მარი ჩიტაია
09.02.2016

უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელები აღარ აქტიურობენ. აზიისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებმა დატოვეს საქართველო და შესაბამისად, საოფისე და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნაც შემცირდა. ცვლილება ყველა კატეგორიის სეგმენტს შეეხება, მათ შორის, მაღალშემოსავლიანსაც, რომელსაც 3-4 წლის წინ ბაზარზე წამყვანი პოზიციც კი ეკავა.

მაკა ხარაზიშვილი
09.02.2016

 სახელმწიფომ ენერგეტიკული სექტორი ისევ "სუბსიდირების" იმედზე დატოვა. კახა კალაძის უწყებაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ტარიფის დაბალანსების გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ. რეალურად ნავთობისა და გაზის კორპორაცია დისტრიბუტორ კომპანიებს 1000 კუბურ მეტრ გაზს 6 დოლარით იაფად აძლევს და სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება 40 მილიონ ლარამდე უჯდება.

მარი ჩიტაია
09.02.2016

ბოლო რამდენიმე თვეა, 50-100 ლარის ფარგლებში მოიმატა ძიძის, ოჯახში დამხმარის, მოხუცის მომვლელის და დამლაგებლის ანაზღაურებამ. დასაქმების კომპანიები მიზეზად ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანების გარდა, ყველა ცდილობს დამხმარეზე უარი თქვას.

თიკო ოსმანოვა
08.02.2016

 პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ვინ მოხვდება "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ ვერა. მისი თქმით, თითოეულის ბედს გუნდურად და ბიძინა ივანიშვილთან ერთად კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტენ. მისივე განცხადებით, ძირითადად საგარეო და საფინანსო მიმართულებების გაძლიერებაზე მუშაობენ და აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიასაც ამ პრინციპით დააკომპლექტებენ.

გვანცა ღვედაშვილი
08.02.2016

 ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ვითარება ნელ-ნელა მწვავდება და ორივე დაპირისპირებული მხარე მოქმედებათა აქტიურ ფაზაში გადადის. დღეს საჯარო რეესტრში სავარაუდოდ, არხის ახალ გენდირექტორად ლევან გაჩეჩილაძეს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ, ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე კი ტელეარხთან დაკავშირებულ სკანდალურ მასალებს გაასაჯაროებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას არც გია გაჩეჩილაძის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე და არც მაკა ასათიანის ადვოკატი ირაკლი კორძაია არ ფლობენ.

ეკატერინე ბასილაია
08.02.2016

 ნატო-მ უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთს ბირთვული თავდასხმით აშანტაჟებს. მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთმა "ცივი ომის" შემდეგ პირველად გაააქტიურა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ბირთვული იერიშის სცენარით და ამ წვრთნებისას ბირთვული თავდასხმების მოდელირება ნატო-ს წევრ ქვეყნებზე განახორციელა.

ლიკა ამირაშვილი
08.02.2016

 "თავისუფალმა დემოკრატებმა" საარჩევნო მარათონი დაიწყეს. მათი ლიდერი ირაკლია ალასანია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსს არ აპირებს და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

სალომე სარიშვილი
08.02.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების შესაძლო ინტერესებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან, მისი თქმით, ამ ეჭვის გასამყარებლად საზოგადოებას ამ ეტაპზე არც ერთი საფუძვლიანი მიზეზი არ აქვს.

თაკო მათეშვილი
08.02.2016

 ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია.

თაკო მათეშვილი
08.02.2016

 ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ში შესასვლელად მზადაა და რომ ალიანსის წევრები ისეთი ქვეყნებიც კი გახდნენ, რომლებიც მომზადების დონით საქართველოს ბევრად ჩამორჩებოდნენ, ვარშავის სამიტზე არც მაპ-ს მოგვცემენ და არც რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვლება.

გვანცა ღვედაშვილი
08.02.2016

 რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 2016 წლის აპრილის ბოლოს ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. ამ პროცესის ლეგიტიმაციისათვის მოსკოვს რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი სჭირდება და, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი თავისი დიპლომატიური წყაროებით ასეთ "დამკვირვებლებს" მის მიერ აღიარებული სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონების გარდა, საქართველოშიც ეძებს.

ნინო ქეთელაური
08.02.2016

 პარასკევს პარლამენტში პლენარული სხდომის ჩაშლის მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მხრიდან რეგისტრაციის არგავლა გახდა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა. როგორც ის ამბობს, კვორუმის შედგენის პასუხისმგებლობა უმრავლესობას აქვს და არა უმცირესობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×