თაკო მათეშვილი 18.12.2015
სულ მალე საქართველოს, როგორც ჩანს, უვიზო რეჟიმი არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რუსეთთანაც ექნება. ევროკავშირი საკუთარ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს, რუსეთმა კი სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
|
თიკო ოსმანოვა 18.12.2015
შეწყალების სკანდალური საქმე სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და ახალ-ახალი დეტალებით მდიდრდება - პრეზიდენტის ადმინიტრაციამ პროკურატურას 1780-გვერდიანი მასალა გადაუგზავნა. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ეჭვობს, რომ პროკურატურა საქმის "ჩაფარცხვას" ცდილობს, ამიტომ პირობას დებს, რომ რამდენიმე დღეში თავად გაასაჯაროებს ყველა იმ ფაქტს, რაც გაჩნია. ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დაკითხული.
|
ელზა პაპოშვილი 18.12.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ, მტყუან-მართალი მხოლოდ პროკურატურამ უნდა დაადგინოს. რადგანაც, მისი თქმით, საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება და ბევრი კითხვა ისმება იმაზე, რომ თუკი პრეზიდენტს ახსოვს ელისაშვილთან შეწყალების კომისიის სკანდალური საუბრის დეტალები, მაშინ რატომ არ ახსოვთ თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს.
|
ნინო ქეთელაური 18.12.2015
დედაქალაქის მოსახლეობა დანაგვიანებულ გარემოს უჩივის. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, ნაგვის დაყრაზე ჯარიმის დაწესებამ არაფერი შეცვალა და მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქუჩების დანაგვიანებას.
|
მარიამ ხიდაშელი 18.12.2015
ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ ნახევარში 1 ბარელი ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფებას ელიან. "შავი ოქროს" ამ მაჩვენებლამდე დაცემას აღარაფერი უკლია. გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებამ იქონია.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.12.2015
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კრახის შემდეგ, კიდევ ერთი ასეთი ზონა ამჯერად თბილისში, გლდანში გაიხსნა. როგორც წინა წლებში, ახალი ზონის გახსნასაც გრანდიოზული გეგმები ახლავს - უამრავი ადამიანის დასაქმება, მილიონობით ინვესტიციის შემოსვლა. სპეციალისტების აზრით, თუკი ხელისუფლებამ ზონების წარუმატებლობის კვანძი გახსნა, სჯობს, ასეთი პროექტები რეგიონებში განხორციელდეს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
|
ელზა წიკლაური 18.12.2015
საქართველოში ბანკების ფილიალების დაყაჩაღების ფაქტები ბოლო პერიოდში საოცრად გახშირდა. მარტო 2015 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბანკის 25-მდე ფილიალი დააყაჩაღეს. მართალია, დამნაშავეს მალევე პოულობენ, გატაცებულ ფულსაც იბრუნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციას ყოველთვის უმართლებს. რამდენად არის დაცული საქართველოში ბანკების უსაფრთხოება?
|
ია აბულაშვილი 18.12.2015
"ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე კონსტანტინე კანდელაკმა ისეთი დიდი ნიჭი და გამჭრიახობა გამოავლინა, რომ ქართული ფული - მანეთი უმოკლეს ხანში გახდა საერთაშორისო ვალუტა, რაც ნათელს ხდის იმ მდგომარეობას, რომ საქართველოს სახალხო მეურნეობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე დროის განმავლობაში ისე მომაგრდა და გაძლიერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა გახდა ყოფილი მეფის რუსეთის იმპერიის ქვეყნებს შორის.
|
მარი მგალობლიშვილი 18.12.2015
"როგორ განწყობაზე ხართ, თქვენ უკვე ბევრი ტიტული გაქვთ მოგებული", - "საკმაოდ მშვიდად ვარ," - ამბობს ლეონელ მესი, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში "ბარსელონასთან" ერთად საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
|
ლიკა ამირაშვილი 18.12.2015
22-მეტრიანი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე და სადღესასწაულო მინი ქალაქი ვარდების მოედანზე - თბილისელებს საახალწლოდ მთავარ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ქალაქის ამ მონაკვეთში შეეძლებათ.
|
თიკო ოსმანოვა 17.12.2015
"ცოტაღა მაკლია, დავრწმუნდე, რომ პროკურატურა საქმის "ჩაფარცხვას" ცდილობს. მერე კი ყველაფერს ვიტყვი. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე დღეში მოხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და პირობას დებს, რომ საჯაროდ იმ "არც ისე მაღალჩინოსნის" სახელსა და გვარსაც იტყვის, რომელიც მასზე პატიმრის შეწყალებისთვის ზეწოლას ახდენდა.
|
ლიკა ამირაშვილი 17.12.2015
საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავი გემი "სფკში ზფდქ" ("კარიბის პალმა") დააკავა, რომელზეც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების დაკავება უპრეცედენტო მოვლენაა საფრანგეთის ისტორიაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|