სალომე სარიშვილი 26.05.2016
"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმ დამნაშავე პირების დაუსჯელობით ახსნა, რომლებიც კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილენი არიან. "ნაცმოძრაობაში" ისიც თქვეს, რომ ძალადობის დამკვეთები მთავრობაში არიან და შესაბამისად, ვიდრე ყველა ინსტიტუტი "ივანიშვილის ყმადაა ქცეული", სხდომებში მონაწილეობა აზრს მოკლებულია. მათივე განცხადებით, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ დანაშაულის მონაწილეები და დამკვეთები არ დაისჯებიან.
|
თიკო ოსმანოვა 26.05.2016
"29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯი ოღლი იყო, რომელიც ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს. როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა ამ წუთში რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა," - აცხადებს მამუკა არეშიძე აფხაზ ე.წ. "მესაზღვრეზე", რომელმაც გასულ კვირას გიგა ოთხოზორია ხურჩასთან ცინიკურად მოკლა.
|
ლიკა ამირაშვილი 26.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალით გაიხსნება და 8 საათზე საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2016
თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრები ხელისუფლებას სტუდენტური თვითმმართველობის სასწრაფოდ გაუქმებას სთხოვენ. მათ 25 მაისს უნივერსიტეტის ეზოში გამაფთხილებელი აქცია გამართეს და 27 მაისს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასდა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რაშიდ კანჯი-ოღლუმ თავი რუსეთს შეაფარა, მისი დასჯის ბერკეტი ქვეყანას კიდევ უფრო შეუმცირდა. საქართველოს ამ მკვლელობის პოლიტიკურ ასპექტში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი რჩება, რასაც ის მაქსიმალურად იყენებს.
|
მარი ჩიტაია 26.05.2016
დასაქმების სააგენტოებში სეზონური ვაკანსიების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება თითქმის არ შეცვლილა. ყველაზე მეტი მოთხოვნა ტურიზმს უკავშირდება და ამ მხრივ ბათუმი ტრადიციულად ლიდერობს. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დასაქმების დიდი ნაწილი სასტუმრო-რესტორნებზე მოდის. რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკანსიების უმეტესობა სავაჭრო სექტორს უკავშირდება.
|
მარიამ აფციაური 26.05.2016
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა სულ უფრო აქტუალური და ამასთანავე რთული ხდება. ამის მიზეზია გადატვირთული სამუშაო გარემო, ფინანსების, დროისა და ჯანსაღი პროდუქტების სიმცირე, სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლე, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჯანსაღი ცხოვრების წესით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. უმეტესობა ამას ფიზიკური დატვირთვით, ნაწილი კი სწორი კვებით ახერხებს. ზოგიერთი ცდილობს, საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეარჩიოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.05.2016
იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ისევ ითხოვს. ბიზნესი კი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას აპროტესტებს. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ორივე მხარე უკმაყოფილოა. ამ ცვლილებების ერთი დადებითი აქვს ის, რომ დაზარალებულს გამოსახლებამდე ცოტა მეტ ხანს უწევს საკუთარ სახლში დარჩენა.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.05.2016
წელს კახეთში ყურძნის მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველისთვის უკვე ემზადება. სახელმწიფო ბიუჯეტში კი სუბსიდიისთვის 24,5 მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხა გაიზარდოს. შარშან სახელმწიფოს გლეხებისთვის ყურძნის რეალიზაციაში დასახმარებლად 33 მილიონი ლარი დასჭირდა.
|
ვახტანგ შამუგია 26.05.2016
კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება სახიფათოსთან ერთად, რთულიც არის. მართალია, დღეს შიდა ქართლში აღარ ისვრიან, მაგრამ რუსი ე.წ. "მესაზღვრეები" ხშირად აპატიმრებენ პირებს, რომლებიც "საზღვარს" კვეთენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.05.2016
1915 წელი იდგა... დღევანდელი დედაუნივერსიტეტის შენობაში, მაშინ რომ ლაზარეთად ქცეულიყო, ვაჟა-ფშაველა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა...
|
ელზა წიკლაური 25.05.2016
ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება. ოპტიმისტური გათვლა აქვთ ანალიტიკოსებსაც. ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებით უკვე 1,90-1,95-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ამჟამად ლარის გამყარებას სებ-ის ინტერვენციები აჩერებს. სხვა შემთხვევაში დღეს 1 დოლარი უკვე 2 ლარი უნდა ყოფილიყო.
|
|