ელზა პაპოშვილი
16.05.2016

 ქალთა მიმართ ძალადობა და მკვლელობა საქართველოში კვლავ დიდ და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, არსებული რეალობა საკამოდ შემაშფოთებელია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანაში ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პრევენციული ზომა გატარდა, საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება.

თიკო ოსმანოვა
16.05.2016

 "სახელმწიფო ხალხისათვის" - 6 თვიანი "მოთელვის" შემდეგ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. "მთელ კვირასთან" ინტერვიუში იგი ამბობს, რომ გუნდში საინტერესო სახეები ეყოლება. მისივე თქმით, არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის, რადგან კოალიციის საჭიროებას ვერ ხედავს. რაც შეეხება მის წინასაარჩევნო დაპირებებს, მსოფლიო ბანი პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენის პირობას დებს.

გვანცა ღვედაშვილი
16.05.2016

  თითქმის ერთი წელია, რაც თბილისში ახალი არასამთავრობო, ნაციონალისტური ორგანიზაცია "ქართული ძალა" ჩამოყალიბდა. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბურნაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, მათი მიზანი ახალგაზრდებში ნაციონალისტური კულტურის ჩამოყალიბებაა. მისი თქმით, "ქართული ძალა" საქრათველოში დღეს ერთადერთი ორგანიზაცაა, რომელიც არც ევროპისკენ მიისწრაფვის და არც რუსეთისკენ, მათ სურთ ქართული ტრადიციები შეინარჩუნონ.

ლიკა გურაბანიძე
16.05.2016

 ფსიქოლოგების თქმით, ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაცია ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც ახალშობილთან საუბარს იწყებთ. თავდაპირველად ის ყურადღებით უსმენს თქვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. მოგვიანებით კი გპასუხობთ კიდეც ღიმილითა და ბგერებით. ამგვარად ბავშვი სწავლობს ურთიერთობას ჯერ მშობლებთან.

მამუკა ნაცვალაძე
16.05.2016

 ტყუპმა ძმებმა გიორგი და შალვა კოკოჩაშვილებმა პროფესიონალ მოფარიკავეებსა და სპორტის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზეს - მათ შექმნეს ენციკლოპედიური ნაშრომი "ინოვაციები და გამოგონებები ფარიკაობაში", რომელიც მოიცავს ფარიკაობის ისტორიას, საფარიკაო იარაღებს, ფარიკაობას შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისათვის, უსინათლოებისათვის, ქართული და სხვა ისტორიული ფარიკაობის სახეობებს; განხილული და წარმოდგენილია არსებული საფარიკაო ხელოვნების ტექნიკური აღჭურვილობა, მათი განვითარების ეტაპები, სიახლეები.

განცხადება
16.05.2016

 გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა პალიტრა მედიამ.

ეკატერინე ბასილაია
16.05.2016

 დიდი ხმაურიანი დაანონსების მიუხედავად, "ქართული ოცნების" მე-4 ყრილობაზე არც პარტიის თვისობრივი განახლება, თავისი "უამრავი ახალი სახით" და არც ბევრი სიურპრიზი არ შედგა. ყრილობაზე არც სამომავლო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე ყოფილა საუბარი. შეკრება ერთადერთი მხოლოდ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ მთელმა ყრილობამ პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წარდგენა-დამტკიცებით განსაცვიფრებლად უსწრაფესად, 30 წუთში ჩაიარა.

ლიკა ამირაშვილი
16.05.2016

 რამდენიმე დღის ვნებათაღელვის, კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, შაბათ დილით, მმართველი პარტიის ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა.

სალომე სარიშვილი
16.05.2016

 ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კულტურის სამინისტოში არსებულ შესაძლო კორუფციას ეხება, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მისი გუნდის მისამართით დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიად შეაფასა და შესაბამის ორგანოებს ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, კულტურის სამინისტროში ფინანსური აუდიტი ჯერ კიდევ იანვრის თვეში შევიდა და შესაბამისად, მოკლვევა უწყებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვახტანგ შამუგია
16.05.2016

 ქართულ-ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი 2016" აქტიურ ფაზაში გადადის. 14 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ექსპლუატაციის ნიუანსები აითვისეს.

სალომე სარიშვილი
16.05.2016

 "პოლიტსაბჭოს სიაში რამდენიმე ისეთი ადამიანის შეყვანა, რომელთა ერთადერთი და მთავარი დამსახურება ვითომ ევროპული ფასეულობის კბილებით დაცვაა, დიდი შეცდომაა," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ქართული ოცნების" განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს და იმასაც აღნიშნავს, რომ მისთვის ახალი სახეების წარდგენა აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არაა, რადგან როგორც მათი გვარ-სახელები, ისე ბიოგრაფია საზოგადოებას არაფერს განსაკუთრებულსა და საინტერესოს არ ეუბნება.

ნინო ქეთელაური
14.05.2016

 საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი რუსი პრანკერების ბადეში გაება. ცნობისათვის, პრანკერი სატელეფონო ხულიგანია, რომელიც ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ტელეფონით აშაყირებს და შემდეგ ამ ამბავს ასაჯაროებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×