თიკო ოსმანოვა
14.05.2016

 დღეს სპორტის სასახლებში პარტია "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება, სადაც ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან წარმოდგენილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ინტელექტუალური კლუბის "რა სად როდის" მოაზროვნე ლაშა კილაძე და ბიზნესმენი დათო კოღუაშვილი - რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ადამიანები "ქართული ოცნების" ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც საარჩევნო სიაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ.

ლიკა ამირაშვილი
14.05.2016

მართლმადიდებელი სამყარო დიდი და წმინდა კრების მოლოდინშია, რომელიც 16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ჩატარდება. მასში 14-ვე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობს. კრებას თითო ეკლესიიდან ეკლესიის მეთაური და 24 ეპისკოპოსი დაესწრება. თუ ეკლესიას 24 ეპისკოპოსი არ ჰყავს, რამდენიც ჰყავს იმდენი. ამასთანავე განსაზღვრულია დამატებით 6 პირის დამატება, მათ შორის შეიძლება საერო პირიც იყოს.

სალომე სარიშვილი
14.05.2016

 "ჩემთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ველოდები მასთან კონსულტაციას, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური და მისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
14.05.2016

საჩხერეში დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი 9 ადამიანი თავისუფალია. ისინი გუშინ ქართველ სამართალდამცავებს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.

თაკო მათეშვილი
14.05.2016

 "ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, "ოცნებას" ბევრი ძველი სახე დატოვებს," - ამბობს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "ქართული ოცნების" დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ სამთავრობო გუნდს შესაძლებლობა აქვს ახალი შემადგენლობით ბევრ კითხვასა და ჭორს წერტილი დაუსვას.

თიკო ოსმანოვა
14.05.2016

 "სპეკულაციები შეიძლება ყველაფერზე, თუმცა მე მგონი, თვითონ პოლიტიკურ პარტიებს ამ ეტაპზე არ აქვთ საჭიროება ასოცირდებოდნენ ერთმანეთთან. ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი კონტპროდუქტიულია. როცა ჩამოყალიბდება ხედვა, პოლიტიკური გუნდის მიზნები, გარკვეული შეხედულებები, შემდეგ გამოჩნდება რეალურად, თუ ვისი შესაძლო პოტენციური მოკავშირე შეიძლება იყოს ბურჭულაძის გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს განვითარების ფონდის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი.

მარი ჩიტაია
14.05.2016

არასასურსათო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტმა იმატა. კვების დარგში რეგულაციის შემოღებამ მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა, თუმცა დარღვევები გახშირდა ისეთ სეგმენტში, როგორიცაა პარფიუმერული და ტანსაცმლის მაღაზიები, სადაზღვევო კომპანიები, სავალუტო ჯიხურები და სხვა. იქ მომხმარებლების მოტყუების საოცარ ფაქტებს ვაწყდებით.

მარი ჩიტაია
14.05.2016

საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება იგეგმება. მისი მეშვეობით მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს საწვავის ტიპისა და ხარისხის შესახებ. ზოგიერთი სინჯი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაიგზავნოს შესამოწმებლად.

ნათია ლომიძე
14.05.2016

16-დან 29 წლამდე ასაკი ის დროა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სოციალური და დემოგრაფიული მოვლენებია - დაწყებული სწავლით და დასრულებული ოჯახის შექმნით. ამ ასაკის ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა კი დღესდღეობით საქართველოში ძალზე აქტუალურია. მათ უმრავლესობას არ აქვს ნორმალური სამუშაოს მიღების შესაძლებლობა. ამის მიზეზად ისინი ქვეყანაში შექმნილ სოციალურ გარემოს მიიჩნევენ. ხშირ შემთხვევაში მათი აქტივობა დატვირთულ ფიზიკურ შრომასა და დაბალ ანაზღაურებას გულისხმობს.

მაკა ხარაზიშვილი
14.05.2016

აპრილში საქართველოში რეკორდული რაოდენობის იმპორტი შემოვიდა. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიაში ერთ თვეში იმპორტის მაჩვენებელმა 987 მილიონ დოლარს მიაღწია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 63%-ია.

მაკა ხარაზიშვილი
14.05.2016

 ზაფხულში გაზსაცავის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს. სახელმწიფოს კი ჯერ ვერც დაფინანსების წყარო მოუძებნია და ვერც მართვის ფორმაზე ჩამოყალიბებულა. სპეციალისტები კატეგორიულად აცხადებენ, რომ გაზსაცავის, როგორც სტრატეგიული ობიექტის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა იყოს.

ლიკა გურაბანიძე
14.05.2016

 რას აკეთებთ, პირველ რიგში მაშინ, როდესაც ცდილობთ გახდომას? იწყებთ ვარჯიშს ან დიეტას. მაგრამ ხედავთ, რომ თქვენი წონა ზუსტად იგივეა, რაც ვარჯიშამდე იყო. ამის შემდეგ თქვენ ცდილობთ, რომ ვარჯიშით თავი მეტად დაიტვირთოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×