ელზა პაპოშვილი
02.03.2016

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სკოლის მასწავლებელი დააკავა. 54 წლის მამაკაცს ბრალად ედება სექსუალური ძალადობა 6, 12 და 14 წლის გოგონებზე.

ელზა პაპოშვილი
02.03.2016

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი. რამდენიმე თვის წინ საკუთარი დედის ცემისთვის დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამუკა ნაცვალაძე
02.03.2016

 საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში მნიშვნელოვან სპარინგებს ატარებს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ტურნეს მესამე მატჩი გამართეს. ჩვენი 20-წლამდელები მონტევიდეოში, მასპინძელ "ტერიტოსს" (ურუგვაის 20 წლამდელთა ნაკრები) შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დათმეს შეხვედრა 19:21.

ვახტანგ შამუგია
02.03.2016

 17-დან 25 წლამდე 600 ახალგაზრდა მეწარმეობასა და ბიზნეს-გეგმების შედგენას უფასოდ შეისწავლის.

მარიამ აფციაური
02.03.2016

ბოლო პერიოდში სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა მატულობს. რესპონდენტებმა ჩვენთან საუბრისას მიმართვის მატების მიზეზად უმუშევრობის მატება, შემოსავლების შემცირება და დანახარჯების ზრდა დაასახელეს. განსაკუთრებით დიდია იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსს მიღმა დარჩენილები სხვადასხვა უწყების მისამართით წერენ.

მაკა ხარაზიშვილი
02.03.2016

 მთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება. ცვლილებები შევა მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, შემუშავდება მიწების აზომვის ერთიანი სტანდარტი.

ელზა წიკლაური
02.03.2016

 ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დასრულდება და თანაც "საქართველოსთვის სასურველი შედეგით". როგორც კახა კალაძე აცხადებს, საბოლოოდ "მივიღებთ, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ქვეყანას". საქართველოსთვის მისაღები კი არსებული სტატუს-კვოს მეტ-ნაკლებად შენარჩუნება იქნება.

მარი ჩიტაია
02.03.2016

თბილისის მეტროს თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა და ხმაურიანი პროტესტი მეტროს თანამშრომელთათვის მაგალითი აღმოჩნდა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ განიხილავენ მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და დასაქმებულთა მოთხოვნებს და პოზიციას დროულად დააფიქსირებენ.

მარიამ ხიდაშელი
02.03.2016

სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიმართ პრეტენზიები მატულობს. ერთია ის, რომ მოსახლეობაში საკუთარი უფლებების დაცვის კულტურა იზრდება. ამასთანავე, მომხმარებელმა უკეთ გაიგო, რომ სხვადასხვა სფეროში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დამცველი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პრობლემით მიმართოს და დახმარების აღმოჩენა სთხოვოს.

ეკატერინე ბასილაია
01.03.2016

 კოალიციიდან არავინ გაირიცხება და არაკორექტული განცხადებები ორივე მხრიდან უნდა შეწყდეს - ასეთია ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრისას დეპუტატების მისამართით გაგზავნილი მესიჯი, სავარაუდოდ, ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან.

თაკო მათეშვილი
01.03.2016

 "თანამედროვე მონობის მოდელი," - ასე უწოდებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტყიბულელი მეშახტეების მდგომარეობას და აცხადებს, რომ ამაში დამნაშავე სახელმწიფოცაა და პროფკავშირებიც.

თიკო ოსმანოვა
01.03.2016

 "ეროვნულმა ფორუმმა," შესაძლოა, "ქართული ოცნება" დატოვოს - მარტში პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც "ფორუმის" მომავალ ბედზე იმსჯელებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×