თაკო მათეშვილი
01.04.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი კოალიციის ყველა სუბიექტს აქვს, თუკი ისინი საარჩევნო კამპანიას სწორად წარმართავენ.

ია აბულაშვილი
01.04.2016

 გასული საუკუნის 20-30 იან წლებში ქართველი გენერლის, ზაქარია მდივნის წარმატებული შვილების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ბევრი იწერებოდა, რადგან მათი ცხოვრება და საქმიანობა ძალიან ბევრ გამოჩენილ ადამიანთან იყო დაკავშირებული. სწორედ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ამ ოჯახის საინტერესო ისტორიიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი.

მარი ჩიტაია
01.04.2016

 წინასაარჩევნოდ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გახშირდება. წლის პირველ კვარტალი არც კი დასრულებულა და უკვე რამდენიმე სრულმასშტაბიანი აქციის მომსწრე გავხდით. ფოთში, რუსთავში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ზუგდიდში აქციები მძიმე მრწეველობასა და ტრანსპორტის სფეროებში დასაქმებულებმა მოაწყვეს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ფოსტასა" და ზესტაფონის მუშები გაიფიცონ.

მაკა ხარაზიშვილი
01.04.2016

 შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, საგადასახდელო ბალანსი 103 მილიონი დოლარით, ხოლო მეოთხე კვარტალთან თითქმის 200 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ეს დადებითი ტენდენცია ეროვნული ვალუტის კურსს არ დასტყობია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც ვალუტის დევალვაციაზე გავლენას ახდენდა.

მაკა ხარაზიშვილი
01.04.2016

2015 წელს საქართველოში რუსული ინვესტიციები 41%-ით შემცირდა. ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩრდილოეთის კომპანიებიც კი აშკარა პასიურობას იჩენენ. რამდენიმე დღის წინ ჯერ რუსულმა კომპანია "ვიმპელკომმა" თქვა "კავკასუს ონლაინზე" უარი, შემდეგ "ინტერ რაო ეესმა" მის მფლობელობაში არსებული მე-9, მე-10 ბლოკები "საქართველოს ინდუსტრიულ" ბლოკს გადაულოცა. ამ პროცესების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - გადის თუ არა რუსული კაპიტალი საქართველოდან? ენერგეტიკული და ინტერნეტბაზარი საქართვლოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია.

მარიამ აფციაური
01.04.2016

 მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებს პრობლემა არ ასცდებათ. არ არის გამორიცხული, ტურისტების მზარდ ნაკადს აეროპორტებმა 4-5 წლის მერე ვეღარ გაუძლოს. 20%-იანი ზრდის პირობებში კი თბილისის აეროპორტს პრობლემა მგზავრთა ტევადობის კუთხით, შესაძლოა, უკვე 2017 წელს დაუდგეს.

თაკო მათეშვილი
31.03.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი კოალიციის დაშლას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ რეალურად ქვეყანას ახლა ძლიერი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ისარგებლებს.

გვანცა ღვედაშვილი
31.03.2016

 "სითი პარკს" იმ საპარკინგო ადგილებს ჩამოართმევენ, რომლებიც ქვეითებს გადაადგილებაში ხელს უშლის. აგრეთვე იგეგმება მრავალსართულიანი პარკინგების აშენება. ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ავრცელებს. მისივე თქმით, "სითი პარკს" პარკინგისთვის გამოყოფილი 1500-მდე ადგილი ეტაპობრივად ჩამოერთმევა.

სალომე სარიშვილი
31.03.2016

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი დაძაბული ვითარების შედგომ, თსუ-ის რექტორმა ლადო პაპავამ უნივერსიტეტის აკადამიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. ეს გადაწყვეტილება პაპავამ პირადი მოტივით ახსნა და განაცხადა, რომ მიუხედავად მანამდე მისი ამ საკითხისადმი პრინციპული დამოკიდებულებისა, ამ აზრამდე თსუ-ში მიმდინარე პროცესის გაანალიზების შემდგომ მივიდა. პაპავას მოთხოვნა აკადემიურმა საბჭომ გუშინვე დააკმაყოფილა. თუმცა მისი შემცვლელის არჩევამდე, ამ თანამდებობაზე კვლავ ლადო პაპავა დარჩება.

ეკატერინე ბასილაია
31.03.2016

 ევროკავშირისგან შეპირებული ვიზალიბერალიზაციის ზაფხულში მიღების მოლოდინი ბოლო დღეებში ერთგვარი სპეკულაციის საგანი გახდა. კითხვები და კრიტიკა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლის რამდენიმე დღის წინანდელ იმ განცხადებას მოჰყვა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული. ამ განცხადებამ საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

თიკო ოსმანოვა
31.03.2016

 "თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინაც ჩაერევა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის საჭიროებას..." - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, კოალიციაში ახლა კვოტების გადანაწილებაზე მიმდინარეობს ვაჭრობა, კოალიციის დატოვებას კი რეალურად არც ერთი პარტია არ აპირებს.

ია აბულაშვილი
31.03.2016

 "დღევანდელი საარჩევნო გარემო არაფრით განსხვავდება სხვა წინასაარჩევნო პერიოდისგან, რადგან პოლიტიკური პარტიები მკაცრად გამოკვეთილ პოზიციებზე არ დგანან და კვლავ რაღაც გაერთიანებაზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, დამოუკიდებლად აკრიბონ ძალა და სერიოზულ მოთამაშეებად იქცნენ. ეს საერთო ნიშანი წელსაც ძალაშია, განსხვავება მხოლოდ დაპირისპირების ფორმაშია" - აცხადებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×