მარი ჩიტაია
24.12.2015

 წინა წელთან შედარებით, თხილი 52%-ით გაიაფდა. ფასთან ერთად, მოთხოვნაც ერთბაშად შემცირდა. დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის ქარხნებმა პროდუქტის ჩაბარებაზე უარი თქვეს. როგორც ქარხნებში აცხადებენ, რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ჯერჯერობით ექსპორტსაც ვერ ახორციელებენ. ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო. დაბალ ფასად თხილის რეალიზაციისგან თავს იკავებს მოსახლეობაც.

მაკა ხარაზიშვილი
24.12.2015

 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის განახლებული სანქციების სიაში "ვითიბი ბანკი საქართველოც" მოხვდა. ბანკში აღნიშნავენ, რომ სანქციები მათ საქმიანობას ხელს არ უშლის და ამ შეზღუდვას ვერც კლიენტი იგრძნობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესა და 2 დღის წინ მათი სია გააფართოვა.

მაკა ხარაზიშვილი
24.12.2015

წელს ყველაზე მეტად მედიკამენტები გაძვირდა, შემდეგ სურსათი და ჰიგიენური პროდუქტები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასევე გასათვალისწინებულია ფარული ინფლაცია, როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება.

მარიამ აფციაური
24.12.2015

ქართულ კომპანიებს უფლება მიეცათ, რეგულარული ფრენა განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში: მოსკოვში, პეტერბურგში, სამარაში, ეკატერინბურგში, სოჭში, როსტოვსა და მინვოდში. ავიაკომპანიები კი რუსეთში ახალი მიმართულებების ათვისებას ვერ ახერხებენ.

ია აბულაშვილი
24.12.2015

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ ქართველი მეცნიერის, სიმონ ჯანაშიას უცნობი წერილი, გაგზავნილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, გაზეთ "კვალის" რედაქტორის, აკაკი წერეთლის უახლოესი უმცროსი მეგობრის და თანამებრძოლის გრიგოლ დიასამიძისადმი თბილისიდან ბერლინში, დათარიღებული 1923 წლის 10 ნოემბრით. წერილს შეიძლება ეწოდოს ქრონიკა, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი, სულ 23 წლის ჭაბუკი აღწერს გასული საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს კულტურულ- ლიტერატურული და სამეცნიერო ცხოვრების სურათს.

მამუკა ნაცვალაძე
24.12.2015

 თითქმის გადაწყვეტილი საქმეა - კარლო ანჩელოტი ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს. იტალიელი სპეციალისტი სამწლიან კონტრაქტზე გაურიგდა გერმანელებს, მისი წლიური ჯამაგირი ბონუსების ჩათვლით 15 მილიონი ევრო იქნება, ამასთან, პაპა კარლო ითხოვს, ბუნდესგრანდმა არ გაყიდოს ლევანდოვსკი, რომლის ტრანსფერზეც აქტიურად მიდის საუბარი.

თიკო ოსმანოვა
23.12.2015

 "ქართული ოცნების" დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია გაზეთ "ქრონიკა %"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. უმრავლესობის წევრები ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებენ, რომელიც გაზეთში "შეწყალების სკანდალის" შემდეგ გამოქვეყნდა. საუბარია, ე.წ. კოკაინის საქმეზე დეპუტატების მხრიდან ალეკო ელისაშვილზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.

ლიკა ამირაშვილი
23.12.2015

 დღეიდან რუსეთის ვიზის აღების წესები მარტივდება. თუკი აქამდე საქართველოს მოქალაქეს ვიზის მიღება მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრის მოწვევის შემთხვევაში შეეძლო, ახალი წესების მიხედვით, მოწვევა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია გამოუგზავნოს.

ეკატერინე ბასილაია
23.12.2015

გახდება თუ არა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების განმხილველი ლევან მურუსიძე სამუდამო ვადით მოსამართლე, ეს 25 დეკემბერს უნდა გადაწყდეს, თუმცა მანამადე მისი შესაძლო არჩევის გამო დიდი პროტესტია თავად იურისტებისა და უფლებადამცვების მხრიდან. იურისტთა ერთი ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ მურუსიძეს პრემიერ ღარიბაშვილის მხარდაჭერა აქვს და მისი სახით "ქართულ ოცნებას" სურს სააპელაციოში "ყველაფრის მკისრებელი" მოსამართლე სამუდამოდ ეგულებოდეს. და, ხელისუფლებას ახსენებენ იმას, რომ კოალიციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ უსამართლობაზე საუბრისას უპირველესად გირგვლიანის საკითხით აპელირებდნენ.

ელზა პაპოშვილი
23.12.2015

 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის მაგდა პაპიძის წინააღმდეგ, რომელსაც გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებას "სკანდალური ფაქტები" აქვს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, გამოძიებას ხელთ აქვს უტყუარი მტკიცებულებები - მათ შორის ურნაში აღმოჩენილი სისხლიანი თეთრეული და 5 წლის თორნიკეს ფოტოსურათები, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულმა გადაყარა.

თაკო მათეშვილი
23.12.2015

 ბოლო პერიოდში ზოგიერთ ქართულ გამოცემაში აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარკამპანია ე.წ. "თურქული სასწავლებლების" წინააღმდეგ. იგულისხმება 15-მდე დაწესებულება - სკოლები, კოლეჯები, ბაღები, უნივერსიტეტები, რომელთა გახსნაც ცნობილი თურქი თეოლოგისა და მწერლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება. მათ შორისაა ისეთი ცნობილი სასწავლებლები, როგორიც დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი.

სალომე სარიშვილი
23.12.2015

 საყდრისის ისტორიული მაღაროს აფეთქებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში აღნიშნულ თემაზე საყდრისის მცველთა სამართლებრივი დავა ისევ გრძელდება, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არც სასამართლო და არც საგამოძიებო უწყება ჯერ არ მისულა. ვიდრე სამართლებრივი დავა რომელიმე მხარის გამარჯვებით დასრულდება, კომპანია "არემჯი გოლდი" ადგილზე სამთო-მოპოვებით სამუშაოს აგრძელებს. იმ ტერიტორიაზე, სადაც საყდრისი მდებარეობდა, ახლა მხოლოდ დიდი ორმოა შემორჩენილი, ხოლო ძეგლის არც ერთი ნაწილი აღარ არსებობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×