ელზა პაპოშვილი 08.02.2016
კახეთში მეზობლის მიერ დაჭრილი 14 წლის გოგონას- ქ. გ.-ჩ მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ის რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო კახეთიდან თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.02.2016
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩი რაგბი ევროპის პირველობაზე ავჭალაში გერმანიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 59:7 დაამარცხა.
|
ეკატერინე ბასილაია 06.02.2016
"მათ (ძმებ გაჩეჩილაძეებს) არ აინტერესებთ სხვა დამფუძნებლების აზრი და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებენ. მედიაზე ძალისმიერი მოქმედება, არ მგონია, კარგი იყოს..." - აცხადებს "მაესტროს" დამფუძნებელი და 15%-იანი წილის მფლობელი მამუკა ღლონტი და დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანის გაკონტროლებისათვის "ოცნებამ" გაჩეჩილაძე გამოიყენა და მალე არხი პროსახელისუფლებო გახდება.
|
ლიკა ამირაშვილი 06.02.2016
გორში პრაქტიკულად "ხავერდოვანი გადატრიალება" მოხდა - ქალაქის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ", ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ირაკლი ოქრუაშვილის "ქართულმა პარტიამ" კოალიციური უმრავლესობა შექმნეს და "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაცილეს - გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
|
თიკო ოსმანოვა 06.02.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო კვლავ ნებათაღელვაა - არხის გადაყენებული გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე "მაესტროს" თანამშრომლებს ახალგახსნილ "მაესტრო 24"-ში გადასვლას სთავაზობს. არხის თანამშრომლების თქმით, შემოთავაზება ბუნდოვანია და გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძისა და არხის ახალ დირექტორად დანიშნული ლევან გაჩეჩილაძისაგან კი მათ არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.
|
თაკო მათეშვილი 06.02.2016
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები კავშირშია როგორც პოლიტიკასთან, ისე კომერციულ ინტერესებთან. ამბობს, რომ თუნდაც "ყველაზე ცუდი სცენარი" განვითარდეს და "მაესტრო" ხელისუფლების გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, მაყურებელი მაინც შეძლებს წინასაარჩევნოდ განსხვავებული ინფორმაციის მიღებას, რადგან, მისი თქმით, სიტუაციას "რუსთავი 2" დააბალანსებს.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2016
ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30 წლის მამაკაცი ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. ცხედარი, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დილით აღმოაჩინეს.
|
ლიკა ამირაშვილი 06.02.2016
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. 1-ლ თებერვალს ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმოს ხელმძღვანელობამ ეს ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2016
"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალი იპოვეს. სამართალდამცველები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა.
|
ნათია ლომიძე 06.02.2016
ზამთარი ის პერიოდია, როდესაც გათბობა ოჯახის ნომერ პირველი საზრუნავია. წლევანდელი წელი ამ მხრივ განსხვავებულია. როგორც ირკვევა, ხალხი ცდილობს, სხვა პირველადი მოხმარების საგნებთან ერთად, უარი თქვას გათბობაზეც და ამ მხრივ ეკონომია გააკეთოს. მათი შემოსავალი ვერ უძლებს იმ ხარჯს, რაც ყოველთვიურად კომუნალური გადასახადების სახით აქვთ დასაფარი.
|
ელზა წიკლაური 06.02.2016
ჯანდაცვაში ფასის ზრდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფასის საერთო დონე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა, ჯანდაცვაში კი ამ მაჩვენებელმა 24,4% შეადგინა. არაოფიციალურად კი, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების ჩათვლით, მთლიანად 40-45%-ით გაძვირდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 06.02.2016
საქართველოს ენერგოსექტორისთვის საჭირო მოცულობის გაზის მიღების პერსპექტივა ისევ უცნობია. "გაზპრომთან" მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ როდის, არ ვიცით. ენერგეტიკის სამინისტროს "შაჰ-დენიზის" კონსორციუმის იმედიც აქვს, მაგრამ რამდენად საიმედოა ეს იმედი, არ ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ კერძო სექტორს, მათ შორის თბოსადგურების მფლობელებს, ალტერნატიული, დამატებითი გაზის წყარო სჭირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|