ელზა პაპოშვილი
28.03.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ და ფარული ჩანაწერებით მათი დაშანტაჟების საშიშროება არსებობს, თანამდებობიდან ისე უნდა გადადგნენ, რომ ეს საჯაროდ არ გახმაურდეს.

ვახტანგ შამუგია
28.03.2016

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ახალი ფაზა იწყება - რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერის შედეგად სამთავრობო ჯარებმა მთელ რიგ უბნებზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს და ახლა შეტევაზე გადადიან. ამაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების 1/5-ზე მეტის დაკარგვა ნათლად მეტყველებს.

ნინო ქეთელაური
28.03.2016

 თბილისში ტრამვაის აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს - ამ თემაზე საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილსა და საინიციატივო ჯგუფ "თბილისი ტრამვაის" შორის შეხვედრაც შედგა.

ლიკა ამირაშვილი
28.03.2016

 საქველმოქმედო ღონისძიება ძმები ღეჩუაშვილების დასახმარებლად 2 აპრილს სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ნეტაი ძმათა მრავალთა" ექიმის და ავტორ-შემსრულებლის ნატა ღეჩუაშვილის ინიციატივით ეწყობა. ღონისძიების მიზანი 6 ძმის დახმარებაა, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობენ.

გვანცა ღვედაშვილი
28.03.2016

 "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე სოსო ვახტანგაშვილი "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დატოვება-არდატოვების შესახებ გადაწყვეტილებას 3 აპრილს დანიშნულ ყრილობაზე მიიღებენ.

ეკატერინე ბასილაია
28.03.2016

ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად აქტიური მზადება დაიწყეს - "რესუბლიკაში" 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით 12 გუნდის თამაშები გაიმართება.

ია აბულაშვილი
28.03.2016

 ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული კულტურის ისტორიაში მთარგმნელობით საქმიანობას. ამ თემის გაშლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ - ვინ იდგა საქართველოში მხატვრული თარგმანის სათავეებთან.

მამუკა ნაცვალაძე
28.03.2016

 2016 წელი საინტერესოდ დაიხუნძლა ქართველი "ბორჯღალოსნებისათვის". მილტონ ჰეიგის რაზმი ექვს ტესტს გამართავს, რაც უდავოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ქართული რაგბის განვითარების თვალსაზრისით.

თაკო მათეშვილი
26.03.2016

 "თავმოყვარეობადაკარგული პროკურატურა ვერ ახერხებს, ევროპელი პროკურორები თავის სიმართლეში დაარწმუნოს," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღების კომენტირებისას და დასძენს, რომ შესაძლოა, საქმე მაღალჩინოსნების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნების არარსებობასთანაც გვქონდეს.

ელზა პაპოშვილი
26.03.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს შიდა ან გარე პოლიტიკური ძალა გარკვეული კომპრომატებით უკვე აშანტაჟებდეს, რის გამოც ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ამიტომაც მეჭიაური ამ ადამიანებს ურჩევს თანამდებობები დატოვონ.

თიკო ოსმანოვა
26.03.2016

 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს. შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ნინო ქეთელაური
26.03.2016

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბოლო დღეებში გამორიყული მკვდარი დელფინების რაოდენობამ უპრეცენდენტოდ მაღალ რიცხვს მიაღწია. სპეციალისტები ამის მთავარ მიზეზად მორბილვირუსულ ინფექციას ასახელებენ, რაც თავის მხრივ ზღვის წყლის დაბინძურების ხარისხთანაა კავშირში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×