მაკა ხარაზიშვილი 12.05.2016
საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ დროს, ჩვენთან 3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი ღატაკად თვლის თავს. ამასთანავე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა 10-ჯერ უსწრებს საქართველს, ევროკავშირი კი - 9-ჯერ. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.
|
ია აბულაშვილი 12.05.2016
ათონის მონასტრის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, თუმცა ჩვენს მკითხველს ალბათ დააინტერესებს კიდევ ერთი ცნობა ათონის მონასტრის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ჟურნალ, "თეთრი გიორგის" ფურცლებზე 1936 წელს. მასში გადმოცემული იყო ათონის მონასტერში მყოფი უკანასკნელი ექვსი ბერის შესახებ და ქართული მონასტრის იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მას ჰქონდა წარსულში.
|
მამუკა ნაცვალაძე 12.05.2016
"ლესტერის" გმირობა, პრემიერლიგის ტრიუმფალური მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წინაა დიდი საფეხბურთო ბატალიები, წლის მთავარ სენსაციად შეიძლება იქცეს. ბუნებრივია, ჟურნალისტთა ინტერესის სფეროში მოექცნენ კლაუდიო რანიერის ფეხბურთელები. ერთ-ერთი მათგანია წლის აღმოჩენა, ალჟირელი რიად მერეზი, რომელმაც პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაისაკუთრა.
|
თაკო მათეშვილი 11.05.2016
მმართველ გუნდში ბოლო დროს გააქტიურებულ დაპირისპირებებზე საუბრისას სპეციალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ გუნდის ხელმძღვანელი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, რომ გუნდის წევრების ნაწილი არა მას, არამედ "ვიღაც სხვას" ემორჩილებიან და რომ ეს ვიღაც სხვა სწორედ ისაა, ვისგან მემკვიდრეობითაც კვირიკაშვილს გუნდი ამ შემადგენლობით ერგო.
|
ვახტანგ შამუგია 11.05.2016
ავღანეთიდან ნატოს ძალების გამოყვანის პროცესში, ქართულ პორტებს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისროთ, რადგან ტექნიკის დიდი ნაწილი, შესაძლოა, სწორედ სახმელეთო გზით, შავი ზღვის პორტების გამოყენებით გაიყვანონ.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2016
"მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ "რესპუბლიკელებს" არ სურთ ცოცხალი თავით მთავრობის შემადგენლობის დატოვება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" "საპატიო" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სისრულეში მალე იქნება მოყვანილი - რესპუბლიკელებს მოუწევთ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის პორტფელების დატოვება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 11.05.2016
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე პრემიერ-მინისტრი კომენტარს არ უნდა აკეთებდეს და დამწუხრებული თავს არ უნდა იქნევდეს. მისი თქმით, ის გუნდის პოლიტიკური ლიდერია და პარტიაში, როგორც მმართველს, სიტუაციის კონტროლი უნდა შეეძლოს.
|
სალომე სარიშვილი 11.05.2016
ნოქალაქევი, გეგუთი და უჯარმა - კულტურული მემკვიდრეობის ეს სამი ძეგლი წელს ტურისტებისა და დამთვალიერებლისთვის ყველაზე მიმზიდველ სანახაობად მიიჩნევა, თუმცა ვიზიტორთა სიუხვით, როგორც გასულ წლებში, ისე ახლაც, კვლავ ვარძია და უფლისციხე ლიდერობს.
|
ლიკა ამირაშვილი 11.05.2016
სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართავს და ბიოლოგიის მე-8 კლასის წიგნიდან წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპების შემცველი ფრაზებისა და მსჯელობების ამოღებას სთხოვს.
|
ელზა წიკლაური 11.05.2016
საქართველოში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, 20-50 წლამდე ადამიანების რიცხვი კი 4%-ით შემცირდა. თუ 2006-ში 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა 29%-ს შეადგენდა, წელს მათი რაოდენობა უკვე 34%-ია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შრომისუნარიან მოსახლეობაზე დატვირთვა უფრო გაიზრდება და სახელმწიფოს საპენსიო ასაკის ადამიანების შენახვა და მათ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.05.2016
საარჩევნოდ ქვეყანაში ასეული მილიონობით ლარი ტრიალებს, ფული იხარჯება, ლეგალურად თუ არალეგალურად. საარჩევნო ფინანსების თვალყურის დევნებაში დახელოვნებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ საარჩენო ხარჯი მხოლოდ ის არ არის, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ან აუდიტის სამსახური აჩვენებს. დაფინანსება იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიაში იდება უფრო მეტი რეკლამა.
|
ნათია ლომიძე 11.05.2016
ქართული ტრადიციული კერძები იმ უიშვიათეს სამზარეულოში შედის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. ზოგიერთი მათგანის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზეზიც ტრადიციული სამზარეულოა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ოჯახებში ისეთივე მოთხოვნადი აღარ არის, როგორიც წლების წინ უფროს თაობაში იყო.
|
|