მაკა ხარაზიშვილი
04.06.2016

სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმის ჩავარდნას აქციზის გადასახადი გადაარჩენს. 4 თვის ოფიციალური მონაცემებით, მთავარ გადასახადებში, რომელზედაც ქვეყნის ხაზინაა დამოკიდებული, მცირედი ჩამორჩენაა. ასევე ფულის ათვისების პრობლემაა აქვს რამდენიმე სამინისტროს, ხოლო ხელისუფლებას საერთაშორისო დონორები წელსაც არ სწყალობენ.

მაკა ხარაზიშვილი
04.06.2016

 საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ეკონომიკის წამყვან დარგად სოფლის მეურნეობას მიიჩნევს და მისი სურვილია, ამ დარგში დასაქმდეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევის ეს შედეგები არ უკვირს და მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ისედაც სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული და მათი სურვილია, რომ ამ დარგის განვითარების ხარჯზე შემოსავალი გაეზარდოთ.

მარი ჩიტაია
04.06.2016

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხეები მასობრივად ხმება. საფრთხეშია როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები, რამდენიმე ჯიშის ხე კი განადგურების ზღვარზეა. სპეციალისტების შეფასებით, ხეების ხმობა, დიდწილად, კლიმატური პირობებით არის გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანის დაუდევრობას უკავშირდება.

მამუკა ნაცვალაძე
04.06.2016

 კონსტანტინე დიდი, რომის იმპერატორი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროს არტახები ახსნა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის გახლდათ. მარტო ის რად ღირს, რომ მოკლა უფროსი შვილი კრისპა და ძმისშვილი ლიცინიუს უმცროსი, დაახრჩო ფაუსტა - თავისი მეორე ცოლი, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავდა...

ეკატერინე ბასილაია
03.06.2016

 "ჩემი წერილი წაკითხული გაქვთ?" - ეს იყო ყველაზე ხშირად და გაღიზიანებით ნათქვამი ფრაზა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გუშინ პირველ არხზე, გადაცემა "ინტერვიუში" დასმული კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ და გადაცემასაც ეს ფრაზა ერთგვარ რეფრენად გასდევდა.

ლიკა ამირაშვილი
03.06.2016

 დღეს პარლამენტში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტს უყრიან კენჭს. ამ საკითხის განხილვამ შესაძლოა სერიოზული ვნებათაღელვის ფონზე ჩაიაროს. ყოველ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი თავად აკადემიაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზია.

სალომე სარიშვილი
03.06.2016

 ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე უკვე მეორედ ვერ შეთანხმდენენ. ხელისუფლებაში ამ პროცესის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე გუშინ არ უსაუბრიათ, თუმცა, ქართველმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით პროცესი არსებული დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს.

ნინო ქეთელაური
03.06.2016

 ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ყოფილი თანაგუნდელების, "ქართული ოცნებისა" და "ეროვნული ფორუმის" წევრებს შორის კამათის მიზეზი გახდა. "ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის თქმით, ღია წერილი სხვა ადამიანების მიერ იყო დაწერილი. პარლამენტში "ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელის გია ვოლსკის განცხადებით კი, სანიკიძე არ იცნობს ივანიშვილს ისე, როგორც მას თავად ჰგონია.

გვანცა ღვედაშვილი
03.06.2016

გუშინ "მაესტროს" ხელმძღვანელობამ 32 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება დროებით შეუჩერა. საუბარია იმ გუნდზე, რომელიც მუშაობდა გადაცემებზე "ბიზნესკონტაქტი", "საქმიანი დილა" და "ანალიტიკა". შეგახსენებთ, რომ ამ პროექტების ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე ორი დღის წინ დაითხოვეს სამსახურიდან.

ნინო ქეთელაური
03.06.2016

 ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, ეუთოს შუალედური დასკვნა, წინასაარჩენო გარემო, ხურჩაში მომხდარი მკვლელობა, პრეზიდენტის განცხადება "ქართულ ოცნებაში" "თავქარიანი", "მოძველბიჭო" დაჯგუფების შესახებ - ეს ის საკითხებია, რომელზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

ელზა წიკლაური
03.06.2016

 საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ისევ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2013 წელს იმ ბაშვების რაოდენობა, რომლებიც დღეში 5 ლარზე ნაკლებს მოიხმარენ, დაახლოებით 225 ათასს შეადგენდა. ახალ მონაცემებში, რომელსაც ორგანიზაცია დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს, შესაძლოა, ეს ციფრი შემცირებულიც იყოს. "რეზონანსის" გათვლებით, ასეთი ბავშვების რიცხვი 214 ათასის ფარგლებში იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
03.06.2016

 მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გარიგებაშია ეჭვმიტანილი. სანამ ეს სასამართლო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურობის საკითხს გაარკვევს, ვიცე-პრემიერი მანამდე აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დარჩენა უკვე "შეთანხმებულია". თუკი საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, იურიდიულ გაუგებრობამდე მივალთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×