მარი მგალობლიშვილი 29.03.2016
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ფეხბურთი საზოგადოებისთვის.
|
ნინო ქეთელაური 29.03.2016
ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად ცხოველების და ფრინველების პირველი ნაკადი მიიღო - 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც საჩუქრად რიგის ზოოპარკმა გამოგზავნა.
|
თიკო ოსმანოვა 29.03.2016
"პარტია "ქართული ოცნების" საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არ არის პარტია "რესპუბლიკელების" მხარდამჭერი. უფრო მისი მოწინააღმდეგეა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლას პოზიტიურად აფასებს.
|
თაკო მათეშვილი 29.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გამორიცხავს, რომ "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში მათთან ერთად ალიანსი ჩამოაყალიბონ და არჩევნებში ერთად იბრძოლონ. აცხადებს, რომ ეს იდეის დონეზეც კი არ განიხილება.
|
სალომე სარიშვილი 29.03.2016
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. როგორც "რეზონანსს" ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, გამოცდების ახალი ფორმატით ჩაბარება აბიტურიენტებს, პედაგოგებს, მაგისტრობისა და სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველებს მოუწევთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.03.2016
ეროვნული ვალუტა ისევ დევალვაციის გზას დაადგა. მარტში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალის გეგმის შესასრულებლად ერთბაშად 1 მილიარდი ლარი უნდა დაეხარჯა. ბოლო პერიოდში მიმოქცევაში ლარის მასა ისევ გაიზარდა, რამაც, გარკვეულწილად, ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა. ეკონომისტების აზრით, ამ დროისთვის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გამყარების გზას დაადგება.
|
მარი ჩიტაია 29.03.2016
სამომხმარებლო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ქართული ბოსტნეული და ხილი თითქმის არსად გვხვდება. ყველგან მასობრივად უცხოური ნაწარმი იყიდება. ხშირია შემთხვევა, როცა მოვაჭრეები შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს ქართულ პროდუქტად ასაღებენ, მაგრამ რეალურად არც ერთი მათგანი ადგილობრივი ნაწარმი არ არის. მომხმარებელიც ყიდვისას ხშირად ტყუვდება.
|
ელზა წიკლაური 29.03.2016
ევროპის სახელმწიფოების ანალოგიურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2010-2015 წლებში ასეთი თხოვნით უკრაინის, ერაყის, სირიის და სხვა ქვეყნების 4695-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 1273-მა პირმა მიიღო. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, ყველა დანარჩენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ევროპაში კი, გაეროს მონაცემებით, მიგრანტთა რაოდენობამ შარშან ერთ მილიონს გადააჭარბა.
|
მარი ჩიტაია 29.03.2016
საქართველოში ხალხურ მედიცინაზე მოთხოვნამ, წინა წელთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. სახალხო მკურნალების ინფორმაციით, მცენარეული წამლების მომხმარებელი, ძირითადად, ის სეგმენტია, რომელიც მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავს და ქიმიური მედიკამენეტების აქტიური მოხმარებისგან თავს იკავებს.
|
აკაკი გვიმრაძე 28.03.2016
"ევროპულ მაღაზიებში თქვენ უკვე შეხვდებით ქართულ თხილს, კივის, თაფლს, მოცვს... ახლა გვინდა, რომ თევზის მიმართულებაც გავხსნათ.
|
თაკო მათეშვილი 28.03.2016
გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ისევ "ქართული ოცნების" საარჩევნო სია იყო მოქცეული, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა არ წყდება. გაკეთდა განცხადებები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზეც.
|
თიკო ოსმანოვა 28.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ფარული მიყურადება და თვალთვალი დღესაც გრძელდება.
|