თაკო მათეშვილი
19.05.2016

 კატასტროფული მდგომარეობა - ასე აფასებენ იურისტები და ადვოკატები სასამართლოებში არსებულ სიტუაციას, სადაც საქმეების განხილვას წლები სჭირდება. ზოგჯერ პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, მოდავე მხარეები ინტერესსაც კი კარგავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მრავალი სახის ზარალზე, რასაც ისინი გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო განიცდიან.

ეკატერინე ბასილაია
19.05.2016

 შაბათს, 21 მაისს, ჩერქეზი ხალხის გენოციდის დღეა და ანაკლიაში გენოციდის მემორიალის შემკობა და შემდეგ თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრში სტუმრების მიღება იგეგმება, სადაც სტუმრებს ჩრდილო კავკასიიდანაც ელოდებიან.

ელზა პაპოშვილი
19.05.2016

 უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ყრილობაზე ამბობს, რომ პარტიამ საზოგადოებას ის ვერ უთხრა, რისი მოლოდინიც იყო. მისი თქმით, ყრილობა კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ "ოცნებას" ამომრჩევლამდე მთავრობის მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული საქმეები მიეტანა.

სალომე სარიშვილი
19.05.2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ და მათი ამგვარი გადაწყვეტილება რექტორ ლადო პაპავას გადადგომით ახსნეს. განაცხადეს, რომ თვითმმართველობის სამომავლო ბედზე უკვე პოზიციების დაკავების გარეშე იბრძოლებენ, რისთვისაც სტუდენტებს თანადგომისკენ მოუწოდებენ. "აუდიტორია 115" კი ამას ერთგვარ პიარსვლად აფასებს და ამბობს, რომ თვითმართველობის წარმომადგენლებს უფლებამოსილება ისედაც ეწურებოდათ.

ელზა პაპოშვილი
19.05.2016

 "ეროვნული ფორუმის" წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები უკანონო პატიმრები არიან. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ პრეზიდენტმა ისინი შეიწყალოს.

თიკო ოსმანოვა
19.05.2016

 "ის, რომ თანამშრომლები გაიფიცნენ, საკმაოდ ცუდი მესიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტისთვის. ვთვლი, რომ მენეჯმენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ამ ტიპის აქცია არ გამართულიყო," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლად არჩეული წევრი ირინა ფუტკარაძე, რომელსაც ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ვახტანგ შამუგია
19.05.2016

 ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრობ კონფლიქტურ რეგიონში და როდესაც შენი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ე.წ. "საზღვარი" გადის, რომელიც მავთულხლართებით არის აღნიშნული.

ლიკა ამირაშვილი
19.05.2016

 საჯარო სკოლების სავალდებულო ავტორიზაცია ხუთი წლით გადავადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2048 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნდა გაიაროს. ავტორიზაციის ვადად კი 6 წელია განსაზღვრული.

მაკა ხარაზიშვილი
19.05.2016

ქვეყანაში ლარზე არნახული მოთხოვნაა, ამ ფაქტს სახაზინო ვალდებულებების აუქციონიც ადასტურებს. ორ დღეში სებ-ის 40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით მყარდება. ეკონომისტები კურსის გამყარებას ისევ ორი ძირითადი მიმართულებით ხსნიან. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარზე სპეკულაციური ზეწოლა მოიხსნა, მეორე ნაწილი კი მიზეზს ეკონომიკის გამოცოცხლებაში ხედავს.

მარიამ აფციაური
19.05.2016

 ქობულეთის 115 სასტუმროდან 95-ში დასვენებას ადამიანი ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ადგილობრივი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მხოლოდ 20 სასტუმროშია დამონტაჟებული. ზაფხულის სეზონის გახსნამდე, მაისის ბოლოს ქობულეთის გამგეობა სასტუმროების შემოწმებას და რეკომენდაციის გაცემას კვლავ გეგმავს.

მარი ჩიტაია
19.05.2016

ორი თვეა, რაც ლარი მყარდება, მაგრამ პროდუქტი არ იაფდება. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ მაღაზიებში პროდუქტი შეცვლილი ნიხრით შეაქვთ, მაგრამ ზემოგებაზე ორიენტირებულ მარკეტებში ფასის დაწევა აზრად არავის მოსვლია. ეროვნული ვალუტა საოცარი სისწრაფით მყარდება. სავაჭრო ქსელში პროდუქტს, ფაქტობრივად, ისევ იგივე ფასი ადევს, როგორიც 2 თვის წინათ, როცა კურსი 2,4-ის ნიშნულზე იყო.

მამუკა ნაცვალაძე
19.05.2016

 ლონდონის "ჩელსიში" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გოლკიპერი ტიბო კურტუაა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას მიიქცია ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა ყურადღება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×