მარი ჩიტაია
29.04.2016

 საქართველოში ყოველწლიურად 2 მლნ კბ/მ ხე-ტყე უკანონოდ იჭრება. სატყეო სააგენტოს მოსახლეობისთვის საშეშედ განსაზღვრული ტერიტორიის გამოყოფა შეუძლია, თუმცა რეალურად მოთხოვნა სამჯერ მეტია. გარემოსდამცველთა შეფასებით, ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ ქვეყანაში შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

ელზა წიკლაური
29.04.2016

ბოლო 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 13 ათასით გაიზარდა, მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობამ ყველა საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, მუნიციპალურ სტრუქტურებში, სახელმწიფო შპს-ებსა და სსიპ-ებში, სხვადასხვა გათვლით, დაახლოებით 2000-მდე ადამიანით. როგორც მთავრობაში ირწმუნებიან, კერძო სექტორში ზრდამ 57 ათასს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას სამსახური დამატებით 72 ათასზე მეტმა ადამიანმა იშოვა, რაც მთლიანი მოსახლეობის 2%-ს შეადგენს.

თაკო მათეშვილი
28.04.2016

 ვიზიტი ვიზიტისთვის - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ვიზიტს და ამბობენ, რომ იგი არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ვინაიდან მას უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და აქ თავად ფაქტი იყო მნიშვნელოვანი - კვირიკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა.

ელზა პაპოშვილი
28.04.2016

 ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის თემით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიზანმიმართული წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო.

ეკატერინე ბასილაია
28.04.2016

 ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება დაიწყეს, პროგნოზიც კეთდება იმაზე, რომ ზაფხულში რუსი ტურისტების რიცხვი 5-ჯერ გაიზრდება და მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლებს რაღაც აკრძალვები უწესდებათ, მაინც იმედოვნებენ, რომ წელს მაინც შეძლებენ სოჭსა და ყირიმს გაუწიონ კონკურენცია.

ლიკა ამირაშვილი
28.04.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის სიტუაცია ცოტა გამწვავდება. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის მიმართ კრიტიკულები ვიქნებით, თუმცა ხელჩართულ ბრძოლამდე არ მივალთ," - ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას პარტია "ქართული ოცნების" წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
28.04.2016

 2 დაყენებული შუამდგომლობა და არც ერთი დაკმაყოფილებული - "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს ზეწოლაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი, ეს სხვა საქმეს ემსახურება და არა მართლმსაჯულებას. ა/ო "ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია კი პროცესის ფორსირებას ვერ ხედავს, თუმცა წინასწარ რამეს თქმისგან თავს იკავებს.

მაკა ხარაზიშვილი
28.04.2016

ეროვნული ბანკი "იაფი ფულის" პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. როგორც ჩანს, ზაფხულში და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ბაზარზე უცხოური ვალუტის მოჭარბებას ელიან. ამიტომ ლარის მკვეთრი გამყარების თავიდან არიდების მიზნით, სებ-მა პრევენციული ღონისძიების გატარება საკმაოდ ადრე დაიწყო.

მარიამ აფციაური
28.04.2016

 ზაფხულიდან საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა გააქტიურდება. რეისების სიხშირე გაიზრდება ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, ნატახტარის და ახლა უკვე თელავის აეროპორტიდანაც, რომელიც ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. "რეზონანსთან" საუბრისას ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გააქტიურების საბაბს ბოლო დროს ტურისტების მოჭარბება აძლევთ.

მარი ჩიტაია
28.04.2016

 უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიურობა თვალშისაცემად მატულობს. არაოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სპეციალისტები ფლობენ, 2-3 წლის წინ უცხოელი მყიდველის რაოდენობა ბაზარზე 3%-ს არ აჭარბებდა, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი გასამმაგებულია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მყიდველებსაც თუ ჩავთვლით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ია აბულაშვილი
28.04.2016

 უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს - აღდგომას სრულიად საქრისტიანო განსაკუთრებულად აღნიშნავს, აღდგომას სრულდება 40 - დღიანი მარხვა, თუმცა სააღდგომო სუფრისთვის მზადება აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება.

მამუკა ნაცვალაძე
28.04.2016

 მანჩესტერში "სიტი არენაზე" გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა - ადგილობრივი "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალს" დაუხვდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×