიდება უჭირთ. ისინი ექსპორტის შემცირებას, გარკვეულწილად, მარკეტინგული კამპანიის ნაკლებობას აბრალებენ.
|
მარი ჩიტაია 17.11.2015
პროფესიული გადამზადების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. განსაკუთრებით დიდია ინტერესი ბუღალტერიისადმი, რომლის შესასწავლად მსურველებს ყველაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.11.2015
ქვეყანაში ძვირი ელექტროენერგიის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკას ბოლო 5 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ჰესი შეემატა, ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის შემცირებული წარმოების გამო, ქვეყანა, გარკვეულწილად, ისევ თბოსადგურების მიერ წარმოებულ დენზე და ძვირ იმპორტზეა დამოკიდებული.
|
მარი მგალობლიშვილი 17.11.2015
"სამეფო კლუბის" ლეგენდარულმა კაპიტანმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა - რაულ გონსალესმა მაჟორულ ნოტზე დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|