მარი მგალობლიშვილი 30.04.2016
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებული პატრიკ ევრამ ძირითად შეამდგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის ლიდერიც გახდა. ევრამ "ბებერ ქალბატონთან" ერთად ახლახანს სკუდეტოს მოპოვებაც იზეიმა.
|
ნათია ლომიძე 30.04.2016
რაც დრო გადის, ახალგაზრდებში ჯანმრთელობის პრობლემა მკვეთრად უარესდება, რის გამოც მათ დროდადრო სხვადასხვა სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ახალგაზრდების ექიმებთან ვიზიტი საკმაოდ მზარდია. სამედიცინო პერსონალი და უფროსი თაობა ამ რეალობით შეშფოთებულნი არიან. ისინი ახალგაზრდებში ჯანმრთელობის გაუარესების ძირითად მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობას ასახელებენ.
|
თაკო მათეშვილი 29.04.2016
ბათუმის პორტი მალე შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაციის ჩამოსვლა და მათი განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.
|
ელზა პაპოშვილი 29.04.2016
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი ცუდად მომზადებული იყო და აღმოჩნდა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი არ აინტერესებს.
|
ეკატერინე ბასილაია 29.04.2016
2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონია, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით,(658 ათასით) ნაკლები, 1989 წელთან შედარებით კი - 31%-ით, (1,6 მილიონით) ნაკლები.
|
სალომე სარიშვილი 29.04.2016
ვარძიის სამონატრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიურმა სამუშაოებმა რამდენიმე ახალი გამოქვაბული გამოავლინა. კლდეში ნაკვეთ კომპლექსში აღმოჩენილი ახალი, საცხოვრებელი დანიშნულების ქვაბულები ვარძიის სამხრეთ ნაწილში, სამრეკლოსთან აღმოჩნდა და სავარაუდოდ ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თავად ძეგლი.
|
თიკო ოსმანოვა 29.04.2016
"ევროპულ ინტეგრაციას აქვს ორმხრივი პოზიტიური ეფექტი - ეს რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯები გადადგას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავესაუბრეთ.
|
მარიამ აფციაური 29.04.2016
დედაქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ჩივის, რომ ნაკლებად ხდება რეაგირება ისეთი სახის დარღვევებზე, როგორებიცაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება, ქუჩაში ნაგვის დაყრა, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა, ზებრა გადასასვლელზე ქვეითებისთვის გზის მოჭრა. ამგვარი წვრილ-წვრილი ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, არადა, ყველა მათგანზე შესაბამისი სანქცია არსებობს და ჯარიმაც არცთუ მცირეა. რესპონდენტები შესაბამისი უწყებების მხრიდან პასიურობას საარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.
|
მარი ჩიტაია 29.04.2016
პურის ტექნიკური რეგლამენტი მზადაა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, იგი მეწარმეებს ავალდებულებს, მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია ნედლეულის შესახებ, თუ რომელი ხარისხის ფქვილით არის პროდუქტი დამზადებული. მომხმარებელთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ კონტროლის მექანიზმი მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისგან დაიცავს. საამისოდ, სახელმწიფოს მკაცრი ღონისძიებების გატარება მოუწევს, რომ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი არ მოტყუვდეს და მისი უფლება დაცული იყოს.
|
ნინო ქეთელაური 29.04.2016
სააღდგომოდ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეები ახალ საშვებს აღარ გასცემენ - "ვისაც საშვი არ აქვს, ახალ საშვებს აღარ გასცემენ. შესაბამისად, ვერც ტერიტორიაზე გადახვალ. ალბათ, მიზნად ის აქვთ, რომ ადგილობრივმა საქართველოს მოქალაქეებმა აღდგომას ვეღარ შეძლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გალის მცხოვრები.
|
ია აბულაშვილი 29.04.2016
განათლების სისტემაში გასატარებელ აუცილებელ რეფორმებს და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე უკვე რამდენიმე კვირაა, სტუდენტები პერმანენტული აქციებით გამოდიან.
|
მარი მგალობლიშვილი 29.04.2016
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა სტუმრებს სწრაფი გოლი გაუტანეს. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|