თიკო ოსმანოვა 08.06.2016
 მომღერალ სოფო ნიჟარაძეს დიდ საკონცერტო დარბაზში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტ "იქს-ფაქტორის" დასრულებისთანავე თავს დაესხნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დაჰკი-თხა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს არ ახმაურებს.
|
ელზა წიკლაური 08.06.2016
საქართველოში რომ მომხმარებლების უფლებები დაცული არ არის, ეს ძველი ამბავია, თუმცა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მაღაზიები კლიენტებს, ახლის ნაცვლად, მეორად ტექნიკას მიჰყიდიდნენ, ამ დრომდე ძნელად დასაჯერებელი იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასეთი ფაქტი "აიფონ პლუსში" უკვე გამოავლინა და კომპანიაში დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა. "აიფონ პლუსი" კი ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
|
მარიამ აფციაური 08.06.2016
ლარი მყარდება და მყარდება ხალხის ფინანსური მდგომარეობა - ასეთი შეფასება გააკეთეს რესპონდენტებმა ბოლო დროს სავალუტო ცვლილებასთან დაკავშირებით. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შედარებით სტაბილურად გრძნობს. სწორედ ეს გახდა ზოგიერთისთვის მეტი ხელგაშლილობის მიზეზი. ნაწილმა მიმდინარე პროცესი სხვაგვარად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას მათ შემოსავალსა და ხარჯზე გავლენა არ მოუხდენია.
|
მარი ჩიტაია 08.06.2016
თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები საქართველოში საწვავის შესაძენად ინტენსიურად შემოდიან. მაგალითად, აჭარაში ბენზინსა და დიზელს, გადამზიდავებთან ერთად, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებიც ყიდულობენ. საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის შესყიდვა უწევთ გადამზიდავებს, რომლებსაც იაფი ფასი იზიდავთ. თურქეთსა და სომხეთში საწვავის მაღალი ღირებულება აქციზის მაღალი გადასახადით არის განპირობებული.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.06.2016
საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი კატასტროფულად გაძვირდა. 1 ტონის ღირებულება 500 დოლარს გადასცდა. შაქარის ფასმა მოიმატა ადგილობრივ ბაზარზეც, რაც, სეზონიდან გამომდინარე (ახლა საზამთრო მარაგის მზადების დროა), საკმაოდ მძიმე ტვირთია მოსახლეობისთვის. მაღალ ნიშნულზეა ხორბლის ფასიც, თუმცა მალე ადგილობრივ ბაზარზე მოსავალს ელოდებიან და პურის გაძვირებას გამორიცხავენ.
|
თაკო მათეშვილი 07.06.2016
პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიკიდან წასვლა, პროცესებში არაფორმალურად ჩართვა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, კომპეტენტური ადამიანების სათანადოდ არდაფასება - ეს იმ შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, პოლიტოლოგებისა და პიარსპეციალისტების აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გასული 4 წლის განმავლობაში დაუშვა.
|
თიკო ოსმანოვა 07.06.2016
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას უკრაინას უკავშირებს. მისი თქმით, კოსოვოს, საქართველოს, თურქეთის და უკრაინის საკითხის განხილვა ერთ პაკეტში არ უნდა ხდებოდეს.
|
ვახტანგ შამუგია 07.06.2016
ქართველი სამხედრო მფრინავები ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ახლადწარმოებული ჩეხური საჰაერო ტექნიკის - დ-39ტპ-ს ტიპის თვითმფრინავების შესაძლებლობებს გაეცნენ და "ფუკწ მწვწრწვნ" აეროდრომზე ჩეხეთის საჰარეო ძალების მფრინავ-გამომცდელებთან ერთად, დ-39ტპ-ით სადემონსტრაციო გამოცდა - ფრენა განახორციელეს.
|
ეკატერინე ბასილაია 07.06.2016
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება ფერხდება, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გერმანიაა ამას გერმანელი პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ და ერთ-ერთ მიზეზად ქართველი კრიმინალების გერმანიაში გააქტიურებას ასახელებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 07.06.2016
"პოლიტსაბჭოში ახალი ხალხის შეყვანა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა - ის ნელ-ნელა საკადრო ცვლილებების განხორციელებას იწყებს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელმაც ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შანსებზე ისაუბრა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
|
ელზა წიკლაური 07.06.2016
გადატვირთულმა მოძრაობამ და ავტომანქანების გამონაბოლქვმა, მშენებლობამ და ამასთან ერთად, მწვანე საფარის განადგურებამ ბოლო წლებში დედაქალაქის გარემო ძალიან დააბინძურა. ამის გამო მნიშვნელოვნადაა მომატებული ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა სიმსივნე, გულისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ნოზოლოგიები. ბოლო 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ავადმყოფობის ზრდის მაჩვენებელმა 200%-საც გადააჭარბა. სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ და მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.06.2016
ყოველწლიურად მოსახლეობის გამოსაკვებად საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქტი შემოდის. ქვეყანა, ძირითადად, დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მოსავლიანობაზე. რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში თუკი ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით. თანაც, ეროვნულმა ვალუტამაც არ უნდა გვიმტყუნოს, რათა გაღარიბებულ მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება, საქართველო სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯერ კიდევ საგანგაშო ზღვარზეა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|