თიკო ოსმანოვა
09.04.2016

 მიგრანტების დიდი ნაკადის გამო ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკას ცვლის. თუმცა, როგორც საქართველოში ირწმუნებიან, ეს ცვლილება საქართველოს არ შეეხება და ზაფხულს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაბრკოლების გარეშე ამოქმედდება.

გვანცა ღვედაშვილი
09.04.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, რომ მზად არის ნატოზე უარი თქვას, თუკი ის საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდება.

თაკო მათეშვილი
09.04.2016

 "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების" გარდა კოალიციაში შემავალი პარტიებიდან დამოუკიდებლად ბარიერს ვერავინ გადალახავს," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ დანარჩენი პარტიები, თუკი ივანიშვილმა ისევ არ მიიკედლა, უბრალოდ, გაქრებიან.

მაკა ხარაზიშვილი
09.04.2016

 კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების 1,4 მილიარდი ლარი ინახება. ამ დროს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევა არ არსებობს. რომელიმე ბანკის გაკოტრების შემთხვევაში შეიძლება მეანაბრეების თანხა დაიკარგოს.

მაკა ხარაზიშვილი
09.04.2016

 გარდაბანში მზის, ხოლო გორთან ქარის ელექტროსადგურები აშენდება. ალტერნატიული ენერგეტიკა ნელ-ნელა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არის პოტენციალი, რომ ქარის გამოყენებით 4 მლრდ კვტ/სთ-ით ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო მზის გამოყენებით - 1,5-2 მლრდ კვტ/სთ ენერგია.

ნათია ლომიძე
09.04.2016

 სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და არა მარტო სტუდენტები, დამსაქმებელი კომპანიების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. ამის მთავარი მიზეზი მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიებია, სადაც სამუშაო გამოცდილება ასაკთან შეუსაბამოა. ამგვარი მოთხოვნები კი მიზეზია იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრთა რაოდენობა არ იცვლება.

მარი ჩიტაია
09.04.2016

ლარის გამყარება სამომხმარებლო ბაზარზე რატომღაც არ აისახება. იმპორტიორები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ცვლილებებს არ გეგმავენ. წელიწად-ნახევრის წინ, როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო და პროდუქტი გაძვირდა, ითქვა, რომ გაიაფება გაჭირდებოდა. ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ზემოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესში ფასის შემცირებაზე არავინ ფიქრობს. ზოგიც რეალობას იმდენად მოსწყდა, რომ გაიაფების ნაცვლად, პროდუქტს თვითნებურად აძვირებს.

ლიკა გურაბანიძე
09.04.2016

 მეცნიერთა აზრით, ყოველდღიურად საშუალოდ 11 საათის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში ყოფნა ადრეული სიკვდილის რისკს 40%-ით ზრდის იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში დღეში მხოლოდ 6 ან ნაკლებ საათს ატარებენ.

მამუკა ნაცვალაძე
09.04.2016

 20-წლამდელი "ბორჯღალოსნები" წინასამუნდიალო მზადების დასკვნითი ეტაპისთვის ორიოდე დღის წინ "შევარდენზე" შეიკრიბნენ. შეკრება ორ ნაწილად გაიმართება. გუნდი ჯერ ორ კვირას ივარჯიშებს და შემდეგ ერთ კვირას დაისვენებს. შემდეგი, სამ კვირიანი ეტაპი 1 მაისს დაიწყება, რომელიც 29 მაისამდე გასტანს.

თაკო მათეშვილი
08.04.2016

 ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ახვლედიანი, პაატა ბურჭულაძე - პოლიტოლოგები და პიარსპეციალისტები ამ პოლიტიკოსებს ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერებად ასახელებენ და ამბობენ, რომ არჩევნებში წარმატების მიღწევას, სავარაუდოდ, სწორედ ისინი შეძლებენ.

ეკატერინე ბასილაია
08.04.2016

საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, შესაძლოა, ნატოს შავი ზღვის ფლოტი შეიქმნას - "ალიანსის ფლოტის" შექნის ინიციატორი რუმინეთია. გეგმაზე მუშაობა თებერვლიდან მიმდინარეობს და ბუქარესტი იმედოვნებს, რომ ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე ეს გეგმა დამტკიცდება. ოფიციალურმა კიევმა და თბილისმა ინტერესი უკვე გამოხატეს.

თიკო ოსმანოვა
08.04.2016

 "ქართული ოცნება" რჩება მემარცხენე ცენტრისტულ პარტიად და სწორედ ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე, მომავალი 4 წლის განვითარების გეგმას შევთავაზებთ საზოგადოებას საპარალმენტო არჩევნებისათვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, რომელსაც პარტიის მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×