თიკო ოსმანოვა
15.12.2015

 შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პატიმრების შეწყალების თხოვნით მასაც მიმართავდნენ როგორც საჯარო მოხელეები, დეპუტატები, ასევე ადვოკატები და თავად პატიმრებიც. რაც შეეხება პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე თანხის მოთხოვნას, ამის შესახებ თევდორაძესაც სმენია.

თაკო მათეშვილი
15.12.2015

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეეძლება თუ არა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. პროგნოზები ოპტიმისტურია, მოლოდინი კი არაერთგვაროვანი - მოსახლეობის ნაწილის აზრით, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ნაწილი კი ამბობს, რომ უბრალო მოქალაქეებისათვის მოგზაურობა პრიორიტეტი არაა.

სალომე სარიშვილი
15.12.2015

 შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო მთავარი პროკურატურის კითხვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხეს. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათს გრძელდებოდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის დაკითხვაც, რომლის თქმითაც, მან პროკურატურას მაღალჩინოსნების მხრიდან მიღებული და მათ შორის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები წარუდგინა.

ელზა წიკლაური
15.12.2015

 ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა 24%-ით შემცირდა და დღეს 1,5 მლნ ადამიანს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ უკვე შემდგომი აღწერისთვის ქართულ სოფლებს მხოლოდ 1 მლნ ადამიანიღა შემორჩეს. სოფლის მოსახლეობისგან დაცლის შეჩერება კი, სპეციალისტების გათვლებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქ ხალხს ურბანულთან მიახლოებული კომფორტულ ცხოვრებას შევუქმნით და ამასთან, მათ სპეციალურ ფუნქციას მივანიჭებთ. სხვა შემთხვევაში სოფელში ხალხის დამაგრება შეუძლებელი იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
15.12.2015

 ბოლო წლებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ეკონომისტები ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ. ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 5,543 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და 6,307 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა, ანუ საინვესტიციო დისბალანსი 800 მლნ დოლარია.

მარი ჩიტაია
15.12.2015

სათამაშოების ბიზნესს წინასაახალწლო აქტიურობა ჯერ არ დატყობია. ბაზრობებსა და მაღაზიებში გამოცოცხლება შესამჩნევია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვა დაახლოებით 35-40%-ითაა შემცირებული, ზოგ შემთხვევაში კი განახევრებულია. რაც შეხება ფასს, სათამაშოები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ რეალიზაციაზე გავლენა ამ ფაქტორმაც მოახდინა.

მარიკა გოგოხია
15.12.2015

 საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სახლში გათბობა არ აქვს. პრობლემაა როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით პენსიონერებს და იმ კატეგორიას უჭირს, რომელიც სოციალური შეღავათით არ სარგებლობს. რაც შეეხება რეგიონებს, პრობლემა განსაკუთრებით ბარის ტერიტორიაზეა, სადაც ხალხს შეშის მოპოვებისა და მით უმეტეს, ყიდვის საშუალება არ აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
15.12.2015

 ბოლო 10 წლის განმავლობაში პენსია 470%-ით გაიზარდა, საშუალო ხელფასი კი - 300%-ით. თვალშისაცემია ჩინოვნიკების ხელფასების ზრდა, რომელიც დაახლოებით 2500%-ს უახლოვდება. ამასთანავე, პენსიონერებისგან განსხვავებით საჯარო სექტორში დასაქმებულები ყოველთვიურად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. მოხელეთა მაღალი ხელფასი პროფესიონალი კადრების შენარჩუნებით აიხსნება, პენსიების მცირედი ზრდა კი პენსიონერების სიმრავლით.

მარი მგალობლიშვილი
15.12.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საფეხბურთო კვირეული გაიმართა.

ელზა წიკლაური
15.12.2015

 2016 წლიდან საქართველოში ძველი ავტოტრანსპორტის განბაჟება ძვირდება. მართალია, შედარებით ახალ მანქანებზე გადასახადი შემცირდება, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ეს ავტობაზარზე ფასების კლების თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, მანქანების ფასი 30%-ით გაიზრდება.

ლიკა ამირაშვილი
14.12.2015

 "ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც", - ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

თაკო მათეშვილი
14.12.2015

 დაჩეხილი საქართველო - ასე უწოდებს ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წესს, რომელიც უკვე დამტკიცდა. 73 მაჟორიტარული ოლქიდან ცვლილება 60-ს შეეხო და, შესაბამისად, მათ ახალი საზღვრები აქვთ, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ზოგიერთი რაიონი ერთმანეთს მიუერთდა და მათ პარლამენტში საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ზოგი კი პირიქით - დაიყო და 3-4 მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×