ეკატერინე ბასილაია 14.06.2016
მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში კუნძულ კრეტაზე იხსნება და სადაც რამდენიმე ეკლესია, მათ შორის საქართველო და რუსეთის დელეგაციები არ მიდიან, დიდი პოლიტიკური ინტრიგა შეიძინა და თეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის პირველობისთვის ბრძოლა ამ კრებამ ძალიან გამოკვეთა და გაამძაფრა.
|
სალომე სარიშვილი 14.06.2016
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ შერჩეული პროდასავლური რიტორიკისა, რაც საზოგადოებრივი აზრის თანხვედრია, თავისუფლად შესაძლებელია ამომრჩევლის სიმპატია სხვა იდეოლოგიის მქონე, ახლადშექმნილმა პარტიებმაც დაიმსახურონ.
|
ლიკა ამირაშვილი 14.06.2016
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 80 მილიონიანი თურქეთის და საქართველოს კანდიდატურები ერთად არ უნდა განიხილებოდეს.
|
თიკო ოსმანოვა 14.06.2016
სოხუმში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, რასაც არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებულმა საფეხბურთო ჩემპიონატმაც ვერ უშველა. პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, რუსი ტურისტები აფხაზური სერვისით უკმაყოფილონი არიან, ამიტომ მისი თქმით, რუსები დასვენებას ძირითადად ყირიმში ამჯობინებენ, თუმცა არც მანდ შეიმჩნევა ტურისტების განსაკუთრებული მატება.
|
ელზა წიკლაური 14.06.2016
საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ. მცენარეული ცხიმი კი შეიცავს ტრანს-იზომერებს, იგივე ტრანს-ცხიმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
|
ნატა გიორგაძე 14.06.2016
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა, თუმცა რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის ისევ ვერ მოხერხდეს. მიზეზი კვლავ თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაკვეთებია, სადაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად ამისა, ბაქოში იმედოვნებენ, რომ ბაქოდან ყარსში მატარებელი წელს, წლის ბოლოს ჩავა.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.06.2016
ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს ახალ სატარიფო პირობებს შესთავაზებს. სავარაუდოდ, გაიზრდება იმ ახალ ელექტროსადგურების რიცხვი, რომლებთანაც სახელმწიფო ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს. გადაიხედება ელექტროენერგიის ტარიფებიც. ეს ყველაფერი ინვესტორისთვის კომფორტის შესაქმნელად კეთდება. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, სახელმწიფო მათ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 5-6 ცენტს სთავაზობს.
|
თაკო მათეშვილი 14.06.2016
თუ თქვენ მწეველი ბრძანდებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, სალონებში, სასტუმროებსა და ზოგადად ყველგან, სადაც დახურული სივრცე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, სიგარეტის მოწევა აგეკრძალებათ. ეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე იქნება დასაშვები.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.06.2016
ეკონომისტების ნაწილი ზაფხულში დეფლაციას ვარაუდობს. მაისში სტატისტიკოსებმა ოფიციალური ინფლაცია 2,1%-ის დონეზე დააფიქსირეს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0,5 პუნქტით შემცირდეს. ეს პროცესი კი, გარკვეულწილად, ეროვნული ვალუტის, სწრაფ გამყარებას შეაფერხებს.
|
ელზა წიკლაური 14.06.2016
საქართველო საშუალო პენსიის რაოდენობით რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ჩვენთან ასაკობრივი პენსია, საშუალოდ, 75 დოლარს შეადგენს, რაც მოლდოვას მაჩვენებელს მხოლოდ 15 დოლარით, უკრაინისას კი 10 დოლარით აღემატება. მართალია, პირველი ივლისიდან ქვეყანაში საშუალო პენსია 180 ლარამდე (დაახლოებით 85 დოლარი) იზრდება, თუმცა ელემენტარული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ესეც არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ პენსიონერმა იარსებოს, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, პენსია 300-320 ლარი უნდა იყოს.
|
მარი ჩიტაია 14.06.2016
სულ რამდენიმე დღეა, რაც აფხაზეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. დასვენების საფასური სასტუმროებში 700 რუბლიდან (დაახლოებით 23 ლარი) იწყება. კერძო სექტორში ეს საფასური კიდევ უფრო ნაკლებია. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა დამსვენებლები, ძირითადად, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები, ქართველთა სახლებს ქირაობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ მომსახურებაში ისინი 500-600 რუბლს იღებენ, თუმცა კეთილმოწყობილ სახლებში ბინები დღეში 700-800 რუბლადაც ქირავდება.
|
მარი ჩიტაია 14.06.2016
საცურაო აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს. ცურვის შესაძლებლობას მოკლებული არიან ბავშვებიც, არადა, მათი ჯანმრთელობისთვის აუზზე სიარული ხშირად აუცილებელიც კია.
|
|