თაკო მათეშვილი
31.05.2016

 ბიძინა ივანიშვილმა დაანონსებული ღია წერილი გამოაქვეყნა. საკმაოდ ვრცელ მიმართვაში იგი წარსულზეც საუბრობს, აწმყოზეც და მომავლის ხედვასაც გვაცნობს.

დავით ავალიანი
31.05.2016

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა "ქიმიური, ბიოლოგიური,რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" გახსნა.

ლიკა ამირაშვილი
31.05.2016

 "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ავტორის მიერ მონელებული არ არის და პრაქტიკულად შეფასებები 5 წლის წინანდელისგან არის მოწოდებული," - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

თიკო ოსმანოვა
31.05.2016

 "ბიძინა ივანიშვილს თავისი გაკეთებული საქმეებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ იმხელა ნდობა აქვს, რომ მისი აქტიურად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო იქნება. რომ არა ის, ვფიქრობ მმართველ პარტიას წარმატების მიღწევა გაუჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე.

სალომე სარიშვილი
31.05.2016

 "როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ვარშავის სამიტთანაა დაკავშირებული, რათა საქართველომ სკეპტიკოს ქვეყნებს ერთგვარად აჩვენოს, რომ ქვეყანას მათთვის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალებში დახმარების აღმოჩენა შეუძლია", - ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების კონტიგენტის შესაძლო გაზრდაზე.

ელზა წიკლაური
31.05.2016

 საქართველოში ღარიბი ფენის ხარჯი შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო ფენისა კი - 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე ამ კატეგორიას ყოველთვიურად ოჯახის სარჩენად ფული აკლდება და ვალი ეზრდება. ეს 2014 წლის კვლევის შედეგია, 2015 წელს კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ლარის დევალვაციამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს.

მარი ჩიტაია
31.05.2016

 ბიძინა ივანიშვილის "ღია წერილს" საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. მართალია, ოთხწლიანი პერიოდის შეფასებისას ეკონომიკური საკითხები ვრცლად არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ეს კომპონენტი აინტერესებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკურ საკითხებს ექსპრემიერი, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაუბრუნდება. არ არის გამორიცხული, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გადაცემებში ისაუბროს.

მარიამ აფციაური
31.05.2016

 კერძო სკოლების ნაწილმა, შესაძლოა, სწავლის საფასური კიდევ გაზარდოს. სასწავლებელში ფასთა მატების მიზეზს არ განმარტავენ, თუმცა არ მალავენ იმას, რომ ბოლო დროს გადასახადი 10%-ით გააძვირეს. სწავლის ღირებულების მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. მათი თქმით, შარშანდელის მსგავსად მომავალ სასწავლო წელსაც გადასახადი ისევ გაიზრდება.

მარი ჩიტაია
31.05.2016

 თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა იმედიანადაა განწყობილი, რადგან ხარისხიან მოსავალს ელოდება. არ არის გამორიცხული, პროდუქტის ფასიც გაიზარდოს. ამ მხრივ გავლენას თხილის ტექნიკური რეგლამენტიც მოახდენს.

მაკა ხარაზიშვილი
31.05.2016

ეკონომისტების ნაწილი წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის 1,9-მდე გამყარებას სრულიად რეალურად მიიჩნევენ. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირები კრედიტების პროცენტების დაფარვაში 106 მილიონ ლარს დაზოგავენ, ბიზნესმენები - 140 მილიონ ლარს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურების მხრივ 1,5 მილიარდ ლარით ნაკლებს გადაიხდის.

ელზა წიკლაური
31.05.2016

 სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან, მიზეზი - დაბალი ფასებია. არადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე თვლის, რომ ქვეყანაში წამლები ძალიან ძვირია, შესაბამისად, მათ არ აქვთ საშუალება, რათა სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაიტარონ. რეალურად კი, საქართველო რეგიონში, მედიკამენტების სიიაფის თვალსაზრისით, სულაც არ გამოიყურება ურიგოდ.

მარი ჩიტაია
31.05.2016

 არჩევნების წინ მსხვილი ჰესების თემა აქტუალურობას კარგავს. დიდი ალბათობით, ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაინაცვლებს, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტი არ გამწვავდეს. სამაგიეროდ, როგორც ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, არჩევნების შემდეგ ჰესების თემა გააქტიურდება და მთავრობაც პროექტების განხორციელებისას მეტ პრინციპულობას გამოიჩენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×