ელზა წიკლაური 01.03.2016
გაუფასურებული ლარი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული საბანკო სექტორი, ხშირად მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად ბაზრისთვის ლარის დიდი ოდენობით მიწოდება, გადაწყვეტილების პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიღება - ეკონომისტების შეფასებით სწორედ ასეთი იყო ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მმართველობის ბოლო 3 წელი. ქადაგიძე წავიდა, რა ელის ლარს და რა შეიცვლება ფინანსურ ბაზარზე? კონკრეტული პასუხის გაცემა სპეციალისტებს უჭირთ. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება და გამყარებისკენ წავა.
|
ელზა წიკლაური 01.03.2016
საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში მგზავრობის ტარიფი არ შემცირებულა. მოსახლეობა როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში გადაადგილებისას ისევ იმდენს იხდის, რასაც თუნდაც 2 წლის წინ, როდესაც ბენზინის და დიზელის ღირებულება 2 ლარს აჭარბებდა. დღეს კი ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 1,10-1,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიებში ამბობენ, რომ დღეს არსებული ტარიფის შემცირებაც უჭირთ, გაიაფებაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.03.2016
უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება.
|
მარი ჩიტაია 01.03.2016
საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად, სეზონურ მუშახელზე მოთხოვნამ მოიმატა. რეგიონებში ამბობენ, რომ თადარიგს უკვე იჭერენ, რადგან სეზონზე მუშის დაქირავება გაუჭირდება. ფასში სხვაობა დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა მძიმე სამუშაოების შესრულება წელს გაცილებით ძვირია და ზოგიერთ რეგიონში 1 დღის გასამრჯელომ 50 ლარს გადააჭარბა. შარშან ხალხი ფულს იხდიდა და მუშას ვერ შოულობდა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო.
|
მარიკა გოგოხია 01.03.2016
საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში მახინჯ ტრადიციას არ ღალატობენ და ფულის შეგროვებას აგრძელებენ. რამდენიმე წლის წინ მას "ფონდის ფული" ერქვა. ამჯერად შეგროვების ფორმა აბსოლუტურად უცვლელი დარჩა, თანხა გროვდება ყველაფერზე: ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, დამლაგებლისთვის, ფარდისთვის (უმეტესწილად, სასწავლო წლის დასაწყისში), დღესასწაულებზე პედაგოგის საჩუქრისთვის, დაბადების დღეებზე და სხვა.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.03.2016
მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას წელსაც ელოდება. მთავრობამ კი 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლოს უცერემონიოდ გააუქმა. ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის დონე შეიცვალა ან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაპირებისამებრ შემცირდა. უბრალოდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ 2 წელიწადში, ამ პოპულისტური გადაწყვეტილების გამო, ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი წყალში ტყუილად გადაყარა. მძიმე სოციალურ ყოფაში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის კი ეს დახმარებაც შვება იყო.
|
მარი მგალობლიშვილი 01.03.2016
პორტუგალიური "პორტუსა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასმა დიდი ხნის თანამშრომლობის შემდეგ მადრიდის "რეალი" დატოვა.
|
რეზონანსი 29.02.2016
არჩილ შუბაშვილი
სპეციალურად "რეზონანსისთვის " ბერლინი-თბილისი
ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა ყოველთვის კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ასე იყო ამჯერადაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ბერლინალე", სხვა დიდი საერთაშორისო ფესტივალებისგან განსხვავებით, მძაფრი სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით გამოირჩევა. გასაკვირი არ არის, რომ წელს ფესტივალის მთავარ პოლიტიკურ თემას ემიგრაციის პრობლემა წარმოადგენდა. კონკურსის გარდა ფილმებს აქ რამდენიმე პარალელური პროგრამითაც აჩვენებენ. მსოფლიო კინოს "პანორამა", "ახალგაზრდა კინოს ფორუმი", გერმანული კინოს პერსპექტივები, რეტროსპექტივები - ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელთა საშუალებით ფესტივალის სტუმრებს საერთო ჯამში 432 ფილმის ნახვა შეეძლოთ. ოფიციალური პროგრამით 25 ფილმი აჩვენეს, აქედან 18 საკონკურსოდ იყო წარდგენილი. სწორედ ამ 18 ფილმიდან უნდა გაეკეთებინა არჩევანი ჟიურის, რომელსაც საყოველთაოდ აღიარებული ამერიკელი კინოვარსკვლავი მერილ სტრიპი ხელმძღვანელობდა.
|
ლიკა გურაბანიძე 29.02.2016
სომხეთის ოპოზიციური პარტიის "ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან".
|
მამუკა ნაცვალაძე 29.02.2016
შაბათს "მიხეილ მესხზე" გაიმართა "რაგბი ევროპის" მიმდინარე გათამაშების მესამე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. "ბორჯღალოსნებმა" იბერიული დერბი ისევ დამაჯერებლად მოიგეს 38:7 და პრემიალური ქულაც მიითვალეს.
|
თიკო ოსმანოვა 29.02.2016
ცნობილი რუსი ექსპერტის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, მალე შესაძლოა, აფხაზეთმა "საკუთარი დამოუკიდებლობით ვაჭრობა" დაიწყოს მოსკოვთან ან თბილისთან. თბილისში ასეთ პერსპექტივას არარეალურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზები თუნდაც ფსევდო დამოუკიდებლობას ავტონომიაზე არ გაცვლიან.
|
ეკატერინე ბასილაია 29.02.2016
ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვებმა, სადაც ადამიანები უკვე ორ კვირაზე მეტია მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ისინი მუშებად ჩათვალონ და არა მონებად და ადამიანური ხელფასი ჰქონდეთ, ის შედეგი მოიტანა, რომ ახლა ტყიბულის მოვლენები საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ეს პროტესტი ერთი ქალაქის "ორთქლის გამოშვებად" დარჩება, თუ ქვეყანაში დიდი სოციალური საპროტესტო მოძრაობის დასაწყისად გადაიქცევა, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა ამგვარ ნიშნებზეც უკვე ბევრი მიუთითებს.
|
|