მაკა ხარაზიშვილი
23.02.2016

 მეორადი საბურავები მთელი საქართველოს პრობლემად იქცა. ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური ნაგავსაყრელი, გადამამუშავებელი საწარმო. ეს პრობლემა, ფაქტობრივად, იგნორირებულია ხელისუფლებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი ადგება გარემოს და იზრდება ავარიის რისკიც. გარემოს დაცვის სამინისტროში ისიც კი არ იციან, სად იყრება ასეულ ათასობით გამოუსადეგარი საბურავი.

ელზა წიკლაური
23.02.2016

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტებიდან რეალურად მხოლოდ 21% მოუშაობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 629 ათასი კომპანიიდან აქტიური მხოლოდ 130 ათასია. თუმცა სპეციალისტების გათვლებით, ეს ციფრიც გადაჭარბებულია, რამდენადაც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ დღეს ქვეყანაში 60-65 ათასზე მეტი კომპანია მუშაობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტებიდან რეალურად მხოლოდ 10-11% ახერხებს საქმიანობას.

მარი ჩიტაია
23.02.2016

 ქართველი მომხმარებელი გაყინულ პროდუქტს მასობრივად მოიხმარს. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. დახლებზე ასეთი პროდუქტის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და მოთხოვნაც თითქმის ყოველდღიურად მატულობს.

მარი ჩიტაია
23.02.2016

ბოლო დროს თბილისში იაფი ტანსაცმლის მაღაზიები შესამჩნევად მომრავლდა. ზოგ შემთხვევაში ფასი იმდენად მიზერულია, რომ მაღაზიას წამახალისებელი აქციის მოწყობა არც სჭირდება, სიიაფე ისედაც იზიდავს მომხმარებელს.

მაკა ხარაზიშვილი
23.02.2016

 ტყიბულელი მაღაროელები გაფიცვას არ წყვეტენ და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მათი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების შექმნაა. "ჯი-აი-ჯი ჯგუფში" კი აცხადებენ, რომ გაფიცულების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ.

მარი მგალობლიშვილი
23.02.2016

 გიორგი აბურჯანია იანვარში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "ხიმნასტიკში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ესპანურ კლუბში უკვე შედგა.

ეკატერინე ბასილაია
22.02.2016

 "პარტია "ქართულ ოცნებაში" არის ძალიან ბნელი საბჭოთა წარსულის მქონე, ნაცრისფერი ადამიანების გარკვეული წრე, რომლებიც ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე არ იცოდეს. ისინი ხალხთან ვერ გავლენ და ვერ დაელაპარაკებიან, მათთვის ხმა არავის მიუცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ლობირებენ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ და ყველა თანამდებობაზე ადამიანებს ისინი ნიშნავენ. მათ შეძლეს, ივანიშვილისაგან ძალიან ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ჩამოეშორებინათ," - ამ ბრალდებებს უყენებს თანაგუნდელების ერთ ნაწილს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და მის წინააღმდეგ ერთწლიან მიზანმიმართულ დისკრედიტაციაშიც სწორედ ამ ადამიანებს ადანაშაულებს.

სალომე სარიშვილი
22.02.2016

 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა მხარეებს შორის 19 თებერვალს შედგა.

ნინო ქეთელაური
22.02.2016

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა ადგილობრივებს რამდენიმე დღე ქართული პირადობის მოწმობითაც შეეძლოთ. ენგურის ცენტრალურ ხიდზე აფხაზი და რუსი "მესაზღვრეები" ე.წ საშვს აღარ ითხოვდნენ და მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გარეშე აძლევდნენ მიმოსვლის უფლებას.

თიკო ოსმანოვა
22.02.2016

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი "რესპუბლიკისათვის" სახელის გადარქმევასა და რუსეთის შემადგენლობაში მისი შესვლისათვის "საკონსტიტუციო საფუძვლის" შექმნას გეგმავს. ამ მიზნით ცხინვალში "რეფერენდუმი" ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, 2 კითხვა იქნება დასმული:

ელზა პაპოშვილი
22.02.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კოალიციაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. გოგი თოფაძის განცხადებები მხოლოდ პირადი უთანხმოებაა. მის თქმით, თოფაძე თავდაცვის მინისტრზე თავდასხმით ანტისახელმწიფოებრივ საქციელს სჩადის. ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.

გვანცა ღვედაშვილი
22.02.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის გასულ კვირას დაწყებული დაპირისპირება ისვე გრძელდება. აღნიშნულ დავაზე პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებამდე კომენტარის გაკეთებისგან "ქართულ ოცნებაში" თავს იკავებენ. ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს დაპირისპირება არავითარი შედეგის მომტანი არ შეიძლება იყოს, რადგან საბოლოოდ არც ერთი დაპირისპირებული მხარე კოალიციიდან თავისი ნებით არ გავა, რადგან ამით მომავალი პარლამენტის შემადგენლობაში მათი ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×