ელზა წიკლაური
22.12.2015

 ეროვნული ვალუტის დევალვაციამ კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 2,7 მლრდ ლარით გაზარდა. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ლარის კურსი 2,4-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში, მსესხებლები კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან.

მარი ჩიტაია
22.12.2015

 წინასაახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების შეძენა თითქმის შეუძლებელია. მოვაჭრეებს თუ დავუჯერებთ, ჯარიმების შიშით ნაძვის ხეებს ვერ ყიდიან. ოფიციალურ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ სანქცია ამ მხრივ არ გამკაცრებულა და ვალდებულება იგივეა, რაც შარშან. მიუხედავად ამისა, ცოცხალი ნაძვის ხე დეფიციტურია.

მაკა ხარაზიშვილი
22.12.2015

 საქართველოში კრიპტოვალუტის მეორე საპროცესინგო დატა-ცენტრი ამოქმედდაელექტრონული ფული მსოფლიოშიც კი ახალია და ამ პროცესების გააქტიურებას საქართველოში ეკონომისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამბობენ, რომ ელექტრონული ფული სრულიად უკონტროლოა, რომლითაც მარტივია არალეგალური ოპერაციების წარმოება.

მაკა ხარაზიშვილი
22.12.2015

 რეგიონის ვალუტები ისევ განსაცდელშია. გუშინ აზერბაიჯანული მანათი 33,5%-ით გაუფასურდა. გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა, ყაზახური ტენგე და რუსული რუბლი. მომავალ წელს ანალიტიკოსები ამ ვალუტებს კიდევ უფრო მძიმე დღეებს უწინასწარმეტყველებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებამ ლარის კურსზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, ვინადიან მათი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსგან სრულიად განსხვავებულია. საქართველოს შედარება შეიძლება სომხეთთან, რომლის ვალუტა სტაბილურად და მყარად დგას.

ელზა პაპოშვილი
21.12.2015

 ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აბობს, რომ ალეკო ელისაშვილის სკანდალური განცხადების ირგვლივ პროცესები როგორც უნდა დასრულდეს, "ქართულმა ოცნებამ" ეს ბრძოლა უკვე წააგო. მისი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურად მომგებიანი იქნება და ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არასდროს გაუშვებენ.

თიკო ოსმანოვა
21.12.2015

 ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგება 2016 წლის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებას, "ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" ბედს უწინასწარმეტყველებს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ეს პროექტი არსებულ კანონზე უარესია. კახა კუკავას თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება "ოცნებას" დამატებით 40 საპარლამენტო მანდატს მოუპოვებს.

სალომე სარიშვილი
21.12.2015

 გუშინ, გამთენიისას, 4 საათზე დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცისა და, როგორც შემდეგ გაირკვა, მისი 5 წლის შვილის ცხედრები იპოვეს. კაცი ბლაგვი საგნით იყო მოკლული, ბავშვი კი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდული.

გვანცა ღვედაშვილი
21.12.2015

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება ბოლო პაციენტამდე, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ამასთანავე, 2016 წლის თებერვლიდან საქართველოში შემოდის ახალი პრეპარატი ჰარვონი, რომელიც სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის ნარევს წარმოადგენს და ვირუსის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ საშუალებად ითვლება.

თაკო მათეშვილი
21.12.2015

 "თავში არ უნდა აგვივარდეს - ასე აფასებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის მიერ დადებულ პოზიტიურ დასკვნას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირედია, რომ ამის შემდგომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და მუშაობა დაგვჭირდება, რათა საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას მივაღწიოთ.

ლიკა ამირაშვილი
21.12.2015

 როგორია სწორი კვება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა შვილის აღზრდისას, ამის შესახებ "მთელი კვირა" ცნობილ პედიატრს, პროფესორ ყარამან ფაღავას ესაუბრა.

ია აბულაშვილი
21.12.2015

ცნობილმა დასავლეთგერმანელმა ქართველოლოგმა, პროფესორმა იულიუს ასფალგმა დიდი ამაგი დასდო თავისი მასწავლებლის, უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ მიქელ (მიხეილ) თარხნიშვილის ხსოვნას. დაგვიტოვა მისი ბიოგრაფია და შეადგინა მისი შრომების ბიბლიოგრაფია. ასევე აკადემიკოს ჟერარ გარიტისა და პროფესორ დევიდ ლანგის სტატიები, რომელიც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. სწორედ ამ წერილებიდან ვთავაზობთ ამონარიდს ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

სალომე სარიშვილი
21.12.2015

 რამდენიმე კვირის წინ სომხეთში ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესტური გაიმართა, რომლის მიზანიც მედიისთვის სომხეთის ისტორიული ნაწილისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა იყო. ჟურნალისტებს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ როგორც ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ნაწილს, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×