მაკა ხარაზიშვილი 09.06.2016
1-ლი ივლისიდან გლეხები სასოფლო-სამეურნეო მიწებს საჯარო რეესტრში სრულიად დაირეგისტრირებენ. დაახლოებით 5 ჰა-მდე მიწის ფართობის აზომვითი სამუშაოების თანხასაც სახელმწიფო დაფარავს. საბოლოო მოცულობას ეკონომიკის სამინისტრო მალე განსაზღვრავს. მთლიანობაში რა დაუჯდება ბიუჯეტს მიწების უფასო რეგისტრაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
|
თიკო ოსმანოვა 09.06.2016
წინასაარჩევნოდ მორიგი საარჩევნო ბლოკი იქმნება - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთ პარტიასთან ერთიანდება. ახალი საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია".
|
ლიკა ამირაშვილი 09.06.2016
ზაფხულში ვიზალიბერალიზაცია უკვე გამორიცხულია. პროცესი შეიძლება, მომავალი წლისთვისაც კი გადადონ ან კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში, რადგან ბევრი ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა, ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფონდ "ღია საზოგადოეობა საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
|
მამუკა ნაცვალაძე 09.06.2016
1453 წლის 29 მაისმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ისტორია. კონსტანტინოპოლის დაცემით ახალი ერა დაიწყო. ამ მოვლენამ სულ სხვა რელსებზე გადააწყო ის ტენდენციები, რითაც იმ პერიოდის ევროპის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება იღებდა საზრდოს. კარგად ჩანდა ოსმალეთი ბიზანტიაზე არ შეჩერდებოდა, უახლოეს ხანში მისი სამიზნე თავად ევროპა გახდებოდა.
|
ია აბულაშვილი 08.06.2016
მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს თბილისის ბოტანიკურ ბაღს 375 წლის ისტორია აქვს, რომელიც მე-17 საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს.
|
სალომე სარიშვილი 08.06.2016
სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბათუმიდან
სავსე სასტუმროები და კაფე-ბარები, ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლე ბათუმის ქუჩებში და გრანდიოზული მუსიკალური სანახაობა საოცრებათა მოედანზე - ასე გაიხსნა წლევანდელი სეზონი აჭარაში. ამ ყველაფერს კი ხიბლს ამერიკულ პოპ-ბენდი Maroon 5 მატებდა, რომელიც ბათუმს 7 ივნისს, პროექტ "ჩექინჯორჯიას" ფარგლებში სტუმრობდა.
|
ეკატერინე ბასილაია 08.06.2016
დღევანდელი ხელისუფლება, ისე როგორც ყველა წინა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების იმედადაა - პარტიის შიდა კვლევების ავტორის, ზურაბ ბიგვავას თქმით, 2 თვის წინანდელი კვლევით "ოცნების" რეიტინგი 35%-ის ფარგლებშია, რაც, უხეში გათვლით, პროპორციული სისტემის 77 მანდატიდან მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანას გულისხმობს. თუმცა ბიგვავა იქვე ამბობს იმასაც, რომ "ქართულ ოცნება" მაჟორიტარულ სისტემით გეგმავს აბსოლუტური მაქსიმუმის მიღებას - 73 მანდატიდან 70-ის მოპოვებას და ასე 95-97 დეპუტატით ისევ უმრავლესობაში მოსვლას.
|
თაკო მათეშვილი 08.06.2016
"ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება. ამას მალე ნახავს," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შეფასებისას და აღნიშნავს, რომ წინა ინტერვიუსგან განსხვავებით შეხვედრამ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
|
თაკო მათეშვილი 08.06.2016
არჩევნები, კორცხელი, ოპონენტები, პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერი კვირიკაშვილი, ეკონომიკური მიღწევები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი გუშინ ტელევიზიების ჟურნალისტებთან 2 საათნახევრიანი შეხვედრის დროს შეეხო.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2016
დღეს პარლამენტში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტს უყრიან კენჭს, რაც თავად აკადემიაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა.
|
თიკო ოსმანოვა 08.06.2016
ორ კვირაზე მეტი დრო გავიდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, თუმცა მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2016
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია არ ჰქონია, თუმცა ახლა ის დამოუკიდებელია.
|