მაკა ხარაზიშვილი
05.03.2016

 ამიერიდან საქართველო აზერბაიჯანიდან 2,656 მლრდ კბ/მ გაზს მიიღებს. საქართველოს მთავრობა დამატებითი გაზის მიღებაზე ისევ "სოკარს" შეუთანხმდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანული კომპანია გაზგასამართი სექტორებისთვის ბუნებრივი აირის ფასს შეამცირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება სხვა კომპანიებთანაც გრძელდება. მცირდება სოციალური გაზის საფასურიც, თუმცა ხელისუფლება ლარის დევალვაციის მომიზეზებით ტარიფის სუბსიდირებას ისევ ძალაში ტოვებს.

მაკა ხარაზიშვილი
05.03.2016

იანვარის მშპ-ის მაჩვენებელმა საქართველოს ეკონომიკის 3%-მდე გაზრდა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეკონომისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ - თუ დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები შემოვიდა, შეიძლება ეკონომიკა 5%-მდეც გაიზარდოს, ხოლო თუკი მთავრობის იმედებმა ამჯერადაც არ გაამართლა, დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებაც კი პრობლემა იქნება.

მარი ჩიტაია
05.03.2016

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას კანონმდებლობა დაარეგულირებს. ცვლილება, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზეც აისახება. სპეციალისტების ვარაუდით, მიკროსაფინანსოებს არ ექნებათ ზემოგების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რეგულაციები კერძო გამსესხებლებსაც დაუწესდეთ.

ლიკა გურაბანიძე
05.03.2016

 ექიმების თქმით, სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის კანი კარგად უნდა იყოს დატენიანებული. წყალი შეადგენს კანის 70 პროცენტს, ხოლო კანის ზედაპირული რქოვანა შრის 10-20 პროცენტს. რქოვანაშრის ფუნქცია მისი ქვემდებარე ქსოვილების დაცვაა.

მამუკა ნაცვალაძე
05.03.2016

 "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ინგლისელმა გულშემატკივართა ხმების 51% მიიღო. მეორე ადგილზე გასული სოფიან ფეგული ("ვალენსია", 20%) და მესამეადგილოსანი კოუტინიო ("ლივერპული", 15%) უფრო მოგრძალებული შედეგით გამოირჩნენ.

რეზონანსი
05.03.2016

 სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ FabLab-ბიზნესინკუბატორები -FabLab GTU და FabLab TSU,FabLab-ების საერთაშორისო გაერთიანების http://www.fabfoundation.org/fab-labs/ წევრები ხდებიან.

ეკატერინე ბასილაია
04.03.2016

 პრემიერის გამაფრთხილებელი განცხადების გამო პრემიერსა და "რესპუბლიკელებს" შორის საგანგებოდ ჩანიშნული შეხვედრა შედგა და ახალი არაფერი თქმულა - კოალიცია ისევ ერთიანია - არც თინა ხიდაშელი ტოვებს მინისტრობას, არც "რესპუბლიკელები" კოალიციას და დიდი ალბათობით გოგი თოფაძეც მათ თანაგუნდელად რჩება.

თაკო მათეშვილი
04.03.2016

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის საკმაოდ მწვავე განცხადებას, კოალიციაში არსებული დაპირისპირების თაობაზე, დროულს უწოდებს და ამბობს, რომ კვირიკაშვილი ვალდებულიც კი იყო ასეთი განცხადება გაეკეთებინა.

ელზა პაპოშვილი
04.03.2016

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებმა" გიორგი კვირიკაშვილის მიერ დადგენილი შეთანხმება დაარღვიეს, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა და ფიქრობს, რომ "რესპუბლიკელები" ამ განცახდების შემდეგ თუკი კოალიციას დატოვებენ, ეს მათივე ინტერესებს დააზარალებს.

ვახტანგ შამუგია
04.03.2016

 რუსეთის სამხედრო აქტივობა უჩვეულოდ გაიზარდა კავკასიის რეგიონში. სამხრეთის სამხედრო ოლქში, ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსული სამხედრო ბაზებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ათზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო სწავლება გაიმართა.

მარი მგალობლიშვილი
04.03.2016

 39 წლის პატრიკ კლიუვერტმა ბუცები ლურსმანზე უკვე დიდი ხანია ჩამოკიდა და ახლა ის მზადაა მწვრთნელად იმუშაოს.

თიკო ოსმანოვა
04.03.2016

 "გარე ძალებზე საუბარი სისულელეა. ახლა "ოცნებაში" ჩვეულებრივი ფინანსურ-კლანური დაპირისპირება მიდის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "რესპუბლიკურ პარტიასა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×