ეკატერინე ბასილაია 12.04.2016
წელს საქართველოს საჰაერო თავდაცვისათვის რადარების სისტემა ექნება და საჰაერო სივრცის კონტროლი შესაძლებელი გახდება. თუმცა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნეების მოგერიებისთვის საქართველოს ისევ არაფერი ექნება, რადგან დაპირების მიუხედავად, საჰაერო სისტემის - საზენიტო-სარაკეტო სისტემის შესყიდვა არ მოხდება.
|
თიკო ოსმანოვა 12.04.2016
"არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ფარული მოსმენა, თვალთვალი აღარ გრძელდება. შეიძლება შემცირებულია, მაგრამ ზოგადად, რომ მიმდინარეობს, უდავოა.
|
სალომე სარიშვილი 12.04.2016
"კახეთის მხარეში, კერძოდ კი, ივრის ზეგანზე ძველი სამარხები იძარცვება. რა თქმა უნდა, არც ისტორიკოსი ვარ და არც არქეოლოგიის სპეციალისტი, თუმცა, იმდენი მაინც შემიძლია ვივარაუდო, რომ იქიდან ღირებული ნაწილი უკვე წაღებულია, რადგან აკლდამები ახალი გახსნილია. თვითონ სამარხის ფილები ძალიან დიდია და ჩანს, რომ შორიდანაა მოტანილი, რაც ჩემი აზრით, ძველი ხალხის ხელწერაა", - ამის შესახებ "რეზონანსს" მოლაშქრე-ექსტრემალმა თეიმურაზ ზაზიევმა განუცხადა.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.04.2016
მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 2,2 ლარის დიაპაზონში იმოძრავებს. არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომისთვის 1 დოლარის ყიდვა 2 ლარადაც კი იყოს შესაძლებელი.
|
მარი ჩიტაია 12.04.2016
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ქვეყნებში მოგზაურობისას პრობლემა ხშირად ექმნებათ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც ყოველი 10 ქართველი მოგზაურიდან 8-ს უკან აბრუნებენ. კონტროლი გამკაცრებულია ბელორუსსა და უკრაინაში წამსვლელთათვისაც, თუმცა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მგზავრთა უმეტესობა საზღვრის გადაკვეთას მეტ-ნაკლებად ახერხებს.
|
მარიამ აფციაური 12.04.2016
ელზა წიკლაური
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან უმეტესობის საკრედიტო ვალდებულება, საშუალოდ, 2000 ლარს შეადგენს. "ბიზნეს-რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვისას გაირკვა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ვალი 500-დან 2000 ლარამდე აქვს, 42,5%-ს შეადგენს. 10 ათას ლარზე მეტი კი გამოკითხულთა მხოლოდ 7,5%-ს აღმოაჩნდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.04.2016
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 50 ათასი კაცით გაიზარდა. სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის იგივეა. ეკონომიკა კი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირის ყველაზე სუსტი ქვეყნის - ბულგარეთის - დონეს 2027 წელს მივაღწევთ.
|
ელზა წიკლაური 12.04.2016
პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხის მოცულობა ბოლო 3 წლის განმავლობაში 51,3%-ითაა გაზრდილი. 2012-ში ორივე ფონდის საკასო ხარჯი 114 მლნ ლარს შეადგენდა, შარშან კი ეს თანხა 172,6 მლნ ლარამდე გაიზარდა. პრობლემას ფონდების ბიუჯეტიც წარმოადგენს, რომელიც წლის ბოლოს საბიუჯეტო კანონში გაწერილ თანხას ხშირად 2-3-ჯერ აღემატება. ეს იმის ბრალია, რომ მხარჯავი დაწესებულებები საკუთარ ბიუჯეტს სწორად ვერ გეგმავენ.
|
მარი ჩიტაია 12.04.2016
თბილისში კვების ობიქტებზე მოთხოვნამ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20-25%-ით მოიმატა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში განმარტავენ, სარესტორნო და სწრაფი კვების ობიექტების ბიზნესი ერთადერთი მიმართულებაა, რომელსაც გამოცოცხლება დაეტყო.
|
მარი მგალობლიშვილი 12.04.2016
"მილანის" იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა აცხადებს, დროა საჭირო, რათა "როსონერი" კვლავ იმ მწვერვალებს დაუბრუნდეს, რაც გასულ წლებში იყო.
|
სალომე სარიშვილი 11.04.2016
"ერთი, რაც ვარსკვლავების ჰონორარებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ თქვენ მიერ დასახელებული ციფრები მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ," - ასე პასუხობს პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 11.04.2016
"დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს, დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. დაპირისპირება კი იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ.
|
|