მამუკა ნაცვალაძე
29.01.2016

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის წლევანდელ გათამაშების პირველ მატჩს 6 თებერვალს, თბილისში, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

მარი ჩიტაია
29.01.2016

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზს, რომ კურსი 2,4 ნიშნულამდე დაბალანსდება, ექსპერტებიც იზიარებენ. ოპტიმიზმის საფუძველი ამჯერად საგარეო ფაქტორია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი ბაქოში, რომლის ფარგლებშიც მხარეები 4-მილიარდიანი დახმარების მიღების საკითხს განიხილავენ.

მარი ჩიტაია
29.01.2016

 ტაქსის მძღოლებს რეგულაცია დაუწესდებათ. თბილისის მერიაში ამ მიმართულებით ცვლილებებს იხილავენ და სატაქსო კომპანიებთან შეხვედრა გამართეს. სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაციის შემოღება უსაფრთხოების თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

ელზა წიკლაური
29.01.2016

 ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ნაწილს კომერციული ბანკები მომხმარებლებს დოლარის კურსის შესაბამისად ახდევინებენ, რაც გაუფასურებული ლარის ფონზე მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. მსესხებელი ვალის გასტუმრებას ვერ აუდის და ღატაკდება. ამ დროს კი საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მაკა ხარაზიშვილი
29.01.2016

 ანაკლის პორტის ასაშენებლად გამარჯვებული ინვესტორის გამოცხადება მეხუთედ გადაიდო. ეკონომიკის მინისტრის 12-დღიანმა ვადამ ისევ არ გაამართლა. სამინისტროში ჩინურ კომპანიებთან გამალებული "ვაჭრობა" მიმდინარეობს. როდის დასრულდება ეს პროცესი, სამინისტროში უკვე თარიღსაც ვეღარ ასახელებენ. არადა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც ეკონომიკის ზრდასა და ლარის კურსის გამყარებას შეუწყობდა ხელს, ამ პროექტის დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მაკა ხარაზიშვილი
29.01.2016

ფინანსთა სამინისტრო, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით, მასშტაბური მოცულობის ფასიან ქაღალდებს ყიდის. ემისიის გაქტიურების მიზეზი მიმოქცევიდან ლარის მასის ამოღებაა. გამორიცხული არ არის, სამინისტროს ბანკებიდან მაღალპროცენტად აღებული ვალი მიმდინარე ხარჯის დასაფინანსებლად სჭირდებოდეს. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში ადრე გამოშვებული 372 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალი აქვთ დასაფარი და გაზრდილი ემისია სწორედ ამას ემსახურება.

ია აბულაშვილი
29.01.2016

 როდის დაიდგა პირველი სკულპტურული ძეგლი თბილისში და რა გზა განვლო ქართულმა ქანდაკებამ, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

სალომე სარიშვილი
28.01.2016

  უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც საცურაო სპორტული კომპლექსი "ლაგუნა ვერე" აღარ ფუნქციობს. უმუშევრადაა დარჩენილი ობიექტის 300-ამდე თანამშრომელი, ადგილზე კი ვითარება კვლავ უცვლელია. თანამშრომლების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომპლექსის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა. თავად "ლაგუნა ვერეს" გენერალურმა დირექტორმა კი კომპლექსის ბედზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ "ლაგუნა ვერეზე" რეაბილიტაციის დაწყება მისი გადასაწყვეტი არ არის.

თიკო ოსმანოვა
28.01.2016

 "არჩევნებზე "ქართული ოცნება" 50%-ზე მეტს ნამდვილად აიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ხელისუფლების რეიტინგი 60%-ს ძალიან მალე ასცდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობაზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

მაკა ხარაზიშვილი
28.01.2016

 ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატი უკვე ცნობილია. ამჯერად პრეზიდენტმა უნდა აარჩიოს ერთი მათგანი და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. სპეციალისტების განცხადებით, დღევანდელი საბჭო, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ამიტომ ეროვნული ბანკის გაძლიერებისთვის მთავარია კანდიდატის პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

ეკატერინე ბასილაია
28.01.2016

 თითქმის 90%-ით წინასწარ გარკვეულია, რომ გარდაბნის გამგებელი "ოცნების" მიერ შერჩეული გოჩა ჯამარაული გახდება, თუმცა პოლიტოლოგების თქმით, ეს ლოკალური და შედეგით წინასწარ ცნობილი არჩევნები იმითაა საინტერესო, რომ ის "ქართული ოცნებისთვის" ოქტომბრის დიდი არჩევნების წინ ერთგვარი გამოცდა იქნება.

ია აბულაშვილი
28.01.2016

 "ქვეყნის ყველა ლიდერის მნიშვნელოვანი შეცდომა ის იყო, რომ ისინი ან თავისი ნებით ან გარემოცვის კარნახით უზომოდ ეწეოდნენ საკუთარი ავტორიტეტის ექსპლუატაციას" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" საპარლამენტო სიების ფორმირების პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×