ელზა პაპოშვილი 11.06.2016
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობაზე" აპელირება ამომრჩევლისთვის მომაბეზრებელია. თვლის, რომ ის ამ პარტიას ამდენ დროს არ უნდა უთმობდეს და თავის გამოსვლებში საზოგადოებას წარსულზე კი არა, მომავალზე უნდა ესაუბროს.
|
თიკო ოსმანოვა 11.06.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსარჩელე მხარე უზენაესში გაასაჩივრებს, მანამდე კი ტელევიზიის მართვას ძველებურად გააგრძელებენ, რადგან ქიბარ ხალვაში არხში მენეჯმენტის შეცვლას და მმართველების შეყვანას მესამე ინსტანციის დასრულებამდე არ აპირებს.
|
სალომე სარიშვილი 11.06.2016
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და გაზეთ "რეზონანსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გამოცემასთან ურთიერთობის გაღრმავებას, გაზეთში სტაჟირების გავლასა და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.06.2016
აქემენიდურმა ირანმა გამორჩეული კვალი დაამჩნია მსოფლიო ისტორიის განვითარებას. ძვ. წ-აღ-ის VI-IV საუკუნეებში მსოფლიო მოდის კანონმდებელი ქვეყანა მანამადე უპრეცედენტო სიდიდის მსოფლიო იმპერიად ჩამოყალიბდა. აქ პოლიტიკური პროცესები დუღდა, რაც ადამიანურ ვნებებზე იყო გადახლართული.
|
ელზა წიკლაური 11.06.2016
ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია არა მარტო უვიზო მიმოსვლას ნიშნავს, ეს არის მეტი ინვესტიცია და მეტი სამუშაო ადგილი. უვიზო რეჟიმი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლასაც შეუწყობს ხელს - სწორედ ასე წარმოუდგენიათ ქართველ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებს ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ ქართული ეკონომიკა. ვიზალიბერალიცია გადაიდო, დაანონსებული ზაფხული შემოდგომამ შეცვალა, რას შეცვლის ეს ქართულ-ევროპულ ეკონომიკურ ურთიერთობაში?
|
ნათია ლომიძე 11.06.2016
რამდენად ზრუნავენ ადამიანები ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე? აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი გარკვეულ დროს უთმობს ამ საკითხს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯანსაღი გარემო თავისთავად იქმნება და ხელშეწყობა არ სჭირდება. ვისთვისაც გარემოს მოვლა მნიშვნელოვანია, ისინი ცდილობენ გარშემომყოფებიც ჩართონ თავიანთ წამოწყებულ საქმეში და უფრო ფართო მასშტაბი შესძინონ მას. ასეთი პირობების მისაღებად საჭიროა ხალხი გაუფრთხილდეს უკვე არსებულს და იზრუნონ მის გიძლიერებაზე, მაგალითად, დარგონ ხეები და არ გაჩეხონ ტყე, შეამცირონ გამონაბოლქვი, მოერიდონ ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯვას და იზრუნონ სისუფთავეზე.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.06.2016
საქართველო ყაზახური ვალის გადახდას იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახურ მხარესთან გრაფიკი და პროცენტი შეთანხმებულია. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ვალის სახელმწიფო ვალში გაქვითვის საკითხი ვერ შეთანხმდა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მთავრობა ან თანხა უნდა გადაუხადონ, ან საკუთარი კომპანიის სადავეებს კიდევ რამდენიმე წლით დაემშვიდობონ.
|
მარი ჩიტაია 11.06.2016
უამინდობამ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსავალი გაანადგურა. დასავლეთში თხილს "ნაცარი", ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ვენახს "ჭრაქი" აზიანებს. ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან დაზიანდა ვენახი და საშემოდგომო ნათესები, ხოლო ხვნა-თესვის სამუშაოები ჯერაც არ დამთავრებულა. ხალხი შიშობს, რომ უშემოსავლო წელი იქნება, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 10.06.2016
მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, არ ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მხოლოდ მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიებიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.
|
თიკო ოსმანოვა 10.06.2016
10 ივლისს სოხუმში ოპოზიციის მოთხოვნით, ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერდუმი ჩატარდება. განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უკვე მოაწერა. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის, ლევან კიკნაძის აზრით, ხალხის სურვილს გადაწონის იმ ჩინოვნიკების და გავლენიანი წრეების სურვილი, რომლებსაც სურთ, რომ ხაჯიმბა ისევ იყოს ამ თანამდებობაზე.
|
თაკო მათეშვილი 10.06.2016
ვიზალიბერალიზაციის პროცესში დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია - საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
|
სალომე სარიშვილი 10.06.2016
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიები ხმას ძირითადად ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლისგან მიიღებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება მათი რაოდენობა ცალკეული პარტიების შემთხვევაში, ამის პროგნოზირება უჭირს. ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების გარეშე ბარიერის გადალახვაზე საუბარი რთულია, ხოლო ზოგადი სურათის შეფასებისას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა პარტიას სხვადასხვა შანსი აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|