მაკა ხარაზიშვილი 11.02.2016
ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წლის დონეს დაუბრუნდა. ფაქტობრივად ქვეყანას, ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. მიზეზად კი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაცია და ეკონომიკური ვარდნა განიხილება. სპეციალისტების აზრით, თუკი მთავრობა ბიზნესთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, წელს ექსპორტი მცირედით გაიზრდება, თუმცა სერიოზული წინსვლა მოსალოდნელი არ არის.
|
რეზონანსი 11.02.2016
ნინი ხარაშვილი
ძიუდოში არსებულ პრობლემებზე პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა პარლამენტის სპორტის კომიტეტში ისაუბრა. როგორც ზვიადაური "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, ამის თქმა მაშინ გადაწყვიტა, რაც სპორტსმენებს ესაუბრა. ზვიადაური სპორტის სამინისტროს მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ ფაქტზე და ასევე დასძენს, რომ კომიტეტის სხდომაზე კიდევ სხვა დეტალებსაც გამოიტანს სააშკარაოზე.
|
თაკო მათეშვილი 10.02.2016
უკვე ცნობილია, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო მაპ-ს ვერ მიიღებს. ამაზე გაკეთებული ღია განცხადების შემდეგ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა საქართველო მზად ალიანსში გასაწევრიანებლად, შეიცვალა და იგი ახლა შემდეგნაირად ჟღერს - არის თუ არა თავად ნატო მზად საქართველოს მისაღებად?
|
ეკატერინე ბასილაია 10.02.2016
"ქართული ოცნების" წევრების უმეტესობაში თანხმობაა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. კანონპროექტი უკვე არსებობს, თან როგორც აღმოჩნდა, ორი, მაგრამ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხელმოწერა არ შეგროვებულა.
|
ნინო ქეთელაური 10.02.2016
თბილისის 7-მდე პარკი შადრევნებიდან გადმოღვრილი წყლით მოირწყვება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისი მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია "თბილისის შადრევნების" დამფუძნებელმა, მოქანდაკე ირაკლი ჟვანიამ მერიას შადრევნების წყლის გამოყენებისკენ მოუწოდა.
|
სალომე სარიშვილი 10.02.2016
"რაც უფრო ხისტად მივაწვებით ნატოში გაწევრიანების იდეას, მით უფრო მეტი იქნება სილის გალაწუნების პრაქტიკა, რასაც მხოლოდ რუსული ძალის გააქტიურება მოჰყვება. ევრაზიული კავშირის მომხრეთა გაზრდის რაოდენობის საფრთხე სწორედ არასწორად დასმულ საკითხებს უკავშირდება.
|
აკაკი გვიმრაძე 10.02.2016
"საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საუკეთესო მეზობელი, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი არ გაგვაჩნია. არ არსებობს რამე გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა.
|
თიკო ოსმანოვა 10.02.2016
"ტელევიზიების გარშემო პოლიტიკური ინტერესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მედიის წარმომადგენელთა მორალური სიმტკიცე სწორედ იმით განისაზღვრება, რომ ემსახურონ ქვეყანას.
|
მარი ჩიტაია 10.02.2016
ლარის გაუფასურების პარალელურად, უბნის მაღაზიებში ნისიების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. მაღაზიების მფლობელები არ მალავენ, რომ ბრუნვა გაუნახევრდათ. ზოგიერთ მათგანს კი იმდენად გაუჭირდა, რომ დაიხურა ან დახურვის ზღვარზეა.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.02.2016
ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ. უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.
|
მარიამ აფციაური 10.02.2016
მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური გადასახადები გაეზარდა. მათი ანგარიშით, სხვაობა შარშანდელ ზამთრის სეზონათან შედარებით, 15-20%-ია. რესპონდენტები დენის გაძვირების გარდა, სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის მატებასაც უჩივიან. პარალელურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომუნალური ტარიფების მატება საკვების ფასზე აისახება.
|
მარი ჩიტაია 10.02.2016
მედიკამენტები საქართველოში უმართებულოდ ძვირი ღირს. დრო და დრო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს წამლების მოსალოდნელი გაიაფების შესახებ ფარმაცევტული ბაზარი ყოველთვის საწინააღმდეგოდ პასუხობს. აღმოჩნდა, რომ წამლის ფასი მუდმივად მატულობს და ნებისმიერი დაკვირვებული მომხმარებელი ამ პროცესს ადვილად ამჩნევს.
|